fbpx

ზურაბ ქადაგიძე: ისეთი ექსპერტები ჰყავთ უცხოეთიდან ჩამოყვანილი, რომელთა დასკვნებს მათი ქვეყნის სასამართლოც კი არ ცნობს

„ამერიკული მართლმსაჯულება არაო, მაგრამ ქართულმა სასამართლომ აქსიომად უნდა მიიღოს, რადგან მიშას დაქირავებულია?!“- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

ქადაგიძე მიხეილ სააკაშვილის საქმის ამერიკელი ექსპერტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, ერიკ გოლდსმიტის დასკვნას ამერიკული სასამართლო არ ენდობა.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ფონსაც კი ვერ ქმნიან ისეთს, რომ სიყალბე და ხელოვნურობა რამდენიმე დღით ობიექტურობას მიამსგავსონ.

„ამერიკული მართლმსაჯულება არაო, მაგრამ ქართულმა სასამართლომ აქსიომად უნდა მიიღოს, რადგან მიშას დაქირავებულია?!
ფონსაც კი ვერ ქმნიან ისეთს, რომ სიყალბე და ხელოვნურობა რამდენიმე დღით ობიექტურობას მიამსგავსონ და ისეთი ექსპერტები ჰყავთ უცხოეთიდან ჩამოყვანილი, რომელთა დასკვნებს მათი ქვეყნის სასამართლოც კი არ ცნობს…“-წერს ზურაბ ქადაგიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება