fbpx

დღეს ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება ომი, თორემ ქართველებს არასოდეს უჭირდათ ბრძოლაში შესვლა-ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, “ღამის კურიერის” ეთერში მმართველი გუნდის ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც ომში ჩართვის შესაძლებლობაზე პლებისციტის…

ჩაფიძის გულის ცენტრი ხულოელი ვეტერანებისთვის საქველმოქმედო აქციას ჩაატარებს

მიმდინარე წლის 17 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები,…

ირაკლი ღარიბაშვილი- დიდად ვაფასებთ გერმანიის პოლიტიკურ მხარდაჭერას

დიდად ვაფასებთ გერმანიის პოლიტიკურ მხარდაჭერას, რომელიც აუცილებელია ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე წარმატებების მისაღწევად და რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერთან შეხვედრის შემდეგ წერს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ გერმანიაში მისი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ფედერალურ კანცლერთან საუბარი შეეხო გერმანიასა და საქართველოს შორის მჭიდრო პარტნიორობას და განხილულ იქნა სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერების გზები. “გერმანიაში ჩემი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მქონდა  ფედერალურ კანცლერთან შეხვედრის პატივი. შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ გერმანიასა და საქართველოს შორის მჭიდრო პარტნიორობაზე და განვიხილეთ  სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერების გზები. დიდად ვაფასებთ გერმანიის პოლიტიკურ მხარდაჭერას, რომელიც აუცილებელია ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე წარმატებების მისაღწევად და რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად,”- წერს პრემიერ-მინისტრი.

ირაკლი ღარიბაშვილმა ოლაფ შოლცი  საქართველოში მიიწვია

ირაკლი ღარიბაშვილი, ბერლინში ვიზიტის ფარგლებში, ოლაფ შოლცს შეხვდა ბერლინში, ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და  გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს ოლაფ შოლცს შორის ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში გაიმართა შეხვედრა. საქართველო-გერმანიის მჭიდრო პარტნიორობა, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველოსთვის მინიჭებული ევროპული პერსპექტივა და ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები იყო ის ძირითადი საკითხები, რომლებზეც ირაკლი ღარიბაშვილმა და  ოლაფ შოლცმა ისაუბრეს. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და გერმანიის მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობას და გამოხატეს მზადყოფნა, ძალისხმევა მიმართონ  სტრატეგიული თანამშრომლობის  კიდევ უფრო განვითარებისკენ.  შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონული და გლობალური გამოწვევები. საუბარი შეეხო რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და კიდევ ერთხელ აღინიშნა  საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის მნიშვნელობა ვითარების დეესკალაციისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, 2008 წლის სამხედრო აგრესიასა და იმ უკანონო ქმედებებზე, რომლებსაც ადგილი აქვს რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რაც კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის ადგილზე უსაფრთხოების გარემოს. ამ ფონზე აღინიშნა გერმანიის მხარდაჭერის განსაკუთრებული მნიშვნელობა, როგორც  საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. ხაზი გაესვა გერმანიის გამორჩეულ  წვლილს ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში საქართველოში. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებასა და მის  მნიშვნელობაზე. ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა როგორც ამ ისტორიული გადაწყვეტილების, ისე ევროინტეგრაციის პროცესში გერმანიის მიერ საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის.  რეგიონსა და მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მხარდაჭერაზე დასავლელი პარტნიორების მხრიდან.  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროპული პერსპექტივის და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის განსაკუთრებულ დატვირთვას და მნიშვნელობას საქართველოსთვის და აღნიშნა, რომ ქვეყანა ამ პროცესს დიდი პასუხისმგებლობით უდგება. ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილდა ევროპული საბჭოს  რეკომენდაციების  შესრულებაზე, უკვე გადადგმულ ნაბიჯებსა და სამოქმედო გეგმაზე.  აღინიშნა, რომ მიმდინარეობს ინკლუზიური მუშაობა პარლამენტის, მთავრობის, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონის მდგრადი და სტაბილური განვითარებისათვის. აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთს შორის  შეიარაღებული დაპირისპირების ფონზე, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოს წარმატებულ მედიაციას და პრემიერ-მინისტრის სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო ინიციატივის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოიხატა მადლიერება ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს წვლილის გამო და ხაზი გაესვა ამ პროცესში განსაკუთრებით წარმატებულ თანამშრომლობას გერმანულ მხარესთან  ალიანსის სამშვიდობო მისიებში. საქართველო-გერმანიის ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას განხილულ იქნა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა, რომ გერმანია საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა დამატებით მიმართონ ძალისხმევა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების პოტენციალის სრულად გამოყენებისკენ. ამ კონტექსტში განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი  სატრანზიტო ჰაბის, გაზრდილი როლი ევროკავშირისთვის  და  შუა დერეფნის, როგორც  დიდი პოტენციალის მქონე მრავალმოდალური სატრანსპორტო დერეფნის, მნიშვნელობა. ამ კონტექსტში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  გერმანიის სატრანსპორტო და ლოგისტიკურ კომპანიებთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა. მხარეები მიესალმნენ 2023 წელს საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობას უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე – ITB…

ირაკლი ღარიბაშვილი-  გერმანიის პრეზიდენტთან ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ ვითარებაზე და საქართველო-გერმანიის პარტნიორობაზე

გერმანიის პრეზიდენტთან ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ ვითარებაზე და საქართველო-გერმანიის პარტნიორობაზე,  – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მთავრობა გერმანიის პრეზიდენტის მხარდაჭერას აფასებს.  ,,ამ ისტორიული ვიზიტის ფარგლებში, მქონდა პატივი, შევხვედროდი გერმანიის პრეზიდენტს. ვაფასებთ გერმანიის პრეზიდენტის მხარდაჭერას. დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ ვითარებაზე და საქართველო-გერმანიის პარტნიორობაზე,”- წერს პრემიერ-მინისტრი.  

ირაკლი ღარიბაშვილი- მოხარული ვართ, რომ  2023 წელს საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით  იქნება წარმოდგენილი უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin

მოხარული ვართ, რომ  2023 წელს საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით  იქნება წარმოდგენილი უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ აღნიშნულ გამოფენაზე ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და პოპულარიზაცია მოხდება. „ჩვენ ვაფასებთ იმ ფაქტს და მოხარული ვართ, რომ  2023 წელს საქართველო იქნება მასპინძელი ქვეყნის სტატუსით უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin. ჩვენ რა თქმა უნდა, მაქსიმალურად შევეცდებით ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოდგენას, წარმოჩენას და მის პოპულარიზაციას“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

მამუკა მდინარაძე – ქვეყნის შიგნით ოპოზიცია და ოპოზიციური მედია ცდილობს “ქართული ოცნების“ დაზიანებას, ვერ გვაზიანებს, პირიქით, რეიტინგი გვემატება, ამ დროს ქვეყნის გარეთ ზიანდება არა „ქართული ოცნება“, არამედ საქართველოს და ქართველების იმიჯი

ქვეყნის შიგნით ოპოზიცია და ოპოზიციური მედია ცდილობს “ქართული ოცნების“ დაზიანებას, ვერ გვაზიანებს, პირიქით, რეიტინგი გვემატება, ამ…

ელექტრონული არჩევნები “ნაც-მოძრაობის” დასასრულია(ვიდეო)

არჩევნები უმაღლესი სტანდარტებით ჩატარდება და ოპოზიციას მანიპულირებისა და ინტერპრეტაციების საშუალება აღარ ექნება. ამ თემაზე თბილისის საკრებულოს…

მამუკა მდინარაძე გოგაშვილზე: მეტი რა უნდა დაემართოს ამ ადამიანს, როგორ უნდა დაეცეს, არ წარმომიდგენია

,,გულწრფელად გეტყვით, როდესაც სოსო გოგაშვილზე მეკითხებოდნენ, თავს ვიკავებდი მის აბსურდულ განცხადებებზე. ადამიანს, რომ იცნობ პირადად, ალბათ,…

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ბერლინში,  ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა აღნიშნული ვიზიტის  განსაკუთრებულ მნიშვნელობას ქვეყნებს შორის არსებული პარტნიორული კავშირების კიდევ უფრო განმტკიცებისთვის. პრემიერ-მინისტრმა  განსაკუთრებით აღნიშნა გერმანიისა და პირადად პრეზიდენტ შტაინმაიერის გამორჩეული პოლიტიკური მხარდაჭერა საქართველოსადმი. აღინიშნა, რომ საქართველო და გერმანია საიმედო და  ღირებული პარტნიორები არიან ერთმანეთისთვის, რაც მრავალწლიან კავშირებსა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება. განსაკუთრებით გაესვა ხაზი გერმანიის მნიშვნელოვან როლს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის წარმატებაში.  აღინიშნა გერმანიის პრაქტიკული მხარდაჭერა, რაც მრავალი წლის განმალობაში ხორციელდება საქართველოში როგორც გერმანიის მთავრობის, ისე სხვადასხვა ინსტიტუტისა და კერძო სექტორის მხრიდან. მხარეები მიესალმნენ ქვეყნებს შორის წლების განმავლობაში არსებულ წარმატებულ სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორობას, რისი ნათელი დასტურიცაა   გერმანული კომპანიების  საქმიანობა საქართველოში.  მხარეებმა ისაუბრეს იმ ერთობლივ ნაბიჯებსა და გზებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს გერმანული ბიზნესის  მეტად დაინტერესებას საქართველოს ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალით. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყნის განვითარების კუთხით საერთაშორისო განვითარების ბანკის (KfW), საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციისა (GIZ) და სხვა გერმანული უწყებების მიერ გაწეული  დახმარების მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე განიხილეს უსაფრთხოების კუთხით რეგიონში არსებული  მდგომარეობა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება. ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა გერმანიას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების უზრუნველსაყოფად გერმანიის მთავრობის ძალისხმევისთვის.  საუბარი შეეხო საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას და ამ კუთხით საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მნიშვნელობას. მხარეები მიესალმნენ ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მინიჭების ისტორიულ გადაწყვეტილებას. საუბარი ასევე შეეხო რეკომენდაციების შესრულების მიზნით საქართველოს მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმასა და გადადგმულ ნაბიჯებს შეხვედრაზე დაისახა გეგმები ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის უფრო მაღალ დონეზე ასაყვანად და სხვადასხვა მიმართულებით მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების სრული მზადყოფნა გამოითქვა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერი დატოვა.

მამუკა მდინარაძე – არანაირი ხუთი პარტია, რომელიც რადიკალურ მოძრაობაშია ჩართული, არ არსებობს, არსებობს ერთი „ნაცმოძრაობა“

„არანაირი ხუთი პარტია, რომელიც რადიკალურ მოძრაობაშია ჩართული, არ არსებობს, არსებობს ერთი ნაცმოძრაობა, რომელიც შედგება „ლელო“ და…

სოსო გოგაშვილის დაყადაღებული ქონება 15 მილიონ ლარს აღემატება

იმედის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაციით დასტურდება, რომ სოსო გოგაშვილის დაყადაღებული ქონება 15 მილიონ ლარს აღემატება. ამ…

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადება

როგორც მოგეხსენებათ საქართველოს პარლამენტში არის კომიტეტის თავმჯდომარეების 3 ვაკანტური თანამდებობა . დღეს იწურება ვადა, როდესაც ფრაქცია…

საქართველოს პარლამენტს წარედგინება რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ ბატონი კახი კახიშვილი

ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადება როგორც მოგეხსენებათ საქართველოს პარლამენტში არის კომიტეტის თავმჯდომარეების 3 ვაკანტური თანამდებობა . დღეს იწურება ვადა, როდესაც …

ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N19 კორპუსის მიმდებარედ, ფარეხების ნაცვლად, დასასვენებელი სივრცე ეწყობა

ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N19 კორპუსის მიმდებარედ,დასასვენებელი სივრცის მოწყობის სამუშაოები გრძელდება. ადგილობრივიმოსახლეობის სურვილით და ინიციატივით,…