fbpx

მორალურად გირგვლიანი არ იყო იმ სუფრასთან მართალი… არ არის მოკლული, ჩვენ ვერ მოვიტანთ რაიმე დოკუმენტს

მორალურად გირგვლიანი არ იყო იმ სუფრასთან მართალი, სადაც ეს დანაშაული მოხდა. მე და თქვენ ვზივართ, მესამე პიროვნება მოდის და გვერევა ურთიერთობაში, რა წესია, მორალურად ვილაპარაკოთ – ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშია“- ს ლიდერმა მურმან დუმბაძემ „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

მურმან დუმბაძე მიიჩნევს, რომ სანდრო გირგვლიანი არ მოუკლავთ და ვერ მოვიტანთ რაიმე დოკუმენტს. მკვლელობა არ არის არც დანით, არც იარაღით.

„გირგვლიანი არ არის მოკლული, ჩვენ ვერ მოვიტანთ რაიმე დოკუმენტს. მორალურად გირგვლიანი იმ ბიჭებთან მართალი არ იყო, ისინი მორალურად მართლები იყვნენ. ისინი სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან, უნდა დაიჭირო, მაგრამ ამ დაჭერამდე საქმის წამოწყების ინიციატორი გირგვლიანია, ამას ამბობს მეორე მხარე.
ოფიციალური დოკუმენტი გირგვლიანზე ამბობს, რომ დაუსხლტა გირგვლიანი, გაიქცა, გადავარდა, გადაიჩეხა, გაიყინა სუსხიან ტყეში და გარდაიცვალა. ის არ მოუკლავთ, მკვლელობა არ არის არც დანით, არც იარაღით, მკვლელობის ფაქტი არ არის ჩადენილი“ – განაცხადა მურმან დუმბაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება