fbpx

ნაღდი თბილისელები კახა კალაძის გვერდით ვდგავართ

ეროვნული მოძრაობის ლიდერი, პოლიტიკოსი ირაკლი ბათიაშვილი კახა კალაძეს თბილისის საუკეთესო მერად მერად ასახელებს და თბილისში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

“ამასწინ გავიარე მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით, სადაც დიდი სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულისკენ მიდის. ძალიან მიხარია, რომ თბილისის ეს ცნობილი ქუჩა მალე ისევე დამშვენებული გამოვა დღის შუქზე, როგორც ჩემი მშობლიური ჭავჭავაძის გამზირი და მრავალი სხვა დიდი თუ პატარა ქუჩა თბილისის სხვადასხვა რაიონებში.
მართლაცდა, პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი მერი აღმოჩნდა კახა კალაძე, რომლის ძალისხმევითაც უზარმაზარი აღმშენებლობითი სამუშაოები ჩატარდა ჩვენს დედაქალაქში: ამდენი ქუჩები, მიწისქვეშა კომუნიკაციები, პარკები, სკვერები, საბავშვო მოედნები, მწვანე საფარი, დევნილებისთვის გადაცემული ბინები…
ჩემო ძვირფასო თანამოქალაქეებო, ალბათ, უნდა ვისწავლოთ, რომ ვიყოთ მეტად ობიექტურები და შეგვეძლოს გაკეთებული საქმეების აწმყოში დანახვა-დაფასება. მართებულია ადამიანის რეალურ დამსახურებაზე ვილაპარაკოთ არა მხოლოდ ათწწლეულების და ასწლეულების შემდეგ და, როგორც გვჩვევია ხოლმე, გულისტკივილით აღვნიშნოთ: თურმე რამდენი კარგი რამე გაკეთებულა, არამედ აწმყოშივე ვხედავდეთ ჩვენი ქვეყნისთვის გაკეთებულ სიკეთეებს.
ვუსურვებ ჩვენს მერს, კახა კალაძეს, გულთან ახლოს არ მიიტანოს ბინძური პროვოკაციები და იცოდეს, რომ ნაღდი თბილისელები მის გვერდით ვდგავართ.წერს ირაკლი ბათიაშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება