fbpx

ბექა ლილუაშვილი სენაკის შუალედურ არჩევნებზე: ამ პროცესში მონაწილეობის მიღება არ გვსურს

„სენაკის ნაწილზე ჩვენ გვქონდა ჩვენი კონკრეტული პოზიცია, რომელიც გულისხმობდა იმას, რომ როგორც გაკეთდა სენაკში არჩევნები, ეგ არის კანონდარღვევა. ფაქტობრივად, ეს არჩევნების მოპარვას ნიშნავს. შესაბამისად, ამ პროცესში, ჩვენ მონაწილეობის მიღება არ გვსურს. ეს არის მარტივად, რომ შევაფასოთ“, – აცხადებს ბექა ლილუაშვილი.

ცნობისთვის, 1-ელი ოქტომბრისთვის სენაკში შუალედური არჩევნები უნდა ჩატარდეს. მოსახლეობა ერთ მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

როგორც ცნობილია პარტია „საქართველოსთვის“ , „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა ოპოზიციური პარტიები კანდიდატს არ წარადგენენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება