fbpx

ერთობლივი განცხადება პრესისთვის საქართველოსა
და ევროკავშირს შორის გამართული ასოცირების
საბჭოს მე-7 სხდომის შემდეგ

2022 წლის 6 სექტემბერს, ქ. ბრიუსელში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის
ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომა გაიმართა.
ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა 2022 წლის 23 ივნისის ევროპული საბჭოს
გადაწყვეტილების ისტორიულ მნიშვნელობას, რომელმაც საქართველოს
ევროპული პერსპექტივა აღიარა. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ევროპული საბჭოს
მზაობას, საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი, როგორც კი ის
შეასრულებს ევროკომისიის მოსაზრებაში განსაზღვრულ პრიორიტეტებს.
საქართველოს და მისი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია. ამ კონტექსტში,
ევროკავშირი მიესალმა საქართველოს პარლამენტში დაწყებულ მუშაობას და
მოუწოდა მმართველ პარტიას, რომ სამოქალაქო საზოგადოებისა და
საპარლამენტო ოპოზიციური ჯგუფების წარმომადგენლებთან ერთად ჩაერთოს
ინკლუზიურ პროცესში. ევროკავშირმა ქართულ პოლიტიკურ ძალებს მოუწოდა
გაერთიანებისკენ, ერთობლივი მუშაობისა და თანამშრომლობისკენ აღნიშნული
პრიორიტეტების შესრულების მიზნით, რაც უმნიშვნელოვანეს ამოცანას
წარმოადგენს.  ევროკავშირმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ევროპული გზა
დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია. ევროკავშირი მზადაა, გამოიყენოს
ყველა ინსტრუმენტი მის მხარდასაჭერად.
ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველო-ევროკავშირის 2021-2027 წწ.
ასოცირების განახლებული დღის წესრიგის დამტკიცებას. დოკუმენტი მოიცავს
ერთობლივად შეთანხმებულ პრიორიტეტებს, რომელთა მიზანია ასოცირების
შეთანხმების განხორციელების ხელშეწყობა, ღრმა და ყოვლისმომცველი
თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით. ევროკავშირმა და საქართველომ
კიდევ ერთხელ დაადასტურეს უწყვეტი ვალდებულება, ხელშესახები სარგებელი
მოუტანონ საქართველოს მოქალაქეებს თანამშრომლობის ძირითად სფეროებში.
ევროკავშირი მხარს დაუჭერს საქართველოს შეთანხმებული ამოცანებისა და
პრიორიტეტების განხორციელების პროცესში.
ასოცირების საბჭომ განმეორებით დაადასტურა ვალდებულება, კიდევ უფრო
გააძლიეროს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, მათ შორის
ასოცირების შეთანხმების პოტენციალის, ღრმა და ყოვლისმომცველი
თავისუფალი ვაჭრობის სივრცესთან ერთად, სრულად ათვისების გზით.
ასოცირების საბჭომ აღნიშნა, რომ ასოცირების შეთანხმებისა და მისი ღრმა და
ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტის ეფექტიანი
განხორციელება, რაც უკავშირდება რეგულაციური დაახლოებისა და მასთან

დაკავშირებული აუცილებელი რეფორმების უფრო ფართო პროცესს, ხელს
უწყობს ევროკავშირთან გაძლიერებული ეკონომიკური და სავაჭრო
ურთიერთობებისთვის შესაბამისი პირობების შექმნას, რითაც განაპირობებს
საქართველოს შემდგომ ეტაპობრივ ეკონომიკურ ინტეგრაციას ევროკავშირის
შიდა ბაზარზე, როგორც ეს გათვალისწინებულია ასოცირების შესახებ
შეთანხმებით.
ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მიერ მთელი რიგი რთული რეფორმების
გატარებას და ბევრ დარგში საკუთარი კანონმდებლობის ევროკავშირის
კანონმდებლობასთან წარმატებულ დაახლოებას. თუმცა, ევროკავშირმა
მნიშვნელოვანი შეშფოთება გამოხატა რამდენიმე საკვანძო მიმართულებით 2021
წელს არსებითი პროგრესის ნაკლებობასა და ნეგატიურ განვითარებებთან
დაკავშირებით. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, გააორმაგოს ძალისხმევა
დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციისა და პოლიტიკური პოლარიზაციის
შემცირების, კანონის უზენაესობის, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის,
მიუკერძოებლობისა და ანგარიშვალდებულებისა და კორუფციის წინააღმდეგ
ბრძოლის გაძლიერების მიზნით. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს კიდევ
უფრო გაზარდოს ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების
პატივისცემა, მათ შორის გენდერული თანასწორობა და სოციალურ, პოლიტიკურ
და ეკონომიკურ ცხოვრებაში უზრუნველყოს თანაბარი მოპყრობა მამაკაცებსა და
ქალებისადმი, ასევე უმცირესობებს მიკუთვნილი პირების მიმართ განურჩევლად
რელიგიისა თუ რწმენისა, რასისა, ეთნიკური თუ ეროვნული წარმოშობისა,
სქესისა, ენისა, სექსუალური ორიენტაციისა, გენდერული იდენტობისა,
შესაძლებლობისა და სხვა,  ასევე, ხაზი გაუსვა მედიის თავისუფლებისა და
სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას. დემოკრატია, კანონის
უზენაესობა და ადამიანის უფლებები ძირეული პრიორიტეტებია, რომლებიც
ევროპულ გზაზე საქართველოს წინსვლას განსაზღვრავს. ასოცირების საბჭო
მიესალმა პროგრესს ადამიანის უფლებათა 2022-2030 წწ. სტრატეგიის
შემუშავების პროცესში. ევროკავშირმა განმეორებით აღნიშნა, რომ საქართველოს
პარლამენტში დაგეგმილი დისკუსიები ქმნის კარგ შესაძლებლობას
ინკლუზიური მიდგომისათვის და ყველა ძირითად აქტორთან სათანადო
კონსულტაციების საწარმოებლად.
ასოცირების საბჭომ განმეორებით აღნიშნა, რომ სასამართლოს
დამოუკიდებლობის უმაღლესი სტანდარტების, სამართლიანი სასამართლოს
უფლება და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოს ძირეულ
ვალდებულებებს წარმოადგენს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების
შეთანხმების ფარგლებში. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს ეფექტიანად
უზრუნველყოს სასამართლო და პროკურატურის ორგანოების
დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და ანგარიშვალდებულება და მიიღოს და
განახორციელოს მართლმსაჯულების 2021 წლის შემდგომი ამბიციური
რეფორმის სტრატეგია, რომელიც დაფუძნებული იქნება ფართო, ინკლუზიური

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება