ჩვენთან არის ძალიან იაფი ელექტროენერგიის ფასი, ამიტომ აუცილებელია ამ მიმართულებით მეტი ძალისხმევის მიმართვა, – ამის შესახებ…
თვე: დეკემბერი 2022
ირაკლი ღარიბაშვილი – 2023 წელს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 8000 დოლარს მიუახლოვდება
ჩვენ გვიხარია ის ფაქტი, რომ ჩვენ უკვე წელსაც გვექნება 10%-ანი ეკონომიკური ზრდა, შარშან გვქონდა 10. 5 მეათედი ეკონომიკური ზრდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 2020 წელს შედარებისთვის შეადგენდა დაახლოებით 4 200 დოლარს, 2023 წელს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით 8000 დოლარს მიუახლოვდება „რაც შეეხება ეკონომიკას და მინდა რამდენიმე კონკრეტული შედეგები მოგახსენოთ , პირველ რიგში მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, ჩვენ გვიხარია ის ფაქტი, რომ ჩვენ უკვე წელსაც გვექნება 10%-ანი ეკონომიკური ზრდა, შარშან გვქონდა 10. 5 მეათედი ეკონომიკური ზრდა. მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 2020 წელს შედარებისთვის შეადგენდა დაახლოებით 4 200 დოლარს, 2021 წელს გაიზარდა მთლიანი შიდა პროდუქტი, წელს უკვე მოსალოდნელია რომ ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 6 700 დოლარი დაახლოებით და ჩვენი პროგნოზებით, 2023 წელს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით 8000 დოლარს მიუახლოვდება, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 2020 წელს იყო დაახლოებით …
ირაკლი ღარიბაშვილი – კანდიდატის სტატუსს ჩვენი ქვეყანა ძალიან მალე მიიღებს, ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის გარემოება და წარმატებული რეფორმები, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად გავატარეთ
ყველა ის პროგრესი, რომელიც იქნა მიღწეული, ბოლო 10 წელიწადში, ეს არის ჩვენი გუნდის დამსახურება მხოლოდ. იქნებოდა ეს ასოცირების შეთანხმება, შემდეგ თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ახლოა უკვე ოფიციალური განაცხადის შეტანა ევროკავშირის წევრობაზე და მიღებული ევროპული პერსპექტივა. ეს ყველაფერი აროს „ქართული ოცნების“ დამსახურება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო კანდიდატის სტატუსს ძალიან მალე მიიღებს და ამის თქმის საფუძველს იძლევა ის წარმატებული რეფორმები, რომელიც მთავრობამ გაატარა. „მინდა შევეხო წლის მთავარ მოვლენას, ეს არის ევროკავშირის გადაწყვეტილება, საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, რომელიც მანამდე იყო ძალიან რთული წარმოსადგენი. ამ ომმა დააჩქარა პროცესები. ჩვენ ეს კარგად გვესმის. ჩვენ ველოდებოდით, რომ მივიღებდით კანდიდატის სტატუსს, თუმცა, გვესმის, რომ ეს იყო მთლიანად პოლიტიკური გადაწყვეტილება მხოლოდ. ეს არ იყო დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება. რომ საქართველოს ამ ეტაპზე არ მიენიჭა სტატუსი. თუმცა, ჩვენ გვჯერა, რომ ამ სტატუსს ჩვენი ქვეყანა ძალიან მალე მიიღებს. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის გარემოება და ის წარმატებული რეფორმები, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად გავატარეთ. 12 რეკომენდაცია, რომელიც განისაზღვრა ჩვენი ქვეყნისთვის, ზედმიწევნით იქნა შესრულებული პარლამენტისა და მთავრობის მიერ და ყველას ჩართულობით, და ჩვენ ახლა ველოდებით ჩვენი ევროპელი კოლეგების გადაწყვეტილებას. აქვე მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე ყველა სიკეთე, და ყველა ის პროგრესი, რომელიც იქნა მიღწეული, ბოლო 10 წელიწადში, ეს არის ჩვენი გუნდის დამსახურება მხოლოდ. იქნებოდა ეს ასოცირების შეთანხმება, შემდეგ თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ახლოა უკვე ოფიციალური განაცხადის შეტანა ევროკავშირის წევრობაზე და მიღებული ევროპული პერსპექტივა. ეს ყველაფერი არის „ქართული ოცნების“ დამსახურება“, – განაცხადა პრემიერმა
ორსახოვანი ადვოკატი ხაჭაპურიძე გუშინ და დღეს
ყველას გვახსოვს ის დრო, როდესაც სააკაშვილის დღევანდელი ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე წლების წინ, ხმალამოღებული იბრძოდა მიშას რეჟიმის…
ნაცმოძრაობის დროს ნაწამები და მოკლული პირების ოჯახის წევრები ხვალ, 15:00 საათზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გამართავენ აქციას „არ შეიწყალო კრიმინალი“
ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ნაწამები და მოკლული პირების ოჯახის წევრები საპროტესტო აქციას აანონსებენ. ბუტა რობაქიძის,…
რატომ უნდა ენდოს საქართველოს სასამართლო იმ ამერიკელ ექსპერტს, რომლის დასკვნებსაც ამერიკის სასამართლო არ ენდობა?!
,,უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილისთვის კვალიფიციური უცხოელი ექიმების დაქირავების ნაცვლად ,,PR” კომპანია დაიქირავეს და მთელ მსოფლიოში ტყუილის…
ზურაბ ქადაგიძე: ისეთი ექსპერტები ჰყავთ უცხოეთიდან ჩამოყვანილი, რომელთა დასკვნებს მათი ქვეყნის სასამართლოც კი არ ცნობს
„ამერიკული მართლმსაჯულება არაო, მაგრამ ქართულმა სასამართლომ აქსიომად უნდა მიიღოს, რადგან მიშას დაქირავებულია?!“- ამის შესახებ „ხალხის ძალის“…
ნინო ფოჩხუა სააკაშვილის ექსპერტ გოლდსმიტზე: დააკვირდით, ყველა თაღლითი სააკაშვილის ოჯახთან იყრის თავს. ახლაც მისი ამერიკელი ექსპერტი საკუთარ სამშობლოშიც შემჩნეული ყოფილა ცრუ დასკვნების მომზადებაში
გოლდსმიტი მსჯავრდებულის ქალიშვილის მოსაზრებას გადაჭარბებულად ითვალისწინებს, როგორც სააკაშვილის ოჯახის, თან როგორი ნიშანდობლივია, რომ დამნაშავე, რომლის ფსიქიკურ…
“ძაღლი შინ არ ვარგოდა სანადიროდ გარბოდაო” ასეა მიშას ამერიკელი ე.წ. ექსპერტის საქმე, რომელსაც მის ქვეყანაში არ უჯერებენ არაფერს და მატყუარად მიაჩნიათ
,,აი კიდევ ერთი ნათელი ნიმუში იმისა, რაოდენ ბრძენია ქართველი კაცი, რომელიც ამბობს: “ძაღლი შინ არ ვარგოდა…
დავით ქართველიშვილი მურმან დუმბაძის განცხადებაზე: სხეულებზე ხომ იძალადეს, ახლა მათ სულებსაც მიადგნენ და მათ ხსოვნაზე ძალადობენ
„სხეულებზე ხომ იძალადეს, ახლა მათ სულებსაც მიადგნენ და მათ ხსოვნაზე ძალადობენ.“- ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი…
ლევან ნიკოლეიშვილი სააკაშვილის ამერიკელ ფსიქიატრზე: თუ მას ამერიკული სასამართლო კომპეტენციას უწუნებს და არ ენდობა ჩვენ რატომ უნდა ვენდოთ?
“ამ პიროვნებამ არათუ, ქართულ სასამართლო პროცესზე, საკმაოდ ბუნდოვანი პასუხებით დაგვამახსოვრა თავი, არამედ სულ რამდენიმე ხნის წინ…
მორალურად გირგვლიანი არ იყო იმ სუფრასთან მართალი… არ არის მოკლული, ჩვენ ვერ მოვიტანთ რაიმე დოკუმენტს
მორალურად გირგვლიანი არ იყო იმ სუფრასთან მართალი, სადაც ეს დანაშაული მოხდა. მე და თქვენ ვზივართ, მესამე…
მიხეილ სააკაშვილის საქმის ამერიკელი ექსპერტის დასკვნას ამერიკული სასამართლო არ ენდო
გასულ კვირას ნიუ-იორკის ფედერალურმა სასამართლომ, ორი ფსიქიატრის ურთიერთგამომრიცხავ შეფასებებზე დაყრდნობით, ქმედუნარიანად ცნო რიჩარდ ჩიჩაკლი, რომელსაც აშშ-ს…
სამტრედიაში, იანეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ბაღის მშენებლობა აქტიურ პროცესშია
აქტიურად მიმდინარეობს იანეთში 75 ბავშვზე გათვლილისაბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიცსაპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. ახალი…
ადიგენის მუნიციპალიტეტი ახალი 2023 წლის შესახვედრად ემზადება
სადღესასწაულოდ მორთული დაბა ადიგენი წელს განსაკუთრებით ლამაზია . ახლად რეაბილიტირებული ცენტრი, ქუჩები, სკვერები და სხვადასხვა ლოკაციები…