fbpx

მთავრობამ ინვესტორისგან ხუდონჰესის პროექტი გამოისყიდა და 2023 წელს ხუდონჰესის მშენებლობის დაწყება იგეგმება-ლევან დავითაშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის,  ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2023 წელს ხუდონჰესის მშენებლობის დაწყება იგეგმება. როგორც მინისტრმა…

მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 17 საკითხი განიხილეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 17 საკითხი განიხილეს. მთავრობის წევრებმა განიხილეს საკითხი ხუდონ ჰესის გამოსყიდვის შესახებ, რომლის საფუძველზეც შედგა შეთანხმება ჰესის სახელმწიფოსთვის გადაცემასთან დაკავშირებით. განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს კანონის პროექტი „ელექტრონული კომერციის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები, რომელიც ელექტრონულ კომერციასთან დაკავშირებულ  სამართლებრივ ურთიერთობებს დაარეგულირებს. ეკონომიკის სამინისტროს მიერ ინიცირებულმა ახალმა კანონმა, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, უნდა უზრუნველყოს ელექტრონული კომერციის პროცესში მომსახურების მიმღების  უფლებების დაცვა და მომსახურების მიმწოდებლის მიერ მინიმალური ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება,  რაც გაზრდის ნდობას მომსახურების მიმწოდებელთა მიმართ და შეამცირებს რისკებს მომსახურების მიმღებთათვის. კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებიდან გამომდინარე, შუალედური სერვის პროვაიდერების უფლებებისა და მოვალეობების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვის მიმართულებით. პროექტი შემუშავებულია USAID-ის ტექნიკური დახმარების ფარგლებში. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მთავრობის წევრებმა იმსჯელეს, იყო –  საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტის – „სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგია 2023-2026“-ის დამტკიცება. აღნიშნული სტრატეგია, რომელიც  კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კოორდინირებით შეიქმნა, არის პირველი სტრატეგია ახალგაზრდობის სფეროში და  იქნება საქართველოს მთავრობის მთავარი სახელმძღვანელო დოკუმენტი ამ მიმართულებით. განსახილველ საკითხთა შორის იყო ასევე საქართველოს მთავრობის განკარგულების რამდენიმე პროექტი, რომლებიც საქართველოში ქარის, მზისა და ჰიდრო- ელექტროსადგურების განვითარებას ეხება. აღნიშნული პროექტების დადგმული სიმძლავრე 295 მეგავატზე მეტია.

მძინარე ცხინვალს ცეცხლი გაუხსნესო, ამას მოაწერეს ხელი, მიხვდნენ ახლა რა შარში არიან და მცდელობა აქვთ, ეს შეატრიალონ

ქართველ ჯარისკაცებს დააბრალეს მათ შორის ომის დანაშაული, მძინარე ცხინვალს ცეცხლი გაუხსნესო, ამას მოაწერეს ხელი, მიხვდნენ ახლა…

პაატა მანჯგალაძე რეზოლუციაზე : არ მაინტერესებს ეგ საკითხი, რომ შვიდი, თუ 15 წლის უკან ვიღაცამ რაღაცას მოაწერა ხელი

არ მაინტერესებს ეგ საკითხი, – ასე უპასუხა პარტია ,,სტრატეგია აღმაშენებლის’’ ერთ-ერთმა წევრმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას…

თამთა მეგრელიშვილი გიორგი თარგამაძეზე: სწორედ, ამის ხელმოწერაც აქვს იმ მოღალატეობრივ რეზოლუციას, რომელშიც ნაცებმა ქართულ სახელმწიფოს ომის დაწყება დააბრალეს!

,,დღეს, რომ მორალს გვიკითხავს გიორგი თარგამაძე კეზერაშვილის მიერ ჯარის ნაძარცვი ტელეეკრანიდან, სწორედ ამის ხელმოწერაც აქვს იმ…

ნაცმოძრაობის უბინძურესი ბუნება იცით როგორია? რეზოლუციას ხელი მოაწერეს, სადაც ომის დანაშაულზე იყო საუბარი, საკუთარ ქვეყანას ომის დაწყება დააბრალეს და ახლა აქეთ ატრიალებენ, ჰააგა ჩვენ მოვიგეთო

,,რეზოლუციას ხელი მოაწერეს, სადაც ომის დანაშაულზე იყო საუბარი, საკუთარ ქვეყანას ომის დაწყება დააბრალეს და ახლა აქეთ…

ირაკლი ღარიბაშვილი –  გადმოსვენება იქნება თუ სამხედრო პატივით დაკრძალვა, ყველაფერი გაკეთდა ჩვენს მიერ და ჩვენ სათანადო პატივი მივაგეთ დაღუპულთა ოჯახებს

მათი გადმოსვენება იქნება თუ სამხედრო პატივით დაკრძალვა, ყველაფერი გაკეთდა ჩვენს მიერ და ჩვენ სათანადო პატივი მივაგეთ დაღუპულთა ოჯახებს, ყოველგვარი ყვირილის და ყოველგვარი პიარის გარეშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ყველაფერზე პიარის გაკეთება და იაფფასიანი, ამორალური პოპულიზმი შემაშფოთებელია. „მე კიდევ ერთხელ შევახსენებ ყველას, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს. ჩვენი მოქალაქეები არიან, საწყალი ბიჭები, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ დიდი ტრაგედიაა ჩვენთვის. მთავრობა პირველივე დღიდან ჩაერთო, საელჩოები ჩართულები იყვნენ. მათი გადმოსვენება იქნება თუ სამხედრო პატივით დაკრძალვა, ყველაფერი გაკეთდა ჩვენს მიერ და ჩვენ სათანადო პატივი მივაგეთ დაღუპულთა ოჯახებს, ყოველგვარი ყვირილის და ყოველგვარი პიარის გარეშე. ყველაფერზე პიარის გაკეთება და იაფფასიანი, ამორალური პოპულიზმი შემაშფოთებელია. ეს რაღაც არაქართული მოვლენაა, შეიძლება ასე ითქვას. ქართველი კაცი ყოველთვის ღირსეულად გამოხატავს ჭირისუფალთან სამძიმარი იქნება ეს თუ ნებისმიერი ფორმით, ქმედებით გამოხატვა. რასაც სჩადიან პოლიტიკოსები, ეს არის მხოლოდ ამორალური ფარისევლობა და ხვა არაფერი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი 38 140 000 ლარით განისაზღვრა

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე სხვადასხვა საკითხთანერთად, დეპუტატებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი განიხილესდა დაამტკიცეს.მუნიციპალიტეტის მომავალი…

საჯარო მოხელეთა პროფესიულ დღეს ვულოცავ ყველა საჯარო მოხელეს-ირაკლი ღარიბაშვილი

საჯარო მოხელეთა პროფესიულ დღეს ვულოცავ ყველა საჯარო მოხელეს და მადლობას ვუხდი მათ ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე…

ჰააგასთან, რატომ არ ითანამშრომლა სააკაშვილმა? იმიტომ, რომ ეშინოდა საქართველოსთვის დაბრალებული თემების. მას შემდეგ, რაც ჩვენ გავიმარჯვეთ, უბრალოდ, იძულებულები არიან, ერთმანეთს მიულოცონ

ნაცმოძრაობა ჩვეულებრივად იტყუება, როგორც სჩვევიათ. 2008 წელს დაიწყო გამოძიება და 2008-დან 2012-მდე აბსოლუტურად არ უთანამშრომლია საქართველოს…