fbpx

სამტრედიაში ახლად რეაბილიტირებულ კორტებზე ჩოგბურთის სკოლა გაიხსნა

ლაშა თევზაძის ქუჩაზე არსებულ ახლად რეაბილიტირებულ ჩოგბურთის კორტებზე, ახლაგაზრდების მოთხოვნების გათვალისწინებით და მუნიციპალიტეტის მერის დავით ბახტაძის…

მამუკა მდინარაძე – ალბათ მსოფლიოში პირველი შემთხვევაა, როდესაც ავადმყოფობას ჰყავს ლობისტი

ალბათ მსოფლიოში პირველი შემთხვევაა, როდესაც პიარ კომპანია ლობირებს თავისი პიარ სტრატეგიული მეთოდებით ავადმყოფობას და ამ ეგიდით…

დავით ქართველიშვილი: ვინც მოვასწარით ურსულა ფონ დერ ლაიენის აღიარების ყურება, მაშინვე გავოცდით – იმდენად განსხვავებული სურათი დახატა EU-ს პირველმა პირმა, ოფიციალური კიევის მონაცემებთან შედარებით

ერთი მეორის მიყოლებით – ჯერ ქალბატონი თავმჯდომარის პირადი ტვიტიდან, შემდგომ – იუთუბ არხიდან, გაქრა მისი გამოსვლის…

ირაკლი კობახიძე – ჩართეს ახალი ხერხი – ლობისტური პიარ კომპანიის დაქირავება, რომ შეაცოდონ ხალხს სააკაშვილი იმისთვის, რომ ფონი შექმნან მისი გათავისუფლებისთვის

ჩართეს ახალი ხერხი, ეს არის ლობისტური პიარ კომპანიის დაქირავება, რომ შეაცოდონ ხალხს სააკაშვილი იმისთვის, რომ ფონი…

ზურაბ ქადაგიძე ევროკომისიის პრეზიდენტზე: წარმოიდგინეთ ამ ქალბატონის რანგი და ჩინი, თუ რამხელა ცენზურის ქვეშ მოაქციეს, რომ ევროკომისიის ხელმძღვანელის განცხადების რევიზია მოახდინეს

„ევროკომისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ უკრაინაში დაიღუპა 100 000 ადამიანიო. ციფრები ამ განცხადებაში არაფერ შუაშია, არ აწყობდათ…

ირაკლი კობახიძე: ქვეყანას ვერ ავარევინებთ ვერავის, ჩვენ გვთხოვენ, პოლიტიკურად სააკაშვილის გათავისუფლებას, იმისათვის რომ ქვეყანა არიონ და რა თქმა უნდა, ასეთ გადაწყვეტილებას ჩვენ ვერ მივიღებთ

რაც შეეხება თავად ორგანიზაციას ემპათია, ის პირდაპირ არის დაკავშირებული ნაციონალურ მოძრაობასთან, მისი ხელმძღვანელი ამას არასდროს მალავდა,…

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს, გენერალ კრისტოფერ კავოლის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს, გენერალ კრისტოფერ კავოლის შეხვდა. მთავრობის მეთაურმა გენერალს ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ისევე როგორც სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან, ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტებია და ამ მიმართულებით მოკავშირეების მხარდაჭერა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა მკაფიოდ დაადასტურა მზაობა, განაგრძოს მხარდაჭერა და წვლილი შეიტანოს ნატოს ძალისხმევაში შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით. საუბარი შეეხო აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდის თვალსაზრისით და აღინიშნა ქვეყნის წვლილი საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. ითქვა, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველო აქტიურად მონაწილეობდა ნატოს ეგიდით საერთაშორისო მისიებში და მზად არის, მომავალშიც დადგეს ნატოს მოკავშირეებთან და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან, რათა მხარი დაუჭიროს ჩრდილო-ატლანტიკურ უსაფრთხოებას. საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და რეგიონში შექმნილ ვითარებას. პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის მხარეს მადლობა გადაუხადა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს მხრიდან თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და ნატო-ში საქართველოს ელჩი ვიქტორ დოლიძე, ხოლო აშშ-ის მხრიდან საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში  კელი დეგნანი და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშე საქართველოში ჯოზეფ ბილბო ესწრებოდნენ

ირაკლი ღარიბაშვილი ფილიპ რიკერს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიის მოლაპარაკებებისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარ მრჩეველს ფილიპ რიკერს სამუშაო ვახშმის ფორმატში შეხვდა. შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა და ფილიპ რიკერმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღინიშნა სტრატეგიული პარტნიორობის პოზიტიური დინამიკა, რაც ორი ქვეყნის თანამშრომლობის ფარგლებში გადადგმული  ნაბიჯებითაა განპირობებული.  შეხვედრაზე არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და გაძლიერების სრული მზადყოფნა გამოითქვა. საუბარი ასევე შეეხო რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში შექმნილ უსაფრთხოების ვითარებას და საქართველოს მედიატორულ როლს სომხეთ-აზერბაიჯანის დიალოგში. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი კონფლიქტის მოგვარებისა და წინსვლისთვის ერთადერთი და მნიშვნელოვანი გზა მოლაპარაკებებია. შეხვედრას აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ