fbpx

შალვა პაპუაშვილი არჩევნების ელექტრონულად ჩატარებაზე: ეს გადაწყვეტილება თავისი არსით არათუ მნიშვნელოვანი, არამედ რევოლუციურია, რადგან ყველანაირ სპეკულაციას საფუძველს გამოაცლის

არჩევნების ელექტრონულად ჩატარების პილოტირება ჩვენ გვქონდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ახლა ბათუმში, შუალედურ არჩევნებზე. ეს გადაწყვეტილება თავისი არსით არათუ მნიშვნელოვანი, არამედ რევოლუციურია იმ კუთხით, რომ ეს გამოაცლის საფუძველს ყველანაირ სპეკულაციას, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში Imedi Live, საქართველოში არჩევნების ელექტრონული მოწყობილობებით ჩატარების შესახებ საუბრისას.

„უკვე ვნახეთ ჩვენ ამის შედეგი, როცა თავის დაზღვევა დაიწყეს, თურმე არც ჩაყრა არაა პრობლემა, არც „კარუსელი“, თითქოს სხვაგან არის საარჩევნო კუთხით პრობლემები. ყველა ქალაქში იქნება, ყველა სოფელში, რომელიც არის ამომრჩევლის კუთხით მეტ-ნაკლებად დიდი, არ იქნება ისეთ დასახლებულ პუნქტში, სადაც არის 50-ამომრჩევლიანი უბანი, სადაც მერე მიდის 10 ამომრჩეველი, ეს უბრალოდ არაეფექტიანია. მაგალითად, შეიძლება იყოს რომელიღაც სოფელი, სადაც სულ 50 ამომრჩეველია და იქ არ აქვს აზრი ელექტრონული წესით ჩატარებას ხარჯთეფექტიანობიდან გამომდინარე, მათ შორის ტექნიკური უზრუნველყოფის კუთხითაც. ყველაფერს საერთო ჯამში ნათელი მოეფინება. სხვათა შორის ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდანაც მოითხოვს საკმაო დაფინანსებას და ამ მხრივ მთავრობასთანაც იყო შესაბამისი კონსულტაცია, რომ გამოიყოს თანხები და ამას გარდა, ჩვენ დრო გვჭირდება, რომ მოემზადოს საარჩევნო ადმინისტრაცია ამ პროცედურისთვის.

საერთო ჯამში ეს ჩვენ მოგვცემს იმას, რომ ყველა სპეკულაცია ჩაყრასთან, კარუსელთან თუ სხვა ასეთ ტერმინებთან დაკავშირებით მოიხსნება ავტომატურად, როგორც ეს მოიხსნა ბათუმში და კრწანისში. მეორე – ჩვენ შედეგები გვექნება საარჩევნო უბნების დახურვიდან რამდენიმე წუთში. ეს არის ძალიან დიდი დაზღვევა, იმისთვის, რომ არ განმეორდეს ის დესტრუქცია, რაც ჩვენ გვქონდა 2020 წელს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება