fbpx

„თბილისობა 2022“ პირველ და 2 ოქტომბერს სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება

დედაქალაქის მთავარი დღესასწაული – „თბილისობა 2022“ პირველ და 2ოქტომბერს მრავალფეროვანი პროგრამით აღინიშნება. ღონისძიებები რიყის პარკში,ლეღვთახევში, ორბელიანის,…

„მინდა, ყველა სამხედრო მოსამსახურის სახელით მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, იმ ძალისხმევისთვის, რასაც იგი ჩვენი ჯარისთვის იჩენს-ჯუანშერ ბურჭულაძე

„20%-ით ანაზღაურების გაზრდა 2023 წლიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, ასევე,არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი განგრძობითია და…

ვინც არ უნდა გვამუნათოს დღეს, რომ თვისუფლებას ჩვენ სიმშვიდეში ვცვლით, არაფერს არა ვცვლით. უბრალოდ არის ჟამი,როდესაც უნდა იბრძოლო და არის ჟამი, როდესაც ამ ბრძოლისთვის უნდა მოემზადო-კობა კობალაძე

ვინც არ უნდა გვამუნათოს დღეს, რომ თვისუფლებას ჩვენ სიმშვიდეში ვცვლით, არაფერს არა ვცვლით. უბრალოდ არის ჟამი,როდესაც…

მამუკა მდინარაძე ლარსიდან შემოსვლაზე – თითოეულ მათგანზე ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას შესაბამისი ინსტრუქციის მიხედვით და რისკების გათვალისწინებით იღებს მესაზღვრე, მცირე რისკის შემთხვევაშიც კი ადამიანის შემოშვება არ ხდება

,,ამ რუსულ თემაზე, ტურისტები შემოდიან უამრავი, ათი პროცენტი დარჩა, აღმოჩნდა, რომ მაშინ ერთი პროცენტიც არ იყო.…

თამთა მეგრელიშვილი – “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე დიდი ხანია უკადრებელს კადრულობს და მერე ოროსანი ბავშვივით კედელ- კედელ ემალება უმრავლესობას

თამთა მეგრელიშვილი – დღეს ენაზე მოადგა და საჯაროდ თქვა – “პარლამენტსა და უმაღლეს თანამდებობებზე, რუსეთის დაახლოებით…

ლევან ნიკოლეიშვილი: გიორგი ვაშაძე მართლაც გაცდა როგორც პოლიტიკოსის, ასევე ვაჟკაცობის სახელს. ცდილობს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში შეიტანოს ბზარი თავისი ავანტურისტული-პროვოკაციული განცხადებებით

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მამუკა მდინარაძის მიერ გიორგი ვაშაძის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.მისი თქმით ეს არსება არამარტო…

გია გაბრიჭიძე გიორგი ვაშაძეზე: იდგე პირდაპირ პუტინისგან დაფინანსებული ფსბ-ს აგენტის, ელენე ხოშტარიას გვერდით, მანამდე გუნდრუკს უკმევდე კგბ-ს ოფიცერ გრიგოლ ვაშაძეს და ისროდე საზიზღარ ბრალდებას ირაკლი კობახიძის აგენტობაზე, თავხედობაზე მეტია

იდგე პირდაპირ პუტინისგან დაფინანსებული ფსბ-ს აგენტის, ელენე ხოშტარიას გვერდით, მანამდე გუნდრუკს უკმევდე კგბ-ს ოფიცერ გრიგოლ ვაშაძეს…

ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ეს რა მაგარი “პოლიტ-ესკორტი” ჰყავთ ოპოზიციაში, ძირითადად პროვოკაციულ “გამოძახებებზე” მუშაობს

პოლიტიკური ალღო-ქარიზმა ამ ბეჩავს არ აქვს და ძირითადად ხმაურზეა ორიენტირებული,ოღონდ თან მაგრად ეშინია საკუთარ განცხადებებზე პასუხის…

ზაალ ანჯაფარიძე გიორგი ვაშაძეზე: ბოლომდე ჩაეშვა სიბინძურეში. ასე ხდება, როდესაც პოლიტიკური კრახის მოლოდინში ხარ

ხომ გახსოვთ, ჭიჭე ვაშაძე მის მორიგ ტყუილს რომ ავრცელებდა, პარლამენტში “ოცნების” წევრებს მისი გალახვა რომ უნდოდათ.…

მამუკა მდინარაძე – მავნებლობა და უსამშობლობაა ის, რომ ჩრდილოეთის გარდა შიგნითაც გებრძვიან, შემთხვევით არ დაგვირქმევია ის სახელი, რომლის შემოტრიალებაც წარუმატებლად სცადეს

როდესაც ხედავენ გარედან რა გზებით შემოტევაა, რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებთან და ომთან მიმართებით, რა რისკების წინაშეა…

ირაკლი ღარიბაშვილი-საჯარო სკოლების მასწავლებელთა ხელფასები და დანამატები გაიზრდება

საჯარო სკოლების მასწავლებელთა ხელფასები და დანამატები, პროფესიული სასწავლებლების პედაგოგთა საათობრივი ანაზღაურება და მანდატურების ხელფასები გაიზრდება, 2023 წლის იანვრიდან კი 500 სკოლის რეაბილიტაცია დაიწყება-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მუნიციპალიტეტების გაზრდილი შემოსავლების ფარგლებში შესაძლებელი იქნება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების ზრდაც. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ყველა საჯარო მოხელის ხელფასი 10%-ით გაიზრდება. „რაც შეეხება განათლებას, რომელიც არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, განათლებასა და მეცნიერებაზე ზრუნვა. საჯარო სკოლების მასწავლებელთა ხელფასები და დანამატები იზრდება, ასევე, მანდატურების ხელფასები გაიზრდება, საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასები გაიზრდება 10%-ით. ეს 10%-იანი ზრდა შეეხება ყველა საჯარო მოხელეს. ჩვენ ასევე გავზრდით პროფესიული სასწავლებლების პედაგოგთა საათობრივ ანაზღაურებას, ბატონო მიხეილ. ვიწყებთ 500 ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაციას და მშენებლობას. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გავაკეთეთ გეგმა, 800 სკოლა არის ძალიან მძიმე, სავალალო მდგომარეობაში, ამისთვის ძალიან დიდი თანხებია გამოყოფილი, დაახლოებით მილიარდ ლარამდე 3 წლის განმავლობაში და ამ მიზნით 2023 წელს 300 მილიონი ლარი არის გათვალიწინებული ბიუჯეტში. 500 სკოლის რეაბილიტაცია დაიწყება იანვრიდან.  მუნიციპალიტეტების გაზრდილი შემოსავლების ფარგლებში შესაძლებელი იქნება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების ზრდაც. ესეც გათვალისწინებული გვაქვს ამ ბიუჯეტში“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი-ინფრასტრუქტურის მიმართულებით 2023 წელს დაახლოებით 6 მლრდ ლარზე მეტს დავხარჯავთ

ინფრასტრუქტურის მიმართულებით 2023 წელს დაახლოებით 6 მლრდ ლარზე მეტს დავხარჯავთ- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით მილიარდ 700 მილიონზე მეტი დაიხარჯება, ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას მილიარდ 200 მილიონი მოხმარდება, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის 2 მილიარდ 100 მილიონი ლარია გამოყოფილი, ხოლო წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებაზე 520 მილიონი ლარი დაიხარჯება. „რაც შეეხება ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობას. გარდა იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი დანახარჯები სოციალური მიმართულებით, ხელფასების ზრდა და აშ.., ჩვენ მოვახერხებთ ძალიან სოლიდური თანხების გამოყოფას ინფრასტრუქტურაზე და ეკონომიკის სტიმულირებაზე, წახალისებაზე. ინფრასტრუქტურას რაც შეეხება, 2023 წელს დაახლოებით 6 მილიარდ ლარზე მეტს დავხარჯავთ. ინფრასტრუქტურის განვითარებაზე დაიხარჯება 6 მილიარდი ლარი. აქ შედის საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, მილიარდ 700 მილიონზე მეტი მიემართება საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით. რაც შეეხება ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას, მილიარდ 200 მილიონი დაიხარჯება ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობაზე. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებულია 2 მილიარდ 100 მილიონი ლარი, 2 მილიარდ ლარზე მეტი. წყალმომარაგება, წყალანირების სისტემის გაუმჯობესებაზე 520 მილიონი ლარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენი დაპირებაა, რომ 2025 წლისთვის, ორ წელიწადში სულ რაღაც, სამ წელიწადში მაქსიმუმ ყველა ქალაქს, მუნიციპალიტეტს უნდა ჰქონდეს 24 საათიანი წყალმომარაგება. ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი – თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება იზრდება 490 მილიონი ლარით, ჯამურად

თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება იზრდება 490 მილიონი ლარით – ეს ჯამურად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პოლიციელების, ჯარისკაცების და უსაფრთხოების სამსახურის  თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ 20 პროცენტით. მისივე თქმით, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრება 18,5 მილიარდი ლარით და ბიუჯეტის დეფიციტი შეადგენს მშპ-ს 2.8 %-ს, 2 ლის წინ იყო 9.3 % პროცენტი. „რაც შეეხება სხვა მონაცემებს მინდა ძალიან მოკლედ გითხრათ, რომ ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრება 18,5 მილიარდი ლარით და ბიუჯეტის დეფიციტი შეადგენს მშპ-ს 2.8 %-ს, 2 ლის წინ იყო 9.3 % პროცენტი. 9.3%-და და 2.8% შევძელით 2 წელიწადში. გვაქვს 2 წელი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და მშპ- გავზარდეთ 30 მილიარდი ლარით. ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 2023 წელს იქნება 24.3 მილიარდი ლარი რაც საშუალებას გვაძლევს, რომ სრულყოფილად ვუპასუხოთ ქვეყნის ძირითად გამოწვევებს, კერძოდ მინდა რამდენიმე ძირითადი პრიორიტეტი გამოვკვეთო. პირველი დავიწყებ იმით, რომ თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება იზრდება 490 მილიონი ლარით – ეს ჯამურად. მათ შორის პოლიციელების, ჯარისკაცების და უსაფრთხოების სამსახურის  თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ 20 პროცენტით და ამ მიზნით გათვალისწინებული არის 290 მილიონი ლარი. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ იანვარში გავზარდეთ ყველა საჯარო მოხელისთვის ხელფასები 10 პროცენტით. 2023 წლის იანვარშიც ასევე გაიზრდება ყველა საჯარო მოხელისთვის 10 პროცენტით ხელფასები და ეს ზრდა გაგრძელდება მომდევნო წლებშიც. ჩვენ გამოვკვეთეთ პოლიციელები, ჯარისკაცები და უსაფრთხოების სამსახური და მათი ხელფასები გაიზრდება 20 პროცენტით იანვრიდან, ყველა თანამშრომლისთვის,”- განაცხადა პრემიერმა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პოლიციელებისა და ჯარისკაცებისთვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებულია საცხოვრებელი ბინების მშენებლობაც. „ამას გარდა მინდა ვთქვა, რომ პოლიციელებისთვის, ჯარისკაცებისთვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებული გვაქვს საცხოვრებელი ბინების მშენებლობაც. ჯარის ქალაქი სრულდება რამდენიმე თვეში და გავხსნით. და გადავცემთ 1000 -ზე მეტ ჯარისკაცს საცხოვრებელ ბინებს და ეს პროგრამა გაგრძელდება მომავალშიც, ახლა რამდენიმე კვირაში დავიწყებთ პოლიციელების ქალაქის მშენებლობას.…

სამტრედიაში სასკოლო ოლიმპიადამ სტარტი აიღო

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბახტაძის მხარდაჭერით, თამარ მეფის ქუჩაზე არსებულ მინი სტადიონზე სტარტი აიღო სასკოლო ოლიმპიადამ.…

ირაკლი ღარიბაშვილი- 2023 წლის მაისის ბოლოდან მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანას ვგეგმავთ

2023 წლის მაისის ბოლოდან ივნისში, ივლისსა და აგვისტოში მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანას ვგეგმავთ-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები გაიმართება თბილისში, ბათუმსა და „ბლექ სი არენა“-ზე. „ასევე გეტყვით, რომ კულტურის ნაწილში ჩვენი მოქალაქეებისთვის, ახალგაზრდებისთვის ვგეგმავთ მსოფლიო ვარსკვლავების ჩამოყვანას. იგეგმება მაისის ბოლოდან ივნისი, ივლისი, აგვისტო,  მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანა, თბილისის სტადიონზე, ბათუმში, „ბლექ სი არენა“-ზე, ყველგან უნდა იყოს მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები. ამ პროგრამაზეც ვმუშაობთ და ამის თაობაზე მოგვიანებით საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა 10 ახალი საკურორტო ქალაქის და დაბების სრულ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაზე მუშაობს. „ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ვგეგმავთ. ვმუშაობთ 10 ახალი საკურორტო ქალაქის და დაბების სრულ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაზე ვმუშაობთ ამჟამად, მაგრამ ამის თაობაზე მინდა, რომ მოგვიანებით ვუთხრა საზოგადოებას და მივაწოდო ინფორმაცია“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.