fbpx

,,კოვიდით,,გარდაცვლილ ჩარკვიანს ფენტალინს, დიდი ოდენობით მიდაზოლს და მორფინს უკეთებდნენ

531 ამპულა ფენტალინი, დიდი ოდენობით მიდაზოლი და მორფინი – ეს იმ ნარკოტიკული პრეპარატების არასრული ჩამონათვალია, რომელიც…

სემეკი: ბუნებრივი გაზის ტარიფები უცვლელი დარჩა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ბუნებრივი გაზის…

ირაკლი ღარიბაშვილი- თავდაცვის ახალ კოდექსში ჩაიწერება, რომ სამხედროებისთვის ბინების მშენებლობა სახელმწიფოს ვალდებულება იქნება

თავდაცვის ახალ კოდექსში ჩაიწერება, რომ სამხედროებისთვის ბინების მშენებლობა სახელმწიფოს ვალდებულება იქნება, დაჭრა- დასახიჩრების შემთხვევაში დახმარება 7000 ლარის ნაცვლად 20 000 ლარი იქნება, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპვის შემთხვევაში კი ერთჯერადი დახმარება 30 000 ლარი იქნება-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით,  ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს, ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპვის შემთხვევაში კომპენსაცია 100 000 ლარით განისაზღვრა და ეს აჩვენებს ხელისუფლების დამოკიდებულებას სამხედროებისა და პოლიციელების მიმართ. „ამ კოდექსში სამხედრო მოსამსახურეების სოციალური გარანტიები იყო ჩადებული. მე ადრე ვთქვი, რომ ბინების მშენებლობა არ უნდა იყოს ერთჯერადი, ისე როგორც არ იქნება ერთჯერადი პოლიციისთვის, მანდაც გვინდა, რომ დავარეგულიროთ. კოდექსში ჩაიწერება, რომ ბინების მშენებლობა იქნება სახელმწიფოს ვალდებულება, ეს არ იქნება რომელიმე კარგი მინისტრის კეთილი ნება, ეს უნდა იყოს სახელმწიფოს ვალდებულება და ყოველ 3 წელიწადში ჩვენს სამხედროებს აუშენდებათ ბინები. იგივე გვინდა, რომ გავაკეთოთ პოლიციისთვის. ეს უნდა იყოს ჩვენი ვალდებულება. სხვა უამრავი ბენეფიტები და პრივილეგიები განისაზღვრება სამხედროებისთვის. აი, მაგალითად, ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს და დაჭრა- დასახიჩრების შემთხვევაში, თუ იყო  7000 ლარი კომპენსაცია თუ დახმარება, იქნება 20 000 ლარი. მოვალეობის შესრულების დროს დაღუპვის შემთხვევაში იქნება 30 000 ლარი ერთჯერადი დახმარება. ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპვის შემთხვევაში კომპენსაცია განისაზღვრება  100 000 ლარით, ეს ჯერ კიდევ ბატონი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო, მისი პრემიერობის დროს, რომელიც მათ შორის , პოლიციელებზე გავრცელდა და ეს არის ჩვენი დამოკიდებულება ჩვენი ძალოვანი უწყებების მიმართ, ჩვენი გმირების მიმართ, ჩვენი საამაყო სამხედროებისა და პოლიციელების მიმართ“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილი – რეგიონებისთვის 250 ერთეულ ავტობუსებს და ნაგავმზიდებს შევიძენთ

250 ერთეულ ავტობუსებს და ნაგავმზიდებს შევიძენთ რეგიონებისთვის და მათ გადაეცემათ ახალი ავტობუსები და ნაგავმზიდები, რომლებიც მოძველებული იყო ბოლო წლების განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა,  რეგიონებში მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება. „ჩვენ რეგიონებში სერიოზულ ინვესტიციებს ვახორციელებთ. მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და განვითარება, გზების დაგება, წყლის პროექტების განვითარება, ურბანული განახლების პროგრამები, ახლა გვინდა დავიწყოთ გამწვანების პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალიტეტებში და აუცილებელია ტრანსპორტის მოგვარება. ამის თაობაზე ბატონ ლერი ბარნაბიშვილს დავავალე და დაამუშავა ეს საკითხი რეგიონების კურატორმა და 250 ერთეულ ავტობუსებს და ნაგავმზიდებს შევიძენთ რეგიონებისთვის და მათ გადაეცემათ ახალი ავტობუსები და ნაგავმზიდები, რომლებიც მოძველებული იყო ბოლო წლების განმავლობაში. რეგიონებში უნდა გაგრძელდეს ამ სიკეთეების და პროგრესის შეტანა“, – განაცადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი – ვემუშავებით ერთ-ერთ ებრაულ კომპანიას, რომელიც გამოთქვამს სურვილს, რომ ქუთასის პარლამენტის შენობის ბაზაზე შეიქმნას ახალი IT ჰაბი, ტექნოლოგიური ჰაბი

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქუთასის პარლამენტის შენობის ბაზაზე ახალი IT, ტექნოლოგიური ჰაბის შექმნა იგეგმება. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. „მოგეხსენებათ, ქუთაისის პარლამენტის შენობა არის პრაქტიკულად უფუნქციოდ დარჩენილი. ჩენი მიზანი არის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ იქ IT მიმართულების განვითარებას. ვემუშავებით ერთ-ერთ ებრაულ კომპანიას, რომელიც გამოთქვამს სურვილს, რომ ქუთასის პარლამენტის შენობის ბაზაზე შეიქმნას ახალი IT ჰაბი და არა მხოლოდ, ტექნოლოგიური ჰაბი. რომელიც მოიზიდავს, დაასაქმებს IT-ის სფეროში მომუშავე ახალგაზრდებს, ჩვენს ქართველ სტუდენტებს, ახალგაზრდებს ხელს შეუწყობს განვითარებაში და აქაც რამდენიმე ათეული მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. რა თქმა უნდა, აქვე მინდა აღვნიშნო ქუთაისის უნივერსიტეტი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და რომელიც შეიძლება იყოს ძალიან სერიოზული პარტნიორი ამ პროექტში,“-აღნიშნა პრემიერმა

ირაკლი ღარიბაშვილი-  ჰესების მშენებლობის პარალელურად, დამატებითი სიმძლავრეების შექმნაზე ვმუშაობთ 

ჰესების მშენებლობის პარალელურად, დამატებითი სიმძლავრეების შექმნაზე ვმუშაობთ და თბოსადგურების მშენებლობას და დამატებით 600 მეგავატი სიმძლავრის მიღებას ვგეგმავთ, რაც ჯამში მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში 3-4 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დაგროვილი 800 მეგავატის მემორანდუმები გაეშვება, წლის ბოლოს 1500 მეგავატზე გამოცხადდება ტენდერი, 2023 წელს კი დამატებით მეგავატებს გამოიტანენ, როგორც ჰიდროელექტროსადგურების, ისე ქარის და მზის სადგურებზე.  „ბოლო პერიოდში მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჰესებთან დაკავშირებით. ჰესები იყო გაჩერებული ბოლო 5 წელია, თუ არ ვცდები, 2017 წლიდან და ჩვენ გვქონდა ამის თაობაზე ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მივაღწიეთ შემდეგს: დაახლოებით 800 მეგავატი დაგროვილია პროექტები, მემორანდუმები, რომელიც გაეშვება, ამაზე გაფორმებული იყო გამარტივებული შესყიდვის მემორანდუმები, მაგრამ შეჩერებული იყო მთავრობის მხრიდან, ჩემამდე.  ეს პროექტები გაეშვება, 800 მეგავატამდე ჰესის ასაშენებლად ალბათ მილიარდზე მეტი დაიხარჯება და ამას გარდა, წლის ბოლოს, 1500 მეგავატზე გამოვაცხადებთ ტენდერს. ეს არის 2,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია პირდაპირი. ჯამში, 1500 მეგავატი ცალკე, ახალი დამტკიცებული სქემის მიხედვით, რომელიც  ჩვენ უკვე წარვადგინეთ მთავრობაზე დავამტკიცეთ და მეორე, 800 მეგავატი. ეს არის ის მინიმუმი, რომელიც ახლა დამტკიცდება. გაისად, 2023 წელს ასევე გამოვიტანთ დამატებით კიდევ სხვა მეგავატებს, ჰიდროს მიმართულებით, ჰიდროელექტროსადგურებზე გაკეთდება მთავარი აქცენტი, ასევე, ქარის, მზის სადგურებზე, ასევე, ჩვენ ვმუშაობთ დამატებითი სიმძლავრეების შექმნაზე და თბოსადგურების მშენებლობას ვგეგმავთ დამატებით, გვინდა, რომ გამოვაცხადოთ ეს ტენდერებიც. აქაც შეიძლება დამატებით დაახლოებით 600 მეგავატი ჯამში, 400 და კიდევ ერთი ინვესტორი, რომელიც 200 მილიარდის ინვესტირებას, თბოსადგურის აშენებას გეგმავს და ეს ჯამში რამდენიმე, 3-4 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა, მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა

დედაქალაქის მერმა განახლებული მელიქიშვილის გამზირი დაათვალიერა

მელიქიშვილის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. განახლებულიგამზირი დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა.„მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია დასრულდა. როგორც…

თამთა მეგრელიშვილი: ჯერ კიდევ 2021 წლის 5 ნოემბერს დავწერე რომ მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლამდე კუჭის რეზექცია გაიკეთა, ოპერაცია 23 სექტემბერს ჰოლანდიაში გაკეთდა

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება. როგორც მეგრელიშვილი…

დავით ქართველიშვილი მიხეილ სააკაშვილზე: ოპერაცია “შიმშილობაც” იყო წინასწარ კარგად მოფიქრებული, რაც მთავარია ის ჯანზეა კუჭის რეზექციის შემდგომი პოსტსაოპერაციო პერიოდისთვის დამახასიათებელი დადებითი და ნორმალური დინამიკის მიმდინარეობის ფონზე

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „ქართული დასის“ ლიდერის ჯონდი ბაღათურიას განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც ქართველიშვილი…

ნინო ფოჩხუა: იმ დეპრესიას, რაც მიშას აქვს, ციხის კედლებთან მიმართებაში, “ვერ ჭამის” დეპრესიაც ემატება.
ასე რომ, მძიმე მეტალები, რადიაცია, პუტინმა მოწამლა და საათებს ითვლის,
თემა დახურულია

,,ვერაფრით ვერ დავიჯერებ მიშას, რომელიც ერთ ჭამაზე 100 ხინკალს და ზედ ერთ ტორტს აყოლებდა, ახლა მადა…

გია გაბრიჭიძე: სააკაშვილის არცერთ დამცველს, თუ მხარდამჭერს არანაირი პროტესტი არ გამოუთქვამთ, იმიტომ რომ ეს ინფორმაცია სიმართლე იყო და ჟიგიმანტასების მაშინდელი შფოთვა “ხალასტოი” გასროლა აღმოჩნდა

„როცა ეს ინფორმაცია გავრცელდა სააკაშვილის არცერთ დამცველს, თუ მხარდამჭერს არანაირი პროტესტი არ გამოუთქვამთ, იმიტომ რომ ეს…

2.3 მილიარდი ევროთი დაფინანსდება შავი ზღვის ფსკერზე საქართველო-რუმინეთის წყალქვეშა კაბელის გაყვანა-ოლივერ ვარჰეი

ტვიტერზე გამოქვეყნდა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ინფორმაცია ევროკომისიის მიერ “აღმოსავლეთის პარტნიორობის” პროგრამის ახალი 17-მილიარდევროიანი პაკეტით დაფინასების შესახებ.…