მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ამბასადორ ბათუმი აილენდის“ მშენებლობის კაფსულის ჩაგდების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მიუხედავად მსოფლიოში შექმნილი რთული ვითარებისა, ქვეყანამ შეინარჩუნა მშვიდობა, სტაბილურობა და ძლიერი ეკონომიკური განვითარება. „მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას. რეცესია არის ყველგან თითქმის და ჩვენ შევინარჩუნეთ პირველ რიგში, მშვიდობა, სტაბილურობა და ძლიერი ეკონომიკური განვითარება. დღეს ჩვებს ქვყანას სწორედ ასეთი პროექტების განხორციელება სჭირდება, ძლიერი ეკონომიკური წინსვლა და პროგრესი, რაც რა თქმა უნდა, შექმნის უფრო მეტ სამუშაო ადგილებს, მეტ შემოსავალს, დოვლათს და მეტ კეთილდღეობას მოუტანს ჩვენს მოქალაქეებს, ეს არის ჩვენი საერთო სურვილი, ამოცანა და ოცნება, კიდევ ერთხელ მადლობა, გისურვებთ წარმატებებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
თვე: სექტემბერი 2022
ამ პროექტში მინიმუმ 100 მილიონი დოლარი დაიხარჯება და 2000 ადგილობრივი დასაქმდება-ირაკლი ღარიბაშვილი
ჩვენ დღეს ვიწყებთ მე ვიტყოდი, უნიკალური, მსოფლიო სტანდარტების შესაბამის პროექტს, რომელიც მართლაც გამორჩეულია ჩვენს რეგიონში. ეს არის პროქტი, რომელიც მოიცავს ორ ხელოვნურ ნახევარკუნძულს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ამბასადორ ბათუმი აილენდის“ მშენებლობის კაფსულის ჩაგდების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ამ პროექტში მინიმუმ 100 მილიონი დოლარი დაიხარჯება და 2000 ადგილობრივი დასაქმდება. „მინდა ყველას დიდი პატივისცემით მოგესალმოთ და მოგილოცოთ დღევანდელი დღე, ვინაიდან, ჩვენ დღეს ვიწყებთ მე ვიტყოდი, უნიკალური, მსოფლიო სტანდარტების შესაბამის პროექტს, რომელიც მართლაც გამორჩეულია ჩვენს რეგიონში. ეს არის პროქტი, რომელიც მოიცავს ორ ხელოვნურ ნახევარკუნძულს, ასევე აშენდება ერთი კუნძული, რომელიც გააერთიანებს გასართობ-გამაჯანსაღებელ, სპორტულ, საგანმანათლებლო კომერციულ საცხოვრებელ ტურისტულ მიმართულებებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ რეგიონში უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი ხელს შეუწყობს ბათუმის ისედაც ძლიერი საერთაშორისო რეპუტაციის ზრდას და აჭარის ეკონომიკურ წინსვლას. მე მინდა მივესალმო პროექტის ინიციატორს და ჩვენს ინვესტორს, „ამბასადორი ჯგუფის“ ხელმძღვანელს, ბატონ ქებურიას და მის ოჯახს. მინდა მადლობა გადავუხადო „ამბასადორი ჯგუფს“, ვინაიდან ამ კომპანიას მრავალი ათეული მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს უკვე განხორციელებული და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მათ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მართლაც უნიკალური პროექტები აქვთ შექმნილი, მათ შორის თბილისში, კახეთში, აჭარაში და ახლა უკვე ასეთია ჩვენი ქვეყნისა და მთელი რეგიონისთვის უნიკალური პროექტი. ასე, რომ მადლობა ინვესტორს. ამ პროექტში მინიმუმ 100 მილიონი დოლარი დაიხარჯება. საწყის ეტაპზე ასეა დაანონსებული და დასაქმდება 2000 ადგილობრივი ჩვენი მოქალაქე. მშენებლობის ნებართვის გაცემამდე კომპანიამ და მისმა დამფუძნებელმა, ყველა, პროცედურა გაიარეს, გაატარეს ამ პროექტის ექსპერტიზა, ჩართული ყავდათ შესაბამისი კვლევითი ინსტიტუტები და უმაღლესი კლასის პროფესიონალების მიერ არის ჩატარებული აღნიშნული პროექტი. ზოგადად მე მინდა ვთქვა რომ ჩვენ ეს პროექტი შეესაბამება ეკოლოგიურ და უსაფრთხოების სტანდარტებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ბათუმელებისთვის, ჩვენი აჭარელებისთვის. კიდევე ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო „ამბსადორ ჯგუფს“, პროექტის ავტორებს, ინიციატორებს. ეს მართლაც უნიკალური პროექტი ჩვენ ყველას გვახარებს. მე მინდა ჩვენი მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ამ ჯგუფს და სრული მხარდაჭერა გამოგიცხადოთ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
დიმიტრი სამხარაძე-რა დრო დამიდგა,ნოდარ ლადარიას 100%-ით ვეთანხმები
,,ქართული ოცნების,, დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს- მთავარი არხი • Mtavari ArkhiTV Pirveli • ტელეკომპანია…
კახა გულედანი ბაღების სააგენტოს მიერ განხორციელებულ პროექტებს გაეცნო
დედაქალაქის მერის მოადგილე კახა გულედანი, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებისმართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძესთან ერთად, სააგენტოსმიერ განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ…
ნაღდი თბილისელები კახა კალაძის გვერდით ვდგავართ
ეროვნული მოძრაობის ლიდერი, პოლიტიკოსი ირაკლი ბათიაშვილი კახა კალაძეს თბილისის საუკეთესო მერად მერად ასახელებს და თბილისში მიმდინარე…
ნოდარ ლადარია:არასოდეს ჰყოლია საქართველოს ასეთი უვარგისი პოლიტიკური ოპოზიცია
ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, ნოდარ ლადარია ოპოზიციას აკრიტიკებს და უვარგის უწოდებს.” არასოდეს ჰყოლია საქართველოს ასეთი უვარგისი პოლიტიკური…
6 სექტემბერს ბრიუსელში ირაკლი ღარიბაშვილის თავმჯდომარეობით საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართება
ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭო 6 სექტემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით გაიმართება. ევროკავშირის დელეგაციას, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების…
ზურაბ ქადაგიძე კუბილიუსს: საქართველო 2029 წელს იქ იქნება, სადაც მრავალი ათასი წელია არის. თავის ღირსეულ ადგილზე. შენ, სჯობს იმაზე იდარდო, შენ სად იქნები 2029 წელს
,,საქართველო 2029 წელს იქ იქნება სადაც მრავალი ათასი წელია არის, თავის ღირსეულ ადგილზე, თავისი ღირსეული კულტურით…
ბექა ლილუაშვილი სენაკის შუალედურ არჩევნებზე: ამ პროცესში მონაწილეობის მიღება არ გვსურს
„სენაკის ნაწილზე ჩვენ გვქონდა ჩვენი კონკრეტული პოზიცია, რომელიც გულისხმობდა იმას, რომ როგორც გაკეთდა სენაკში არჩევნები, ეგ…
რომან გოცირიძე სენაკის არჩევნებზე: „არ ვარ საქმის კურსში“
„არ ვარ საქმის კურსში“, – ასე უპასუხა გოცირიძემ Pia.ge-ს სატელეფონო ზარს კითხვაზე, რატომ არ წარადგინა „ნაციონალურმა…
ნიკა მელია ფბ მომხმარებელს – ვერავინ გაგამტყუნებთ, რომ ნაცმოძრაობის ამომრჩეველი არასდროს გახდებით
ნაცების ამომრჩევლები არასდროს გავხდებით, ნახევარი კლასი დამიჭირეთ, დამიინვალიდეთ. პირდაპირ დავწერ. არ გვჯერა, გვეშინია თქვენი რევანშისტული გამოსვლების.…
ეს ხელისუფლება უკვე ღიად ანტი-დასავლურია-ნათია მეზვრიშვილი
გახარიას პარტიის წევრი ნათია მეზვრიშვილი-რამე არ შეგვეშალოს. კარგად თუ დაუკვირდებით, ღარიბაშვილს არ უთქვამს, რომ ოთხეულის (ანუ…
ძალიან ბევრ სიბინძურეს ვითმენ თქვენგან, შესაბამისად, სასამართლოს გზით გადაწყდეს ყველაფერი-კახა კალაძე
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ „ტვ პირველისა“ და ამავე არხის ჟურნალისტის წინააღმდეგ სასამართლოში…
ვაშლიჯვარში ახალი დასასვენებელი სივრცე მოეწყობა
საბურთალოს რაიონის გამგეობა ვაშლიჯვარში, სარაჯიშვილის ქ. N1-ისმიმდებარედ ახალი დასასვენებელი სივრცის მოწყობას ახორციელებს.მიმდინარე სამუშაოები საბურთალოს გამგებელმა, გაიოზ…
ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების საფუძველზე, ყვარლის მუნიციპალიტეტში, ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებებში საქართველოს თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების საფუძველზე, ყვარლის მუნიციპალიტეტში, ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებებში საქართველოს თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან. შესაბამის დოკუმენტს მთავრობის მეთაურმა ხელი უკვე მოაწერა. „საქართველოს კონსტიტუციის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ყვარლის მუნიციპალიტეტში, ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტიანად განსახორციელებლად, გამოყენებულ იქნეს საქართველოს თავდაცვის ძალები“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში.