fbpx

ზურაბ ქადაგიძე: მელიასთვის გადამდგარ მოღალატე გახარიას რომ ყველგან ბოლი ელანდება ეს ახალი არ არის, მაგრამ იცოდეთ, რომ ფოტოზე ჩანს გარდაბნის თბოელექტროსადგურის მუშაობის კვალი და მას ქალაქ რუსთავთან არანაირი შეხება არ აქვს

“ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე, გიორგი გახარიას ფეისბუქ გვერდზე გავრცელებულ ფოტოს აზიარებს და აღნიშნავს, რომ ფოტოზე…

სამების ტაძარში, აფხაზეთის ომში დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა

დღეს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილეები მირონ…

 ვინმეს რამე ილუზია არ ჰქონდეს, ამ ომის პარტიას, ამრევებს და „ლუზერებს“  არეულობას არ შემოვატანინებთ-ირაკლი ღარიბაშვილი

ომის პარტია, აი ეს დეგრადირებული მოღალატეებით სავსე ლიდერებისგან ჩამოყალიბებული პარტია არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. არ არის საინტერესო, რას იტყვიან ისინი. საქართველოში ვერავინ ვერაფერს არევს და ვერავინ ვერაფერს მოაწყობს, იმიტომ, რომ ყველას მიეზღვება და გაეცემა საკადრისი პასუხი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაიმე არეულობას შემოიტანენ ქვეყანაში. „ომის პარტია, აი ეს დეგრადირებული მოღალატეებით სავსე ლიდერებისგან ჩამოყალიბებული პარტია არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. არ არის საინტერესო, რას იტყვიან ისინი. საქართველოში ვერავინ ვერაფერს არევს და ვერავინ ვერაფერს მოაწყობს, იმიტომ, რომ ყველას მიეზღვება და გაეცემა საკადრისი პასუხი. ილუზია არავის ჰქონდეს. ბოლო კარტი გამოიყენეს სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანით. ეს სისულელე ჩაადენინეს და ვნახეთ, როგორ დასრულდა – ფიასკოთი. სრული ფიასკოთ დასრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება. ვინმეს რამე ილუზია არ ჰქონდეს, ამ ომის პარტიას და ამრევებს და „ლუზერებს“ არ შემოვატანინებთ რაიმე არეულობას. პირიქით, ჩვენ გვინდა მშვიდობა, ისეთი, როგორიც არის დღეს ჩვენთან, სტაბილურობა, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, მეტი სამუშაო ადგილები, კეთილდღეობა, განვითარება და ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა“, – განაცხადა პრემიერმა.

ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის დამოუკიდებლობას,  ჩვენი სურვილია, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს-ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, ტერიტორიულ მთლიანობას და ბუნებრივია, ჩვენი სურვილია, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა დაღუპული ჯამბულათ ხოფერიას ოჯახს და ყველას მოუწოდა, გარდაცვლილი მოქალაქეების ტრაგედიაზე და უბედურებაზე  ნუ შექმნიან პოლიტიკურ დღის წესრიგს. „მე მინდა გარდაცვლილი ხოფერიას ოჯახს კიდევ ერთხელ სამძიმარი ვუთხრა და ყველას მინდა გთხოვოთ, ძალიან გთხოვთ ყველას, რომ ჩვენი გარდაცვლილი მოქალაქეების ტრაგედიაზე და უბედურებაზე  ნუ შევქმნით პოლიტიკურ დღის წესრიგს. კიდევ ერთხელ, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები და ღმერთმა გვაშოროს ეს უბედურება და ტრაგედია. მე ვარ საქართველოს მხარეზე. მე ვარ ჩემი ქვეყნის ინტერესების დამცველი და ასე იქნება მანამ, სანამ ვიქნები ცოცხალი. ეს უნდა იყოს ყველა ჩვენი მოქალაქის ვალდებულება. ეს უნდა იყოს ჩვენი ყველა მოქალაქის სურვილი. უნდა ვიფიქროთ ქვეყანაზე, საქართველოზე. მე ვარ სამართლიანობის მხარეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, ტერიტორიულ მთლიანობას და ბუნებრივია, ჩვენი სურვილია, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აკერმანის ტრენინგ გავლილ გიორგი მშვენიერაძეს აქ არაფერი გამოსდის და ჩვენს ყველაზე ერთგულ მეგობარ სახელმწიფო აზერბაიჯანზე ცდილობს ქილიკს და შეურაცხყოფას

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ადვაკად გიორგი მშვენიერაძის სტატუსს ეხმიანება და წერს, “რომ ცოტა ხნის წინ აკერმანის ტრენინგ…

თამთა მეგრელიშვილი მშვენიერაძეს: სამწუხაროა თქვენი ასეთი ფერისცვალება, ვის “პოლიტიკურ მრწამსს” ეწირებით?!

“საინტერესოა აღნიშნული სამართლებრივი ფორუმი თქვენს გემოვნებაში არ ჩაჯდა და უშინაარსოდ ამიტომ მიიჩნიეთ?!”- ასე გამოეხმაურა “ხალხის ძალის”…

გიორგი ხელაშვილი – არც ერთი ქვეყანა არ გზავნის მოხალისეებს უკრაინაში, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ამისკენ სიხარულით მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს, ეს არის ქართული რადიკალური ოპოზიცია

არც ერთი ქვეყანა არ გზავნის მოხალისეებს პირდაპირ უკრაინაში. მეტიც, ისინი არ ეხმარებიან მოხალისეებს, რომ წავიდნენ და…

ვლადიმერ ბოჟაძე გიორგი მშვენიერაძეზე: ამორალურია იყო ავტორიტარული რეჟიმის შემოქმედი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, გერქვას ,,უფლებადამცველი”, “ენჯეოშნიკი” და შეურაცხყოფას აყენებდე საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს, მეზობელ და მეგობარ აზერბაიჯანს

რა სამარცხვინო და ამორალურია იყო ავტორიტარული რეჟიმის შემოქმედი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, გერქვას ,,უფლებადამცველი”, “ენჯეოშნიკი” და შეურაცხყოფას…

ყველა გასამართლებული ლიდერი სასჯელს ღირსეულად შეხვდა, არც ერთ მათგანს და არც მათი ოჯახის წევრებს არ მოუწყვიათ ის ისტერიული სპექტაკლები და სიმულაცია, რასაც სააკაშვილი, მისი ოჯახი და გარემოცვა ეწევა

„ასამართლებენ თუ არა სახელმწიფოს ყოფილ და მოქმედ ლიდერებს? დიახ ასამართლებენ, რადგან ყველა ოდნავ მაინც დემოკრატიულ სახელმწიფოში,…

თამთა მეგრელიშვილი – ამ ქვეყანაში თუ ვინმემ ანტიდასავლური ქმედება განახორციელა ბოლო წლებში, ეს არის “ზოგიერთი მეგობრის” მიერ წახალისებული და შექებული ენჯეო ISFED

„ხალხის ძალის წევრი თამთა მეგრილიშვილი სოციალურ ქსელში ISFED -ის გამოქვეყნებულ ანგარიშსს ეხმიანება სადაც ნათქვამია, რომ „ხალხის…

ზურაბ ქადაგიძე პაატა ზაქარეიშვილს: იქნებ აიღოთ იარაღი ხელში და თქვენი გზა სამოთხისკენ თავად გაიკვალოთ, ქართველი ხალხი კი გადავწყვიტეთ, რომ ამ ქვეყანას დღეს ყველაზე მეტად მშვიდობა და სტაბილურობა სჭირდება!

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ „სადღეგრძელოებით ლაპარაკი აუცილებლად…

ნანა კაკაბაძე – სააკაშვილის ერთადერთი დაავადება ყოფილა ის, რომ პატიმრობას ვერ ეგუება და აქვს სტრესი, მიზანმიმართულად არ ჭამს საჭმელს, წონაში იკლებს და ცდილობს დაიმართოს კახექსია

სააკაშვილის დაპატიმრების დღიდან, ძალაუფლების დაბრუნებისათვის ბრძოლის მიუღებელი მეთოდებისა და საშუალებების მრავალფეროვან პალიტრაში გაჩნდა ახალი-სააკაშვილის წნევის, ჭამის…

ომისა და ღალატის პარტიის მიმართ ისმის საკმაოდ ლეგიტიმური შეკითხვა – ომის დაწყების შემთხვევაში თავად სად იქნებიან? პასუხი აქაც საკმაოდ მარტივია – ცხადია 2008 წლის აგვისტოში წითელი ხიდისკენ გაკვალულ გზაზე

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღიდან რადიკალური ოპოზიციისა და მათი დასავლეთელი ლობისტების მხრიდან მიმდინარეობს…

საქართველოში არსებობენ ძალები, რომლებიც ცდილობენ ტრაგედიები “სარფიანად” გაყიდონ. მათი პოლიტიკური ინტერესი მხოლოდ ერთია, საქართველო უკრაინა-რუსეთის ომში სამხედრო მხარედ დაფიქსირდეს

„უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის აბსურდული განცხადებები, ქართველი პოლიტიკოსების პროვოკაციული ქმედებები და დასავლელი ლობისტების მხრიდან პედალირებული კამპანია,…

30 ათასზე მეტი გარდაცვლილი პატიმრის ოჯახს და ნაწამებ პატიმრებს ჰკითხეთ, როგორ მოსწონდათ ის გაუსაძლისი გარემო, სადაც სასჯელს იხდიდნენ მუდმივი წამების პირობებში

„რადიკალური ოპოზიციის მიერ მოწყობილი მთელი ეს “ბალაგანი” კრიმინალ სააკაშვილის თემაზე საბოლოოდ დადის ორ მთავარ ფაქტორზე! 1…