fbpx

„თბილისობა 22“ პირველ და 2 ოქტომბერს მრავალფეროვანი პროგრამით

დედაქალაქის მთავარი დღესასწაული – „თბილისობა 2022“ პირველ და 2ოქტომბერს მრავალფეროვანი პროგრამით აღინიშნება.რიყის პარკი1-ელი და 2 ოქტომბერი11:00…

ჯანდარაში, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა, მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კარგარეთელმა, მერის მოადგილემ, ფუად მირზოევმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა, სამირ ხიალოვმა და ვუგარ…

პრემიერის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა.მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე დღის წესრიგით…

პრემიერის სამძიმარი რაფაელ ჩიმიშკიანის ოჯახს

მწუხარებას გამოვთქვამ სახელოვანი ძალოსნის რაფაელ ჩიმიშკიანის გარდაცვალების გამო. მისმა სპორტულმა მიღწევებმა რაფაელ ჩიმიშკიანი ქართული სპორტის ნამდვილ…

მიხეილ ყაველაშვილი: დღევანდელ სიტუაციაში, ამის განხორციელება, საზღვართან, რა თქმა უნდა, პროვოცირებას და შუღლს იწვევს. ეს პარტიაც და ორგანიზაციაც მჭიდრო კავშირშია აშშ-ს საელჩოსთან და მოვუწოდებთ მათ, გაემიჯნოს მსგავს ქმედებებს

,, წერილი, რომელიც საზოგადოებას გავაცანი, მნიშვნელოვანია, რომ ინფორმირებული იყოს ჩვენი საზოგადოება, თუ რა იგეგმება და ვინ…

ირაკლი ზარქუა ნაცმოძრაობაში არსებულ დაპირისპირებაზე: ხაბეს ხელი არ მოხვდეს!

,,უბრალოდ, ერთს ვთხოვდი, რომ ხაბეს ხელი არ მოხვდეს და ბატონ რომანს ზედმეტი შეურაცხყოფა არ მიაყენონ,’’ –…

არჩილ თალაკვაძე: ნაციონალურ მოძრაობას არ ჰყავს ლიდერები, რომლებიც მომავალზე არიან ორიენტირებულები, ეს პარტია ჩამოყალიბდა როგორც დესტრუქციული, ანტისაზოგადოებრივი და ანტიპოლიტიკური მოძრაობა

მთავარი პრობლემა „ნაციონალურ მოძრაობას“ რაც აქვს გახლავთ ის, რომ პარტიას არ აქვს დღის წესრიგი, არ აქვს…

საზოგადოებრივი მოძრაობა “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადება

საზოგადოებრივი მოძრაობა “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი ენგურის ხიდთან მედიასაშუალება “ტაბულას” მიერ დაგეგმილ აქციას…

ორფოლოს პოლიგონზე 62-ე ბატალიონმა საველე წვრთნა დაასრულა

თადაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადის 62-ე საარტილერიობატალიონის საველე წვრთნები ორფოლოს პოლიგონზე დასრულდა. საარტილერიო ბატალიონმაწვრთნების…

ბადრი ბასიშვილი “ნაც.მოძრაობის” პოლიტსაბჭოს ტოვებს

“ძმათაშორის ომს დაემსგავსა ეს მარაზმი! ამ საყვედურებში ყველას ავიწყდება რომ ყველა დამნაშავე ვართ პუტინის პატიმარი მიშა…

ბექა დავითულიანი – აღმოჩნდა, რომ დეოლიგარქიზაცია სჭირდება რადიკალურ ოპოზიციას და „ნაციონალურ მოძრაობას“, რაშიც დავეხმარებით, კანონს მივიღებთ და მათ კეზერაშვილის გავლენისგან გავათავისუფლებთ

ნიკა მელიას განცხადება და რადიკალური ოპოზიციის განცხადებები, რომლებიც მას აკრიტიკებენ ან ტონს უწუნებენ კეზერაშვილის მიმართ, ცხადყოფს,…

ვინც დააფინანსა იმან იპოვა. კბილი დაცულია იქ,სადაც უნდა იყოს-მუზეუმში

უძველესი ადამიანის კბილის ირგვლივ აგორებულ სკანდალს მოქალაქე ლაშა გეგეჭკორი “facebook”- ით ეხმიანება და აჟიოტაჟის ავტორებს შეახსენებს…

ირაკლი ღარიბაშვილი – პროკურატურის სისტემის განვითარება ჩვენი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩვენი უცვლელი პრიორიტეტია

ძვირფასო სტუმრებო, დიდი პატივია ჩემთვის და ჩვენ ვართ მოხარული, რომ პირველად ვმასპინძლობთ პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის წლიურ 27-ე კონფერენციას და გენერალურ შეხვედრას საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პროკურორთა საერთაშორისო 27-ე წლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, პროკურატურის სისტემის განვითარება ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მთავრობის უცვლელი პრიორიტეტია. პრემიერმა ირაკლი შოთაძესა და მის პროფესიონალთა გუნდს მადლობა გადაუხადა. „მსურს განსაკუთრებით მივესალმო ჩვენს ძვირფას სტუმრებს – პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტს ჩოელ კიუ  ვანგს, გენერალურ მდივანს ჰან მორაალს, ევროჯასტის პრეზიდენტს, ბატონ ლადისლავ ჰამრანს,  გაეროს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მოადგილეს, ქალბატონ ნაჟატ შამემ ხანს და ძალიან ბევრი ქვეყნის პროკურატურების ხელმძღვანელებს, მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე პროფესიონალებსა და მაღალი დონის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან.  კონფერენციის სათაური – „გლობალური მოვლენები, რომლებმაც შეცვალეს  სისხლის სამართლის მართლმსაჯულების  სისტემები“, ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ რა რთულ, გამოწვევებით სავსე დროში გვიწევს ცხოვრება და საქმიანობა. კორონავირუსის პანდემიით განპირობებული სირთულეების, ახლა უკრაინაში ომი, ევროპის კონტინენტზე საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე საფრთხეების, ასევე ციფრულ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებულ დანაშაულთა, მათ შორის, კრიპტოვალუტის მეშვეობით ფულის გათეთრების თუ კიბერდანაშაულის მზარდი მასშტაბების პირისპირ აშკარაა, რომ დღეს მსოფლიო განახლების რთულ პროცესს გადის; უფრო სამართლიანი, დემოკრატიული, მშვიდობიანი საერთაშორისო საზოგადოების მშენებლობაში სამართალდამცავ ორგანოთა მუშაობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, იქნება ეს ეროვნულ დონეზე თუ საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში.  პროკურატურის სისტემის განვითარება ჩვენი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩვენი უცვლელი პრიორიტეტია. ჩვენს დროს პროკურატურის დამოუკიდებლობა ქვეყნის უზენაესი კანონით – კონსტიტუციით იქნა აღიარებული და სრულად დამოუკიდებელ ინსტიტუციად ჩამოყალიბდა. მასშტაბური რეფორმების შედეგად საქართველოს პროკურატურა ეფექტიან, ანგარიშვალდებულ და გამჭვირვალე ინსტიტუციად ჩამოყალიბდა და, ამასთან, მუდმივად ვითარდება. მე მინდა, ჩვენს გენერალურ პროკურორს, ბატონ ირაკლი შოთაძეს და მის პროფესიონალთა გუნდს მადლობა გადავუხადო,”- აღნიშნა პრემიერმა.  მისივე თქმით, ტრანსფორმაციაში უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო პარტნიორების მუდმივი თანადგომა, როგორიცაა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია. „რა თქმა უნდა, ამ ტრანსფორმაციაში უმნიშვნელოვანესია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მუდმივი თანადგომა, თქვენი თანადგომა. განსაკუთრებით ვაფასებთ ისეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას, როგორიცაა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია. 180-ზე მეტი ქვეყნის უწყებებთან თუ ინდივიდუალურ წევრებთან თანამშრომლობა, ერთი მხრივ, არსებითია ჩვენი პროკურატურის შემდგომი სრულყოფისათვის, განვითარებისთვის და, ამავდროულად, გვჯერა, რომ თავადაც მნიშვნელოვან როლს ვთამაშობთ სამართლიანი და დემოკრატიული მსოფლიოს მშენებლობაში.  მიმდინარე კონფერენციით და ამ დღეებში დაგეგმილი ღონისძიებებით, მათ შორის,საქართველოს პროკურატურასა და ევროკავშირის პროკურატურას შორის სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმების გაფორმებით კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ ჩვენი საერთო მიზნებისაკენ.  დაბოლოს, მსურს მადლობა გადავუხადო ასოციაციის აღმასრულებელ კომიტეტს მსოფლიო კონფერენციის მასპინძლად საქართველოს პროკურატურის დასახელებისთვის. ეს ჩვენთვის დიდი პატივია. ჩვენ ამას აღვიქვამთ ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმებისა და ინსტიტუციური  განვითარების მნიშვნელოვან აღიარებად. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც დიდი ძალისხმევა გასწია კონფერენციის მაღალ დონეზე ჩასატარებლად. ჩვენი მთავრობის სახელით გპირდებით, რომ მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციასთან   თამაშრომლობის გასაღრმავებლად. წარმატებულ და ნაყოფიერ სამუშაო დღეებს გისურვებთ. დიდი მადლობა! ,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. კონფერენციის მონაწილეებს აგრეთვე სიტყვით მიმართეს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტმა ჩეოლ-კიუ ჰუანმა.  ღონისძოებას 60 ქვეყნის …

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ძალოსნის, რაფაელ ჩიმიშკიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ძალოსნის, რაფაელ ჩიმიშკიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. როგორც მთავრობის მეთაური ფეისბუქ გვერდზე აღნიშნავს, მისმა სპორტულმა მიღწევებმა რაფაელ  ჩიმიშკიანი ქართული სპორტის ნამდვილ ლეგენდად, მსოფლიო ძალოსნობის  ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურად აქცია. „მწუხარებას გამოვთქვამ სახელოვანი ძალოსნის რაფაელ ჩიმიშკიანის გარდაცვალების გამო. მისმა სპორტულმა მიღწევებმა რაფაელ  ჩიმიშკიანი ქართული სპორტის ნამდვილ ლეგენდად, მსოფლიო ძალოსნობის  ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურად აქცია. გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ ბატონი რაფაელის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“, – აღნიშნავს პრემიერი.

ზურაბ ქადაგიძე: პოლიტიკური გვამი, შალვა ნათელაშვილი აშკარად ნერვებს ვეღარ თოკავს, რადგან იმდენად არის გაფარჩაკებული, რომ კეზერაშვილმაც კი აღარ ჩათვალა საჭიროდ მისი ყიდვა

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე შალვა ნათელაშვილის ე.წ. ფეისბუქ სქრინს აზიარებს, რომელიც გია ცაგარეიშვილს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს.როგორც ანალიტიკოსი…