fbpx

გეხვეწები, ლუბლიანაზე მივდივარ ახალგაზრდა მეხანძრეს სისხლი სჭირდება -ნუნუკა გაბრიელაშვილი

სასწრაფო დახმარების ექიმი ნუნუკა გაბრიელაშვილი სოციალურ ქსელში წერს- სამყარო იმას გიბრუნებს უკან, რასაც მასთან აგზავნი ნიკა…

ერთობლივი განცხადება პრესისთვის საქართველოსა
და ევროკავშირს შორის გამართული ასოცირების
საბჭოს მე-7 სხდომის შემდეგ

2022 წლის 6 სექტემბერს, ქ. ბრიუსელში, საქართველოსა და ევროკავშირს შორისასოცირების საბჭოს მე-7 სხდომა გაიმართა.ასოცირების საბჭომ ხაზი…

ზურაბ ქადაგიძე ляка ხოშტარიაზე: ყელამდე ნეხვშია

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ლიაკა ხოშტარიას უსაზღვრო უსინდისობაზე სოციალურ ქსელში წერს: -“არ ასვენებს გამჩენი, არ ჩერდება, არ…

Reuters: აშშ-სა და ევროკავშირში რუსული ფერადი ლითონების იმპორტი გაიზარდა

ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაზარდეს რუსეთისგან სამრეწველო ლითონების შეძენა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს ვაჭრობის…

კახა კალაძე რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე: ხელისუფლება არსებობს
იმისთვის, რომ საფრთხეები გააზრებული პოლიტიკით გაანეიტრალოს ისე, როგორც
ეს დღემდე გავაკეთეთ

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლება არსებობსიმისთვის, რომ საფრთხეები გააზრებული პოლიტიკით გაანეიტრალოს. ამისშესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.კითხვაზე,…

თბილისის მუნიციპალიტეტს ახალი სპეცტექნიკა შეემატა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფისა“ და „თბილისისმუნიციპალური ლაბორატორიის“ ახალი სპეცტექნიკის პრეზენტაცია გამართა.როგორც მან პრეზენტაციაზე სიტყვით…

ლევან ნიკოლეიშვილი – უტიფრობის და უსინდისობის ხორცშესხმული არსება, ელენე ხოშტარია. ყოველ თვე ეს ლოთი კრემლიდან მილიონობით რუბლს იღებს და სხვას ედავება რუსეთთან კავშირს

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში „დროას“ დამფუძნებელ ელენე ხოშტარიას განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. „უტიფრობის და უსინდისობის…

თამარ ჩერგოლეიშვილი ჯოზეფ ბორელზე –  ესენი ისევ ჩვენ მოგვიწოდებენ, რომ დავლაგდეთ, გახსოვდეთ,  დასავლეთი ზელენსკის ქვეყნის დატოვებას სთავაზობდა

ქართველებმა თუ თავს არ ვუშველეთ და ამ ფუყე, არაფრისმთქმელ და უშინაარსო მოწოდებებს, აქ რეალობის სწორი აღქმა…

ირაკლი ღარიბაშვილი- ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებელ გზაზე საქართველოს წინსვლისთვის მჭიდრო თანამშრომლობის და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების განხორციელების იდეის ერთგულნი ვართ

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებელ გზაზე საქართველოს წინსვლისთვის მჭიდრო თანამშრომლობის და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების განხორციელების იდეის ერთგულნი ვართ ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. მთავრობის მეთაურის თქმით, ბრიუსელში, ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრაზე შავი ზღვის დაკავშირებადობის საკითხი განიხილეს. „შევხვდი ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებელ გზაზე საქართველოს წინსვლისთვის მჭიდრო თანამშრომლობის და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების განხორციელების იდეის ერთგულნი ვართ. დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ შავი ზღვის დაკავშირებადობის საკითხი. ვაცნობიერებთ, რომ ლოგისტიკური და ენერგომარშრუტების დივერსიფიკაცია საკვანძო საკითხია ევროკავშირის უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის მდგრადობისთვის,-“ წერს პრემიერ-მინისტრი.

ირაკლი ღარიბაშვილი – მმართველი პარტია და მთავრობა კარს ვუხსნით ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, ყველა ოპოზიციურ პარტიას

მმართველი პარტია და მთავრობა კარს ვუხსნით ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, ყველა ოპოზიციურ პარტიას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია არ იღებს მონაწილეობას ამ პროცესში. „მე უკვე ვახსენე და მინდა გავიმეორო, რომ მმართველი პარტია და მთავრობა კარს ვუხსნით ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, ყველა ოპოზიციურ პარტიას. როგორც ვახსენე ჩემს განაცხადში, სამწუხაროდ, ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, განსაკუთრებით მთავარი ოპოზიციური პარტია არ იღებს მონაწილეობას ამ პროცესში. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, გავიმეორო და დავადასტურო ჩვენი სრული მზაობა, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ვითანამშრომლებთ, მათ შორის მათთან, ვინც პარლამენტში, ან პარლამენტს მიღმა არიან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან. როგორც ბატონმა ჟოზეფ ბორელმა ბრძანა, არა მარტო მთავრობა, არამედ, მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა იღებდეს ამ პროცესში მონაწილეობას. ამიტომ, ეს არის ჩვენი ნათელი განზრახვა და მოტივაცია. საქართველო არის მზად, მმართველი პარტია არის მზად, რომ 12-ვე პრიორიტეტი შესრულდეს“, – განაცხადა პრემიერმა.

ოლივერ ვარჰეი- ვაჭრობის მიმართულებით წარმატება გვაქვს, ძალიან მიხარია რომ ევროკავშირის საწარმოები მეტ შესყიდვებს განახორციელებენ, რადგან ჩვენი შეთანხმება ამის საშუალებას იძლევა

ვაჭრობის მიმართულებით წარმატება გვაქვს, ძალიან მიხარია რომ ევროკავშირის საწარმოები მეტ შესყიდვებს განახორციელებენ, რადგან ჩვენი შეთანხმება ამის საშუალებას იძლევა- ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და  საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ჯოზეფ ბორელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ოლივერ ვარჰეის თქმით,  საქართველოსა და ევროკავშირს შორის დაკავშირებადობა  ციფრული, ენერგო ან სატრანსპორტო კავშირების გამოყენებით პრიორიტეტულია. „გასული წლის საბჭოს შეხვედრის შემდეგ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები დაწინაურდა. ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ კომუნიკაცია მოხდეს ძალიან მკაფიო ჩვენი თანამშრომლობის შესახებ. ამ კონტექსტში მინდა ხაზი გავუსვა პარტნიორობის ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას, რომელშიც 3,9 მილიარდი ევროს მობილიზაცია მოხდება საჯარო და კერძო სექტორიდან მხოლოდ საქართველოში. საინვესტიციო კლიმატის მიმართულებით ამ პოტენციალის ასათვისებლად მნიშვნელოვანი ძალისხმევა იქნება საჭირო. კოვიდის კრიზისის შემდეგ ეს მუშაობა გააქტიურდება, გარკვეული გამოწვევები იქნება დაძლეული, განსაკუთრებით საქართველოს მოსახლეობის, ვთქვათ, ევროკავშირში მაძიებელთა მიმართულებით. ჩვენ შევეცდებით გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა ამ მიმართულებით. რაც შეეხება ვაჭრობას, წარმატება ვიხილეთ. ძალიან მახარებს, რომ ევროკავშირის საწარმოები მეტ შესყიდვებს განახორციელებენ, იმიტომ, რომ ჩვენი შეთანხმება იძლევა ამის საშუალებას. ჩვენ შევთანხმდით, რომ მცირე და საშუალო საწარმოებში მოხდება ჩვენი თანამშრომლობის მიერ  შეთავაზებული შესაძლებლობების გამოყენება და ათვისება. დაკავშირებადობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის – იქნება ეს ციფრული, ენერგო ან სატრანსპორტო კავშირების გამოყენებით, აუცილებელი იქნება ჩვენი საზოგადოებების დასაახლოებლად.  დასკვნის სახით მინდა დავადასტურო: ჩვენი მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს დავეხმაროთ იმ 12 პრიორიტეტის განხორციელებაში, რომელიც ევროკავშირმა განსაზღვრა, საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში და ქვეყნის მედეგობის გაზრდაში, რათა სარგებელი მოუტანოს ამან ყველაფერმა საქართველოს მოსახლეობას. ყოველთვის გექნებათ ჩემი პირადი დახმარების საფუძველი და მიზეზი“,- აღნიშნა ოლივერ ვარჰეიმ.

ირაკლი ღარიბაშვილი – დიდად ვაფასებთ ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ისევე როგორც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში

პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრას სოციალურ ქსელ ტვიტერში ეხმაურება. მთავრობის მეთაურის თქმით, ჯოზეფ ბორელთან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ სფეროებში თანამშრომლობა განიხილა. „ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელსა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან. მქონდა შესაძლებლობა განმეხილა ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ სფეროებში თანამშრომლობა. დიდად ვაფასებთ ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ისევე როგორც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში”,-წერს პრემიერი.

ჯოზეფ ბორელი- ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობა თვისობრივად მაღალ დონეზე გადავიდა და საქართველო მტკიცედ ადგას ევროპულ გზას

ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობა თვისობრივად მაღალ დონეზე გადავიდა და საქართველო მტკიცედ ადგას ევროპულ გზას- ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. „დღევანდელი შეხვედრა, მეშვიდე საბჭოს სხდომა იმის მტკიცებულებაა, რომ ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე ეს სხდომა ცხადჰყოფს, რომ ჩვენი ურთიერთობა თვისობრივად მაღალ დონეზე გადავიდა და საქართველო მტკიცედ ადგას ევროპულ გზას. მოუთმენლად ველი საქართველოში წინსვლის ნახვას ამ გზაზე და იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური ძალები საქართველოში ამ ისტორიულ შესაძლებლობას გამოიყენებენ და ძალისხმევას გაზრდიან იმისათვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს და ევროკავშირს კიდევ უფრო დაუახლოვდეს”,- აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში პოლიტიკური დიალოგი ცენტრალური მნიშვნელობის საკითხია. „მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა იმ პოლიტიკური დიალოგის შესახებ, რაზეც საუბარი გვქონდა საბჭოზე, რომელსაც დღეს ვატარებდით. ეს არის ცენტრალური მნიშვნელობის მქონე საკითხი, მასზე დღესაც ვისაუბრეთ და მომავალშიც ვისაუბრებთ. ჩვენ მეგობრები და პარტნიორები ვართ  და შეგვიძლია ღიად ვისაუბროთ ამ საკითხზე, როდესაც ეს საკითხი შესრულდება. ხაზი უნდა გაესვას, რომ მეტი ძალისხმევა არის ამ მიმართულებით საჭირო. ჩვენი შეფასება გავაცანი პარტნიორებს იმ სფეროებში, სადაც საქართველოს გარკვეული წუხილი უკავშირდება: სასამართლო სისტემა, სამართლის უზენაესობა, მედიის თავისუფლება, მათ შორის მზარდი პოლიტიკური წნეხი, საზედამხედველო ინსტიტუტების დამოუკიდებლობა და მედია. ეს სფეროები ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ როცა საუბარია ევროპულ ფასეულობებზე და პრინციპებზე და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველო ამ საკითხებს მოაგვარებს და მთელი პოლიტიკური სპექტრი, უპირველეს ყოვლისა მთავრობა და ასევე სამოქალაქო საზოგადოება ჩაერთვება ამაში. ჩვენ ამ სიტუაციას ვაკვირდებით, მათ შორის სეპარატისტული რეგიონებიდან მომდინარე ინფორმაციას. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ევროკავშირი მტკიცედ დგას საქართველოს გვერდით და სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას ამ მიმართულებით ჩვენი სპეციალური წარმომადგენლის საშუალებით და ჩვენი სამოქალაქო მონიტორინგის მისიის საშუალებით“,- განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.