fbpx

აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი დღეს იდგა გერმანიის კანცლერის გვერდით, ეს არის პასუხი ყველა მანიპულაციასა და დეზინფორმაციაზე

საქართველოს ხელისუფლება და კერძოდ მისი აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი დღეს იდგა გერმანიის კანცლერის გვერდით, ეს არის პასუხი ყველა მანიპულაციასა და დეზინფორმაციაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ბრიფინგს ბრიფინგზე ატარებს მოძრაობა „დროას“ ხელმძღვანელი და თან უკვე მერამდენედ ისეთ ტყუილს ამბობს, რომლის მხილებასაც რამდენი საათი სჭირდება.

„ნაცვლად იმისა, რომ გვერდში დაუდგნენ ხელისუფლებას ამ დეზინფორმაციის მხილებაში თავად არიან გამავრცელებლები. ბრიფინგს ბრიფინგზე ატარებს მოძრაობა „დროას“ ხელმძღვანელი და თან უკვე მერამდენედ ისეთ ტყუილს ამბობს, რომლის მხილებასაც რამდენიმე საათი სჭირდება, მაგრამ ეს ხომ რაღაც მღელვარებას იწვევს? სადღაც მიდის ინფორმაცია და შემდეგ უკვე ამ ინფორმაციის უარყოფამ შესაძლოა, ვიღაცის ყურამდე ვეღარ მიაღწიოს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება