fbpx

თბილისის მერიამ სპორტული კომპლექსი „ავაზა“საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას გადასცა

ა თბილისის მერიამ სპორტული კომპლექსი „ავაზა“ საფეხბურთოინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებით, საქართველოს ფეხბურთისფედერაციას გადასცა.დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ფეხბურთის…

მთავრობის მეთაურმა დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერთიანებული სამეფოს საელჩოში იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ…

ადიგენის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა

ადიგენის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა. ა(ა)იპ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა, მუნიციპალიტეტში არსებული სხვადასხვა ლოკაციები საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გაწმინდეს.…

მამუკა მდინარაძე – რატომ სჭირდებათ ვახტანგ გომელაურის იმიჯის შერყევა, თუ გნებავთ ამის დასტური, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებები და მათი საშემოდგომო გეგმები ნახეთ

რატომ სჭირდებათ ვახტანგ გომელაურის იმიჯის შერყევა, თუ გნებავთ ამის დასტური, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებები და მათი საშემოდგომო…

მამუკა მდინარაძე – უმრავლესობა დღეს შედგება ფრაქცია „ქართული ოცნებისა“ და ოთხი დამოუკიდებელი დეპუტატისგან, მათ გადაწყვიტეს, რომ უმრავლესობის გადაწყვეტილებებს დაუჭირონ მხარი, ეს ავტომატურად ნიშნავს უმრავლესობის წევრობას

უმრავლესობა დღეს შედგება ფრაქცია „ქართული ოცნებისა“ და ოთხი დამოუკიდებელი დეპუტატისგან, რომელთაც რა თქმა უნდა, დააფუძნეს მოძრაობა…

მამუკა მდინარაძე ვახო გომელაურზე: გულწრფელად გეტყვით, იშვიათად შემხვედრია ისეთი გულწრფელი, ისეთი პატიოსანი, ისეთი პატრიოტი ადამიანი, როგორიც არის ვახო გომელაური

,,გულწრფელად გეტყვით, იშვიათად შემხვედრია ისეთი გულწრფელი, ისეთი პატიოსანი, ისეთი პატრიოტი ადამიანი, როგორიც არის ვახო გომელაური,’’ –…

ირაკლი ღარიბაშვილი- მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა შესაძლებელი გახდა სწორი, გონივრული, ეროვნულ ინტერესებზე გათვლილი პოლიტიკით 

მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა შესაძლებელი გახდა სწორი, გონივრული, ეროვნულ ინტერესებზე გათვლილი პოლიტიკით და არა ემოციური და გაუაზრებელი, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით, რომლისკენაც ჩვენი ოპონენტები მოგვიწოდებდნენ -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა ეფექტიანი მუშაობისთვის ყველას მადლობა გადაუხადა. „მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, ძვირფასო მეგობრებო, დღის წესრიგში დადგა მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების მომზადება და ეს ცვლილებები ორიენტირებულია 2 ძირითადი მიზნის მიღწევაზე. პირველი – ეს არის ბიუჯეტის დეფიციტისა და მთავრობის ვალის შემცირება. აქვე, მინდა ძალიან მოკლედ მოგახსენოთ ამის თაობაზე. მოგეხსენებათ, რომ  ნაერთი ბიუჯეტი დაიგეგმა მშპ-სთან მიმართებით 4,4%-იანი დეფიციტის, ხოლო მთავრობის ვალის 51%-იანი ნიშნულის ოდენობით.  წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, წელს ჩვენ ვიღებთ ბიუჯეტით დაგეგმილზე 710 მილიონი ლარით  ნაკლებ ვალს. ასეთი ძლიერი ეკონომიკური პარამეტრების გათვალისწინებით და წლის ბოლოსთვის მთავრობის ვალის მოცულობა შემცირდება მშპ-ის 40%-მდე, ნაცვლად 51%-ისა, რაც ასევე, ძალიან კარგი მაჩვენებელია. ამასთანავე, ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობა, მშპ-ის 4,4%-დან მცირდება მშპ-ის 3,2%-მდე. დეფიციტი იქნება მხოლოდ 3,2%. დეფიციტისა და ვალის შემცირების პარალელურად, დამატებითი თანხები  უნდა მივმართოთ ჩვენ, ერთი მხრივ, აღებული ვალდებულებების დასაფინანსებლად და მეორე მხრივ, სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს პოლიცია, ჯარი, ინფრასტრუქტურა, საწარმოების დაფინანსება, სოფლის მეურნეობა, სოციალური პოლიტიკა, ჯანდაცვა, სპორტი. საბოლოო ჯამში, მე მინდა ვთქვა, რომ ეს პროგნოზი და ტენდენციები გაგრძელდება, ჩვენი მოლოდინია, რომ ეს პოზიტიური დინამიკა გაგრძელდება და წელს ისეთივე წარმატებული წელი გვექნება, როგორიც გვქონდა გასულ წელს. ეს მოვახერხეთ ჩვენი სწორი, გონივრული, ეროვნულ ინტერესებზე გათვლილი პოლიტიკით და არა ემოციური და გაუაზრებელი, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით, რომელზეც ჩვენი ოპონენტები მოგვიწოდებდნენ. ამის თაობაზე მინდოდა რომ მომეწოდებინა ინფორმაცია, ანგარიში ჩამებარებინა ჩვენი მოქალაქეებისთვის. ბატონი ფინანსთა მინისტრი არის მზად, რომ ამის თაობაზე დეტალურად ისაუბროს მედიასთანაც, პარლამენტში გვექნება ამის თაობაზე საუბარი და კიდევ ერთხელ მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ ასეთი ეფექტიანი მუშაობისთვის“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

16-17 ნოემბერს, კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ, საქართველოში პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

2022 წლის 16-17 ნოემბერს, კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ, საქართველოში პირველი საერთაშორისო კონფერენცია…

პრემიერ-მინისტრი გერმანიის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში პიტერ ფიშერს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო. გამოითქვა იმედი, რომ ახალი ელჩის საქმიანობა ხელს შეუწყობს საქართველოსა და გერმანიას შორის ტრადიციულად ძლიერი და მეგობრული ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს და გერმანიას მეგობრული ურთიერთობები და სანდო პარტნიორობა აკავშირებთ. ყურადღება გამახვილდა გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის თვალსაზრისით. აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს გერმანიის, როგორც განვითარების წამყვანი პარტნიორის, როლს, რომელიც ეფექტიანად ახორციელებს დახმარებას KfW-ს,  GIZ-ისა და სხვა გერმანული ინსტიტუტების მეშვეობით. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე  ტანია ჰუტი ესწრებოდა.

ვახო სანაია კვარაცხელიაზე: მე ჩემი პოზიცია მაქვს, ეს პოზიცია არ შემიცვლია და არც შევიცვლი

ვახო სანაიამ გადაცემა „კვირის ფორმულაში“ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიაზე აზრის შეცვლას არ აპირებს. მისი თქმით, სამოქალაქო…

ირაკლი ოქრუაშვილი: მორჩა მივდივარ პენსიაზე,აშკარად წავიდა ჩემი დრო

მორჩა გავდივარ პენსიაზე სანამ ქართულ ოპოზიციას დავემსგავსე ვადამდელ არჩევნებს რომ ითხოვს 2024-ში, – ამის შესახებ თავდაცვის…