fbpx

შალვა პაპუაშვილი სანქციებთან დაკავშირებით დეკანოიძის განცხადებაზე: რომელი ქვეყანა გახსენდებათ, სადაც პოლიტიკოსი საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვდეს

ეს არის საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ პირდაპირი ბრძოლა. სხვა რა შეიძლება იყოს. რომელი ქვეყანა გახსენდებათ, სადაც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვდეს პოლიტიკოსი?!, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გადაცემა „იმედი LIVE“-ში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ის პირადად მუშაობს, რათა „ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ხელს უწყობს რუსულ გავლენებს“ დასანქცირდეს.

„მათ შორის თქვენი ტელევიზიის მფლობელზეც იყო საუბარი. მედიის მფლობელზე. ამ კუთხითაც არავისგან იყო რეაქცია, რომ რატომ ებრძვით მედიის მფლობელს, მედიას ებრძვით და ა.შ. არავინ გაიხსენა, რომ ერთი სიტყვით მაინც ეთქვათ, რომ ცოტა უხერხულობა ხომ არ არის მედიის მფლობელის წინააღმდეგ რომ ითხოვთ სანქციების დაწესებას. ეს არის აბსოლუტური იგნორირება საკუთარი ქვეყნის ინტერესების. გავა დრო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რეგიონის ეს კრიზისული პერიოდი გადაივლის და ამ ყველაფრის ანალიზი მოხდება და ამ ყველაფერს თავისი შეფასება მიეცემა, ვინ როგორ ექცეოდა საკუთარ ქვეყანას, საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ამ პერიოდში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება