fbpx

სამტრედიაში 30 დეკემბერს გრანდიოზული საახალწლო კონცერტი გაიმართება

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სამტრედიაში 30 დეკემბერს გრანდიოზული საახალწლო ღონისძიება გაიმართება. ყველა ასაკის ადამიანზე გათვლილი მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა…

ვიქტორ ორბანი – კითხვაზე, ისტორიის კარგ თუ ცუდ მხარეს ვიმყოფებით, ჩვენი პასუხია, რომ ჩვენ ისტორიის უნგრეთის მხარეს ვიმყოფებით – უნგრეთი პროუნგრულია

უკრაინას ბრძოლის გაგრძელება მხოლოდ იქამდე შეუძლია, ვიდრე აშშ მას ფულითა და იარაღით ეხმარება , – ამის…

2008 წელს მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა, ჯამბულ გამცემლიძე: „ვის აქვს უფლება, ჩვენი შვილების ბეღურებივით ამომწყვეტი გაათავისუფლოს? სააკაშვილის შეწყალება არ შეიძლება“

გითხრათ, დღეს მოვისმინე მურმან დუმბაძის განცხადება, ამ კაცს უთქვამს, გირგვლიანი მოკლული არააო . მინდა, აქედან შევუთვალო:…

საქართველოს უკრაინის ბედისკენ ექაჩებიან და ამ ბედის დღემდე არგაზიარების გამო სჯიან. საზოგადოებას მოვუწოდებთ, შეცდომა არ დავუშვათ, სუვერენიტეტი და მშვიდობა შევინარჩუნოთ და საქართველოს ეკონომიკური წინსვლა უზრუნველვყოთ

🟥 საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადება ორი კვირის წინ, ევროპარლამენტმა 400-ზე მეტი ხმით დაამტკიცა კიდევ ერთი…

ია მეტრეველი: სააკაშვილის რეჟიმის მიერ გაუბედურებული ოჯახები ხვალ პრეზიდენტის სასახლესთან სწორედ იმ მოთხოვნით ვიკრიბებით, რომ სააკაშვილის შეწყალება არავითარ შემთხვევაში არ მოხდეს

ხვალ 15:00 საათზე, პრეზიდენტის სასახლესთან აქცია გაიმართება, რომლის მონაწილეები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ და მოითხოვენ, ყოფილი…

ირაკლი კობახიძე სააკაშვილის ამერიკელ ფსიქიატრზე – როდესაც საქმე გვაქვს სიმულაციასთან, მაშინ გიწევს საეჭვო რეპუტაციის ექსპერტების ჩართვა საქმეში

როდესაც საქმე გვაქვს სიმულაციასთან, ასეთ დროს ბუნებრივია, გიწევს საეჭვო რეპუტაციის მქონე ექსპერტების ჩართვა. ეს ყველაფერი არის…

ირაკლი ღარიბაშვილი – გვინდა რომ მალე დავასრულოთ მუშაობა  „საქართველო 2030-ი სივრცითი მოწყობის“ სტრატეგიაზე

გვინდა რომ მალე დავასრულოთ მუშაობა „საქართველო 2030-ი სივრცითი მოწყობის“ სტრატეგიაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, სტრატეგიაზე, ეს არის მნიშვნელოვანი იმ კუთხითაც რომ არსად, არც ერთ მუნიციპალიტეტში, არც ერთ საკურორტო ადგილას აღარ მოხდეს ქაოტური განაშენიანება. „მინდა ასევე გითხრათ, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მთელი ქვეყნის სივრცით დაგეგმვაზე, ეს არის აუცილებლად გასაკეთებელი, ჩვენ  წელს დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა, ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს და გვინდა რომ მალე დავასრულოთ მუშაობა პროექტზე „საქართველო 2030-ი სივრცითი მოწყობის“ სტრატეგიაზე, ეს არის მნიშვნელოვანი იმ კუთხითაც რომ არსად, არც ერთ მუნიციპალიტეტში, არც ერთ საკურორტო ადგილას აღარ მოხდეს ქაოტური განაშენიანება და ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანას ჰქონდეს დასრულებული სივრცითი კონცეფცია და წარმოდგენა იმისა თუ სად როგორ უნდა განვითარდეს.…

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ინტერესია, რომ ჩვენი ქვეყანა გარდავქმნათ ეტაპობრივად არამხოლოდ ენერგოჰაბად და ტრანსპორტის ჰაბად ასევე, დიდი პოტენციალი არსებობს ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ციფრული კორიდორის  და საქართველოში ციფრული ჰაბის განვითარების მიმართულებით

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ინტერესია, რომ ჩვენი ქვეყანა გარდავქმნათ ეტაპობრივად არამხოლოდ ენერგოჰაბად და ტრანსპორტის ჰაბად ასევე, დიდი პოტენციალი არსებობს ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ციფრული კორიდორის  და საქართველოში ციფრული ჰაბის განვითარების მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს შეუძლია თავისი პოტენციალით გახდეს ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ციფრული ჰაბი. „ასევე ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ინტერესია, რომ ჩვენი ქვეყანა გარდავქმნათ ეტაპობრივად არამხოლოდ ენერგოჰაბად და ტრანსპორტის ჰაბად ასევე, დიდი პოტენციალი არსებობს ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ციფრული კორიდორის  და საქართველოში ციფრული ჰაბის განვითარების მიმართულებით,  ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, საქართველოს შეუძლია თავისი პოტენციალით რომ გახდეს ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ციფრული კორიდორი და ციფრული ჰაბი. ასევე გეტყვით, რომ წელს დასრულა ჩვენი მრჩევლების მიერ,   Rothschild -ერის მიერ შემუშავებული  სტრატეგია, რომლის მიზანიც არის,  საქართველო გარდაიქმნას რეგიონალურ ფინანსურ ჰაბად. ჩვენ მომავალ წელს უკვე დავიწყებთ ამ  სტრატეგიის, გეგმის  განხორციელებას, იმპლემენტაციას და შედეგებს მოგვიანებით მოგახსენებთ. ქუთაისის პარლამენტთან დაკავშირებით  გვაქვს იდეა რომ, ეს შენობა, მისი უნიკალური მდებარეობა არ იყოს უფუნქციოდ დარჩენილი, ვამუშავებთ იდეას და კონცეფციას, რომ აქ განვითარდეს აიტი მიმართულება, შეიქმნას აიტი, ეგრეთ წოდებული ტექნოლოგიური ჰაბი ამ შენობაში, მოვიზიდოთ ახალგაზრდები, ნიჭიერი თაობა, რომელიც დასაქმდება, და კიდევ უფრო მოახდენენ საკუთარი უნარების რეალიზებას. ასევე ვგეგმავთ მსხვილი დეველოპერული პროექტების შეთავაზებას ინვესტორებისთვის, ამ მიზნით მე ვიმყოფებოდი ემირატებში, კატარში, ახლა საუდის არაბეთში, საქართველოს აქვს უნიკალური მდებარეობა და უნიკალური შესაძლებლობები, პოტენციალი რომ ძალიან საინტერესო ინვესტიციები მოვიზიდოთ“, – განაცხადა პრემიერმა

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ 2023 წელს ვიწყებთ მინიმუმ 10 ახალი საკურორტო ქალაქისა და დაბის სრულ რეაბილიტაციას – ეს იქნება სრული განახლება

ჩვენ 2023 წელს ვიწყებთ მინიმუმ 10 ახალი საკურორტო ქალაქისა და დაბის სრულ რეაბილიტაციას. ეს იქნება სრული განახლება, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, შეირჩა 10 ახალი საკურორტო ქალაქი, რომლის პრეზენტაცია იქნება რამდენიმე კვირაში. „რაც შეეხება ტურიზმს, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება ტურიზმის განვითარება. ტურიზმი სწრაფად აღდგა. ოთხ მილიონ მგზავრს მოემსახურა საქართველოს აეროპორტები. ეს არის დაახლოებით 81%-ით მატება, თუ ამას შევადარებთ წინა წელს. 2019 წელს თუ შევადარებთ, 83%-იანი აღდგენა არის. ამ მიმართულებით, ჩვენ გვაქვს 80%-იანი აღდგენა. საავიაციო ბაზარზე ოპერირებდა 37 ავიაკომპანია, რაც 9 ავიაკომპანიით მეტია 2019 წელთან შედარებით. ჩვენ 2023 წელს ვიწყებთ მინიმუმ 10 ახალი საკურორტო ქალაქისა და დაბის სრულ რეაბილიტაციას. ეს იქნება სრული განახლება. რაც ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნება ჩვენი ტურისტებისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენ შევარჩიეთ ყველაზე პოპულარული საკურორტო ადგილები. სწორედ ამ მიმართულებით შეირჩა 10 ახალი საკურორტო ქალაქი, რომლის პრეზენტაცია იქნება რამდენიმე კვირაში. ჩვენ ამას დეტალურად წარმოგიდგენთ. ჩვენ ასევე შევისწავლეთ 100-ზე მეტი კლიმატური ბალნეოლოგიური კურორტი, საკურორტო ადგილის განვითარება და პოტენციალი, რომელიც გვინდა, რომ შევთავაზოთ ჩვენსა ადგილობრივ ბიზნესს, ინვესტორებს, 300-მდე კურორტის შესწავლა დამთავრდება 2023 წელს. მოკლე ვადებში, კურორტებსა და საკურორტო ადგილებზე ბიზნესისთვის საინტერესო და მიმზიდველი საინვესტიციო პროექტები იქნება წარმოდგენილი. ასევე ერთ-ერთ უნიკალურ პროექტს ვამუშავებთ, კონცეფციას ვამუშავებთ, რომელიც გულისხმობს პილიგრიმების ბილიკს, ბილიკის განვითარებას წმინდა ნინოს გზა, რომელიც 40 კილომეტრს შეადგენს მაგალითისთვის და რომელიც მოიცავს ფოკა-ბოდბის მარშრუტს, მსგავსი ქრისტიანული პილიგრიმების მარშრუტები მსოფლიოში ძალიან ცნობილი და დიდი პოპულარობით სარგებლობს და გვინდა რომ აღნიშნული პროექტიც განვახორციელოთ. ასევე ვამუშავებთ რამდენიმე კონკრეტული ლოკაციების განვითარებას. მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყანა მდიდარია ტბებით, წყალსაცავებით, შეირჩა კონკრეტული ლოკაციები, თრიალას ტბები, ნადარბაზევის ტბა, იდუმალი ტბა, ლაკბეს წყალსაცავი, ფარავნის ტბა და ამ მიმართულებით საინტერესო შეთავაზებები გვექნება ბიზნესისთვის. რამდენიმე თვეში საქართველო წარსდგება ღირსეულად ბერლინში, ტურისტულ გამოფენაზე, ეს არის ITB Berlin. რაც მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ჩვენი ქვეყნისთვის, კიდევ ერთხელ წარმოვაჩინოთ ჩვენი ტურისტული პოტენციალი. აუდიტორია იქნება ძალიან მასშტაბური, 200 000-იანი აუდიტორია იქნება. მათ შორის, 100 000 ბიზნეს ვიზიტორს უმასპინძლებს აღნიშნული გამოფენა და მრავალ მილიონიან სატელევიზიო მაყურებელს ექნება შესაძლებლობა, რომ გაიგოს ჩვენი ქვეყნის პოტენციალის შესახებ“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი – რამდენიმე კვირის წინ ბულგარეთში, ისტორიულ პროექტს ჩავუყარეთ საფუძველი, ეს არის თავიდან ბოლომდე ქართული ინიციატივა, ჩვენ მიერ მიტანილი ინიციატივა ევროკავშირში

ჩვენთან არის ძალიან იაფი ელექტროენერგიის ფასი, ამიტომ აუცილებელია ამ მიმართულებით მეტი ძალისხმევის მიმართვა, –  ამის შესახებ…

ირაკლი ღარიბაშვილი – 2023 წელს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი  8000 დოლარს მიუახლოვდება

ჩვენ  გვიხარია ის ფაქტი, რომ ჩვენ უკვე წელსაც გვექნება 10%-ანი ეკონომიკური ზრდა, შარშან გვქონდა 10. 5  მეათედი ეკონომიკური ზრდა, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 2020 წელს შედარებისთვის შეადგენდა დაახლოებით 4 200 დოლარს,  2023 წელს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით  8000 დოლარს მიუახლოვდება „რაც შეეხება ეკონომიკას და მინდა რამდენიმე კონკრეტული შედეგები მოგახსენოთ , პირველ რიგში მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, ჩვენ  გვიხარია ის ფაქტი, რომ ჩვენ უკვე წელსაც გვექნება 10%-ანი ეკონომიკური ზრდა, შარშან გვქონდა 10. 5  მეათედი ეკონომიკური ზრდა. მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 2020 წელს შედარებისთვის შეადგენდა დაახლოებით 4 200 დოლარს, 2021 წელს  გაიზარდა მთლიანი შიდა პროდუქტი, წელს უკვე მოსალოდნელია რომ ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 6 700 დოლარი დაახლოებით და ჩვენი პროგნოზებით, 2023 წელს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით  8000 დოლარს მიუახლოვდება, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 2020 წელს იყო დაახლოებით …

ირაკლი ღარიბაშვილი – კანდიდატის სტატუსს ჩვენი ქვეყანა ძალიან მალე მიიღებს, ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის გარემოება და წარმატებული რეფორმები, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად გავატარეთ

ყველა ის პროგრესი, რომელიც იქნა მიღწეული, ბოლო 10 წელიწადში, ეს არის ჩვენი გუნდის დამსახურება მხოლოდ. იქნებოდა ეს ასოცირების შეთანხმება, შემდეგ თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ახლოა უკვე ოფიციალური განაცხადის შეტანა ევროკავშირის წევრობაზე და მიღებული ევროპული პერსპექტივა. ეს ყველაფერი აროს „ქართული ოცნების“ დამსახურება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო კანდიდატის სტატუსს ძალიან მალე მიიღებს და ამის თქმის საფუძველს იძლევა ის წარმატებული რეფორმები, რომელიც მთავრობამ გაატარა. „მინდა შევეხო წლის მთავარ მოვლენას, ეს არის ევროკავშირის გადაწყვეტილება, საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, რომელიც მანამდე იყო ძალიან რთული წარმოსადგენი. ამ ომმა დააჩქარა პროცესები. ჩვენ ეს კარგად გვესმის. ჩვენ ველოდებოდით, რომ მივიღებდით კანდიდატის სტატუსს, თუმცა, გვესმის, რომ ეს იყო მთლიანად პოლიტიკური გადაწყვეტილება მხოლოდ. ეს არ იყო დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება. რომ საქართველოს ამ ეტაპზე არ მიენიჭა სტატუსი. თუმცა, ჩვენ გვჯერა, რომ ამ სტატუსს ჩვენი ქვეყანა ძალიან მალე მიიღებს. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის გარემოება და ის წარმატებული რეფორმები, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად გავატარეთ. 12 რეკომენდაცია, რომელიც განისაზღვრა ჩვენი ქვეყნისთვის, ზედმიწევნით იქნა შესრულებული პარლამენტისა და მთავრობის მიერ და ყველას ჩართულობით, და ჩვენ ახლა ველოდებით ჩვენი ევროპელი კოლეგების გადაწყვეტილებას. აქვე მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე ყველა სიკეთე, და ყველა ის პროგრესი, რომელიც იქნა მიღწეული, ბოლო 10 წელიწადში, ეს არის ჩვენი გუნდის დამსახურება მხოლოდ. იქნებოდა ეს ასოცირების შეთანხმება, შემდეგ თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ახლოა უკვე ოფიციალური განაცხადის შეტანა ევროკავშირის წევრობაზე და მიღებული ევროპული პერსპექტივა. ეს ყველაფერი არის „ქართული ოცნების“ დამსახურება“, – განაცხადა პრემიერმა

ორსახოვანი ადვოკატი ხაჭაპურიძე გუშინ და დღეს

ყველას გვახსოვს ის დრო, როდესაც სააკაშვილის დღევანდელი ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე წლების წინ, ხმალამოღებული იბრძოდა მიშას რეჟიმის…

ნაცმოძრაობის დროს ნაწამები და მოკლული პირების ოჯახის წევრები ხვალ, 15:00 საათზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გამართავენ აქციას „არ შეიწყალო კრიმინალი“

ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ნაწამები და მოკლული პირების ოჯახის წევრები საპროტესტო აქციას აანონსებენ. ბუტა რობაქიძის,…

რატომ უნდა ენდოს საქართველოს სასამართლო იმ ამერიკელ ექსპერტს, რომლის დასკვნებსაც ამერიკის სასამართლო არ ენდობა?!

,,უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილისთვის კვალიფიციური უცხოელი ექიმების დაქირავების ნაცვლად ,,PR” კომპანია დაიქირავეს და მთელ მსოფლიოში ტყუილის…