fbpx

სამტრედიაში, იანეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ბაღის მშენებლობა აქტიურ პროცესშია

აქტიურად მიმდინარეობს იანეთში 75 ბავშვზე გათვლილი
საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

ახალი საბავშვო ბაღი ყველა თანამედროვე სტანდარტს უპასუხებს, კეთილმოეწყობა ეზო, სადაც განთავსდება ატრაქციონები და სათამაშო მოედანი.

ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორიგნის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ვაჟა სტურუასთან, ერთად, მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

მერმა მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად პროექტით გათვალისწინებული დეტალები განიხილა და ადგილობრივებს გაესაუბრა.

როგორც მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, სამუშაობი გეგმა-გრაფიკის დაცვით მიმდინარეობს.

ბაღის მშენებლობას ტენდერში გამარჯვენული კომპანია ,,ინჟმშენი 96″ ახორციელებს.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, სოფელ დიდ ჯიხაშში, N 21 ქუჩიდან სოფელ ჭაგნის მიმართულებით, ადგილობრივი მნიშვნელობის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ამ წუთებში, ასფალტ-ბეტონის საფარის დასაგებად მოსამზადებელი სამუშაოები მზადდება.

აღნიშნული გზა ერთმანეთს დააკავშირებს ორ დასახლებას და ხელს შეუწყობს ადგილობრივების კომფორტულ გადაადგილებას. ასევე გაიზრდება სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოყვანის რეალიზება.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ჯიხაიშში მე-40 და 23 ქუჩებზე, პროექტი გარდამავალია და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში სრულდება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება