fbpx

მთავარი კრიტერიუმია, რომ ჩვენ პოლიტიკური აქტივისტი არ უნდა ვიხილოთ სახალხო დამცველის როლში, იმედი გვაქვს მოიძებნება კანდიდატი, რომლებზეც შეიძლება იყოს თანხმობა


ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, სახალხო დამცველი არ უნდა იდგეს ბარიკადებზე. სახალხო დამცველი ეს არის მაღალი კონსტიტუციური სტატუსი, მაღალი პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა, მთავარი კრიტერიუმია, რომ ჩვენ პოლიტიკური აქტივისტი არ უნდა ვიხილოთ სახალხო დამცველის როლში. იმედი გვაქვს მოიძებნება კანდიდატი, კანდიდატები, რომლებზეც შეიძლება იყოს თანხმობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციისა და არასამთავრობოების ნაწილი რატომღაც ფიქრობს, რომ ომბუდსმენობის კანდიდატი უნდა იყოს მათთვის მისაღები და უმრავლესობა დაეთანხმოს ამას.

„იცით, რომ კვალიფიციური უმრავლესობით უნდა ავირჩიოთ სახალხო დამცველი, რომელიც არც ერთ პარტიას არ აქვს პარლამენტში, ამიტომ საჭიროა გარკვეული თანხმობა. ზოგადად, მე კვალიფიციური უმრავლესობის წინააღმდეგი ვარ და ეს პოზიცია არაერთხელ მითქვამს და ამის არგუმენტებიც მაქვს და პრაქტიკაც ამას აჩვენებს. მაგალითად, ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევაზე, იცით რომ მესამე თუ მეოთხე წრეზე მივდივართ, ვინაიდან კვალიფიციური უმრავლესობა არ დგება. საკითხი არის მარტივად, კვალიფიციური უმრავლესობა, რომლის მიზანიც თითქოს უნდა იყოს კონსენსუსის მიღწევა, სინამდვილეში, პრაქტიკაში ეს არის ინსტრუმენტი, რომ უმცირესობამ აიძულოს უმრავლესობა, რომ დაეთანხმოს მის გადაწყვეტილებას. ეს არის ის, რაც პრაქტიკაში. ამიტომ ჩვენ შემთხვევაში, ვინაიდან არის კვალიფიციური უმრავლესობის საჭიროება, გამოვნახეთ მოდელი და ვთქვით, რომ ერთი მხრივ დასახელების მომენტში უმცირესობის ხმა იქნება გადამწყვეტი, მეორე მხრივ უკვე არჩევის შემთხვევაში, ვინაიდან ჩვენი ხმების გარეშე ვერ მოხდება არჩევა, ჩვენ სიტყვას ექნება მნიშვნელობა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება