fbpx

ირაკლი ღარიბაშვილი – დღეს მაქვს პატივი, წარმოვადგენდე საქართველოს, ჩვენს ძლიერ, ამაყ და თავისუფლებისმოყვარე ერს

2008 წელს ჩემს ქვეყანაში შემოიჭრა რუსეთი, რამაც ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის მიმდინარე ოკუპაცია გამოიწვია. oმ ეტაპზე, საერთაშორისო თანამეგობრობამ აღიარა ეს აგრესია, თუმცა, ვისწავლეთ, რომ მსოფლიო დემოკრატიებმა ერთად უნდა იმოქმედონ თავისუფლებისა და მშვიდობის გამარჯვების უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოცდაათი წლის წინ საქართველო გაერთიანებული ერების ოჯახის წევრი გახდა ქვეყანას გააზრებული აქვს რეგიონსა და მთელ მსოფლიოში საერთო ღირებულებების დაცვის ვალდებულება. „ბატონო პრეზიდენტო,ბატონო გენერალურო მდივანო, ძვირფასო კოლეგებო, ქალბატონებო და ბატონებო, ქართველი ხალხის სახელით, მაქვს პატივი, კიდევ ერთხელ მოგმართოთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეას. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ 77-ე სესიაზე და ვაანალიზებთ სადამფუძნებლო პრინციპებსა და იმ პროგრესს, რომელსაც ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოებამ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შექმნის დღიდან მივაღწიეთ. 1946  წელს, პირველ სესიაზე, დამფუძნებლებმა დადეს პირობა, რომ გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად გაერთიანდებოდნენ. მნიშვნელოვანი წინსვლის მიუხედავად, უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ აგრესიის აქტები ამჟამადაც ხორციელდება. და ეს  სწორედ ისეთი აქტებია, როგორებმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაარსება განაპირობა. 2008 წელს ჩემს ქვეყანაში შემოიჭრა რუსეთი, რამაც ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის მიმდინარე ოკუპაცია გამოიწვია. oმ ეტაპზე, საერთაშორისო თანამეგობრობამ აღიარა ეს აგრესია, თუმცა, ვისწავლეთ, რომ მსოფლიო დემოკრატიებმა ერთად უნდა იმოქმედონ თავისუფლებისა და მშვიდობის გამარჯვების უზრუნველსაყოფად. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია იმისათვის შეიქმნა, რომ  მომდევნო თაობები ომის უბედურებისგან ვიხსნათ და სახელმწიფოების სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დავიცვათ. ეს ჩვენი მოვალეობა და დაპირებაა. დღეს მაქვს პატივი, წარმოვადგენდე საქართველოს, ჩვენს ძლიერ, ამაყ და თავისუფლებისმოყვარე ერს, რომელმაც შეინარჩუნა თავისი სათუთი მემკვიდრეობა და ისტორია, თან განვითარდა და მოერგო 21-ე საუკუნის გეოპოლიტიკურ რეალობას. ოცდაათი წლის წინ საქართველო გაერთიანებული ერების ოჯახის წევრი გახდა. დღეს, კიდევ უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, გააზრებული გვაქვს ჩვენს რეგიონსა და მთელ მსოფლიოში საერთო ღირებულებების დაცვის ვალდებულება, რომელიც ვიკისრეთ“, – განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ყველა შესაძლებლობას იყენებს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გზით, მშვიდობის სფეროში წინსვლის მისაღწევად.…

ქართული ოცნებები რეალობად იქცევა! ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ჩვენი ერი, არაორდინარული გამოწვევების ფონზე გახდა გამძლეობისა და წინსვლის მაგალითი-ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოში, ჩვენი მთავრობა მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს განათლებაში, საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და ეკოლოგიაში, რათა მომავალმა თაობებმა კეთილდღეობაში იცხოვრონ.…

საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტები სრულ შესაბამისობაში არიან შეერთებული შტატებისა და სხვათა მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებულ ფინანსურ სანქციებთან-ირაკლი ღარიბაშვილი

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უახლესი ანგარიში საქართველოს საინვესტიციო კლიმატის შესახებ ცხადყოფს, რომ  „საქართველოს ეროვნული ბანკი და…

ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველო დგას უკრაინის გვერდით

ომი კვლავ მიმდინარეობს, ჩემი ქვეყნიდან არცთუ ისე შორს. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი ძირს უთხრის ქვეყნის ტერიტორიულ…

ირაკლი ღარიბაშვილი – მადლობას ვუხდი ჯო ბაიდენსა და მის მეუღლეს თბილი მიღებისა და საქართველოს მიმართ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენისა და მისი მეუღლის ჯილ ბაიდენის სახელით, მსოფლიო ლიდერების პატივსაცემად გაიმართულ მიღებას დაესწრო. მთავრობის მეთაური ჯო ბაიდენსა და მის მეუღლეს თბილი მიღებისა და საქართველოს მიმართ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერისთვის სოციალურ ქსელ “ტვიტერში” მადლობას უხდის. ,,მქონდა პატივი, დავსწრებოდი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და მისი მეუღლის ჯილ ბაიდენის სახელით მსოფლიო ლიდერების პატივსაცემად გამართულ მიღებას, სადაც ლიდერები იკრიბებიან და მოსაზრებებს უცვლიან ერთმანეთს გლობალური გამოწვევების შესახებ. მადლობელი ვარ თბილი მიღებისა და საქართველოს მიმართ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერისთვის”,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

მოხუცი მეზობელი ანი წითლიძეს:უიმე იმ სასიკვდილეს გავხარ ტელევიზორში რომ არის სააკაშვილის პარტიიდან

დეპუტატი ანი წითლიძე სოცქსელში წერს: „რადგან მძევლების ამბავი მშვიდობით მორჩა, უნდა მოვყვე:თბილისში, მეზობლად მყავს ერთ ეზოში…

ლევან მურუსიძე გოგაშვილზე: ისეთი რაღაც გააკეთა, რომ პირდაპირ გადაეშვა თავით, ამ სიბინძურეში. გასაგებია, ვინც დაგეგმა ეს სასამართლოს წინააღმდეგ, მაგათგან რაღაც ბენეფიტებს ელოდება და მაგის გამო გადაუსვა ხაზი ყველაფერს

მოსამართლე ლევან მურისიძემ „ქრონიკას“ ექსკლუზიურად მიაწოდა აუდიოჩანაწერი, რომელიც სუსის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსთან…

სამტრედიაში ფეინთბოლის ტურნირი ჩატარდა

ფეინთბოლის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, სპორტკომპლექსის ტერიტორიაზე, ფეინბოლში ტურნირი ჩატარდა. ტურნირში მონაწილეობას 12…

სკანდალი!სოსო გოგაშვილის დაცვისა და ლევან მურუსიძის პირადი საუბრის ჩანაწერი გავრცელდა(აუდიო)

ლევან მურუსიძემ „ქრონიკას“ ექსკლუზიურად აუდიო ჩანაწერი მიაწოდა, რომელიც სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსთან საუბრის შინაარსს ასახავს –…

ლევან ხაბეიშვილი – გულწრფელად ვწუხვარ კეზერაშვილზე ნიკა მელიას განცხადების გამო

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით ნიკა მელიას განცხადება მისთვის სამწუხაროა. ხაბეიშვილის თქმით,…

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ერაყის თავდაცვის მინისტრს უმასპინძლეს

საქართველოს სამუშაო ვიზიტით ერაყის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ეწვია. ჯუმააჰენად საადუნს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა.კოლეგებმა…

გია ხუხაშვილის აზრით ამერიკა, ირაკლი ღარიბაშვილს “სახლში გაუშვებს”

ექსპერტი, “საზოგადო მოღვაწე” და ” ყველაფერჩიკი” გია ხუხაშვილი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ამერიკაში ვიზიტზე წერს: “პრემიერ-მინისტრების ამერიკაში…

ნიკა მელია:კეზერაშვილთან არანაირი საერთო არ მექნება

კეზერაშვილს რაც შეეხება, მე ამ ადამიანს ხელი ჩამოვართვი შარშან, ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, მე მას არ ვიცნობდი.…

მაქარაშვილი და ბერძენიშვილი საკუთარ სამშობლოს უჩიოდნენ- ოპოზიციის კრახი სტრასბურგში

სტრასბურგის სასამართლოში რადიკალური ოპოზიციის კრახზე თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს: “რადიკალური ოპოზიცია, ომის…

მამუკა მდინარაძე სპეცოპერაციაზე: უსისხლოდ და მაღალი დონეზე ჩატარდა ეს ღონისძიება. ამ სულელური კამპანიებით ვაშაძე, ერთი მიმართულებით კამპანიას აწარმოებს და მეორე მიმართულებით, წერენ, რომ ეს იყო სპექტაკლი

,,ასეთი სიგიჟე თქვეს და ვაშაძის პირით გაახმოვანეს, ანუ კარგი რაც ხდება, პროფესიონალურ დონეზე, თუ ჩატარდება ღონისძიება…