ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, სახალხო დამცველი არ უნდა იდგეს ბარიკადებზე. სახალხო დამცველი ეს არის…
თვე: სექტემბერი 2022
შალვა პაპუაშვილი არჩევნების ელექტრონულად ჩატარებაზე: ეს გადაწყვეტილება თავისი არსით არათუ მნიშვნელოვანი, არამედ რევოლუციურია, რადგან ყველანაირ სპეკულაციას საფუძველს გამოაცლის
არჩევნების ელექტრონულად ჩატარების პილოტირება ჩვენ გვქონდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ახლა ბათუმში, შუალედურ არჩევნებზე. ეს გადაწყვეტილება თავისი…
აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი დღეს იდგა გერმანიის კანცლერის გვერდით, ეს არის პასუხი ყველა მანიპულაციასა და დეზინფორმაციაზე
საქართველოს ხელისუფლება და კერძოდ მისი აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი დღეს იდგა გერმანიის კანცლერის გვერდით, ეს არის პასუხი…
შალვა პაპუაშვილი სანქციებთან დაკავშირებით დეკანოიძის განცხადებაზე: რომელი ქვეყანა გახსენდებათ, სადაც პოლიტიკოსი საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვდეს
ეს არის საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ პირდაპირი ბრძოლა. სხვა რა შეიძლება იყოს. რომელი ქვეყანა გახსენდებათ, სადაც საკუთარი…
„ნაციონალური მოძრაობის“ უკან მდგომი ე.წ. ფულის ტომრები რომ არიან, კეზერაშვილები და მსგავსი ვიღაცეები, სანქციები ზუსტად მათ უნდა დაუწესდეთ
სანქციების თემა არის ყურით მოთრეული საკითხი. სანქციები და თვითონ ეს პროცესი არის უამრავი კომპონენტისგან შემდგარი პროცესი…
ძალიან ბევრი ახალგაზრდა აპირებს „ნაციონალური მოძრაობის“ რიგების დატოვებას
ძალიან ბევრი ახალგაზრდა აპირებს „ნაციონალური მოძრაობის“ რიგების დატოვებას, – ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა გიორგი…
მთავარია ნაცი იყავი და და რუსი ,,კანონიერი ქურდის,, ქორწილში,სტამბულში თამადობაც გეპატიება და გრიალიც-ნინო ჯღარკავა
“იქსნიუსის” დამფუძვნებელი ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა ქუთაისელ ჟურნალისტ დათო ლიკლიკაძეზე “facebook”-ში სკანდალურ პოსტს აქვეყნებს, სადაც ირკვევა, რომ…
“ჩვენი პასუხია პლატონური მეგობრობა, რომელიც გვაკავშირებს უკრაინის ხელისუფლებასთან, იქიდან არის ნული გათვალისწინება, ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ რაც შეგვიძლია” – ირაკლი კობახიძე
რა ეტაპზეა საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობა და როგორ ხედავს მმართველი პარტია ამ ურთიერთობის დალაგების გზას იმ…
სოსო გოგაშვილმა 2018 წლის ბოლოს გაიცნო ბიძინა ივანიშვილი, ანუ ვიდრე სუსის უფროსის მოადგილე იყო, საერთოდ არ იყო შეხვედრილი ბიძინა ივანიშვილთან, არ იცნობდა – ირაკლი კობახიძე
“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, “ღამის კურიერის” ეთერში სოსო გოგაშვილზე საუბრისას დაადასტურა, რომ წლების წინ ის ნამდვილად…
დღეს ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება ომი, თორემ ქართველებს არასოდეს უჭირდათ ბრძოლაში შესვლა-ირაკლი კობახიძე
ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, “ღამის კურიერის” ეთერში მმართველი გუნდის ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც ომში ჩართვის შესაძლებლობაზე პლებისციტის…
ჩაფიძის გულის ცენტრი ხულოელი ვეტერანებისთვის საქველმოქმედო აქციას ჩაატარებს
მიმდინარე წლის 17 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები,…
ირაკლი ღარიბაშვილი- დიდად ვაფასებთ გერმანიის პოლიტიკურ მხარდაჭერას
დიდად ვაფასებთ გერმანიის პოლიტიკურ მხარდაჭერას, რომელიც აუცილებელია ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე წარმატებების მისაღწევად და რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერთან შეხვედრის შემდეგ წერს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ გერმანიაში მისი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ფედერალურ კანცლერთან საუბარი შეეხო გერმანიასა და საქართველოს შორის მჭიდრო პარტნიორობას და განხილულ იქნა სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერების გზები. “გერმანიაში ჩემი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მქონდა ფედერალურ კანცლერთან შეხვედრის პატივი. შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ გერმანიასა და საქართველოს შორის მჭიდრო პარტნიორობაზე და განვიხილეთ სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერების გზები. დიდად ვაფასებთ გერმანიის პოლიტიკურ მხარდაჭერას, რომელიც აუცილებელია ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე წარმატებების მისაღწევად და რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად,”- წერს პრემიერ-მინისტრი.
ირაკლი ღარიბაშვილმა ოლაფ შოლცი საქართველოში მიიწვია
ირაკლი ღარიბაშვილი, ბერლინში ვიზიტის ფარგლებში, ოლაფ შოლცს შეხვდა ბერლინში, ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს ოლაფ შოლცს შორის ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში გაიმართა შეხვედრა. საქართველო-გერმანიის მჭიდრო პარტნიორობა, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველოსთვის მინიჭებული ევროპული პერსპექტივა და ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები იყო ის ძირითადი საკითხები, რომლებზეც ირაკლი ღარიბაშვილმა და ოლაფ შოლცმა ისაუბრეს. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და გერმანიის მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობას და გამოხატეს მზადყოფნა, ძალისხმევა მიმართონ სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებისკენ. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონული და გლობალური გამოწვევები. საუბარი შეეხო რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და კიდევ ერთხელ აღინიშნა საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის მნიშვნელობა ვითარების დეესკალაციისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, 2008 წლის სამხედრო აგრესიასა და იმ უკანონო ქმედებებზე, რომლებსაც ადგილი აქვს რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რაც კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის ადგილზე უსაფრთხოების გარემოს. ამ ფონზე აღინიშნა გერმანიის მხარდაჭერის განსაკუთრებული მნიშვნელობა, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. ხაზი გაესვა გერმანიის გამორჩეულ წვლილს ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში საქართველოში. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებასა და მის მნიშვნელობაზე. ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა როგორც ამ ისტორიული გადაწყვეტილების, ისე ევროინტეგრაციის პროცესში გერმანიის მიერ საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის. რეგიონსა და მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მხარდაჭერაზე დასავლელი პარტნიორების მხრიდან. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროპული პერსპექტივის და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის განსაკუთრებულ დატვირთვას და მნიშვნელობას საქართველოსთვის და აღნიშნა, რომ ქვეყანა ამ პროცესს დიდი პასუხისმგებლობით უდგება. ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილდა ევროპული საბჭოს რეკომენდაციების შესრულებაზე, უკვე გადადგმულ ნაბიჯებსა და სამოქმედო გეგმაზე. აღინიშნა, რომ მიმდინარეობს ინკლუზიური მუშაობა პარლამენტის, მთავრობის, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონის მდგრადი და სტაბილური განვითარებისათვის. აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთს შორის შეიარაღებული დაპირისპირების ფონზე, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოს წარმატებულ მედიაციას და პრემიერ-მინისტრის სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო ინიციატივის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოიხატა მადლიერება ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს წვლილის გამო და ხაზი გაესვა ამ პროცესში განსაკუთრებით წარმატებულ თანამშრომლობას გერმანულ მხარესთან ალიანსის სამშვიდობო მისიებში. საქართველო-გერმანიის ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას განხილულ იქნა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა, რომ გერმანია საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა დამატებით მიმართონ ძალისხმევა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების პოტენციალის სრულად გამოყენებისკენ. ამ კონტექსტში განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი სატრანზიტო ჰაბის, გაზრდილი როლი ევროკავშირისთვის და შუა დერეფნის, როგორც დიდი პოტენციალის მქონე მრავალმოდალური სატრანსპორტო დერეფნის, მნიშვნელობა. ამ კონტექსტში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიის სატრანსპორტო და ლოგისტიკურ კომპანიებთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა. მხარეები მიესალმნენ 2023 წელს საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობას უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე – ITB…
ირაკლი ღარიბაშვილი- გერმანიის პრეზიდენტთან ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ ვითარებაზე და საქართველო-გერმანიის პარტნიორობაზე
გერმანიის პრეზიდენტთან ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ ვითარებაზე და საქართველო-გერმანიის პარტნიორობაზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მთავრობა გერმანიის პრეზიდენტის მხარდაჭერას აფასებს. ,,ამ ისტორიული ვიზიტის ფარგლებში, მქონდა პატივი, შევხვედროდი გერმანიის პრეზიდენტს. ვაფასებთ გერმანიის პრეზიდენტის მხარდაჭერას. დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ ვითარებაზე და საქართველო-გერმანიის პარტნიორობაზე,”- წერს პრემიერ-მინისტრი.
ირაკლი ღარიბაშვილი- მოხარული ვართ, რომ 2023 წელს საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით იქნება წარმოდგენილი უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin
მოხარული ვართ, რომ 2023 წელს საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით იქნება წარმოდგენილი უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ აღნიშნულ გამოფენაზე ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და პოპულარიზაცია მოხდება. „ჩვენ ვაფასებთ იმ ფაქტს და მოხარული ვართ, რომ 2023 წელს საქართველო იქნება მასპინძელი ქვეყნის სტატუსით უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin. ჩვენ რა თქმა უნდა, მაქსიმალურად შევეცდებით ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოდგენას, წარმოჩენას და მის პოპულარიზაციას“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა