fbpx

ძალიან ბევრი ახალგაზრდა აპირებს „ნაციონალური მოძრაობის“ რიგების დატოვებას

ძალიან ბევრი ახალგაზრდა აპირებს „ნაციონალური მოძრაობის“ რიგების დატოვებას, – ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა გიორგი გამსახურდიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„პირველ რიგში, არა მგონია რომ ახალგაზრდა ადამიანებისთვის ამ პოლიტიკურ სამარეში ჩაყოლა გონიერი გადაწყვეტილება იყოს. თან ვინმეს თუ პოლიტიკა აინტერესებს ამ ქვეყანაში აპრიორი განწირულია „ნაციონალურ მოძრაობაში“ როდესაც არის. ყველანაირი რესურს ამოწურა ამ პოლიტიკურმა ძალამ. ერთადერთი რაც დარჩათ, არის ჭიქაში ქარიშხლის [შექმნა]. აქვთ ამის რესურსი და ამას ვერ წავართმევთ“, – აღნიშნა გამსახურდიამ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება