fbpx

გეხვეწები, ლუბლიანაზე მივდივარ ახალგაზრდა მეხანძრეს სისხლი სჭირდება -ნუნუკა გაბრიელაშვილი

სასწრაფო დახმარების ექიმი ნუნუკა გაბრიელაშვილი სოციალურ ქსელში წერს-

სამყარო იმას გიბრუნებს უკან, რასაც მასთან აგზავნი🙏🙏🙏

ნიკა ედიშერაშვილი, მეხანძრე, მართლაც მამაცი და ჩემთვის, ჩვენთვის ამ დროის გმირი

დღეს დილით,სასწრაფოში წასვლამდე, დაფიქრების გარეშე, მე-4 ჯგუფის სისხლი მაქვს, გავიქეცი კლინიკაში. პეტრიწზე გავაჩერე ტაქსი, ახალგაზრდა მამაკაცი იყო საჭესთან და ვეუბნები: გეხვეწები, ლუბლიანაზე მივდივარ ახალგაზრდა მეხანძრეს სისხლი სჭირდება და უნდა მოვასწრო სისხლის ჩაბარება, სამსახურში მისვლამდე,-თქო.ვაძლევ 5 ლარს, ბოდიში მოვუხადე, ხელზე მეტი არ მქონდა, ბანკომატიდან არღებაზე არც მიფიქრია დაა, მისი პასუხი:,, მე რა ვქნა, 8 ლარი მინდა”

მე არ მახსოვს, ბოდიში, ვაგინე და ვუთხარი შენ ეხლა ადამიანი ხარ-თქოო. უცებ გაჩერდა ტაქსი, ასაკოვანი მამაკაცით, შვილო მოდი ჩაჯექი, რა ხდებაო. რომ გაიგო საქმის ვითარება, დამამშვიდა, ჩამიყვანა კლინიკაში, 4 ლარზე მეტი არ აიღო და დალოცა ნიკაც და მეც

ნიკა, უდაოდ კარგად იქნება ამდენი ადამიანის დახმარებით და უფლის წყალობით, მაგრამ ეს ახალგაზრდა ყმაწვილი როგორ უნდა ამბობდეს საქართველოს და მეგობრობის სადღეგრძელოს,ასეთი სინდისით და მორალით

ადამიანებო, განა ფულია ყველაფერი??? დავფიქრდეთ, ვიზრუნოთ ერთმანეთზე, ვიყოთ არა ერთმანეთის მტრები და მოძულენი

ჩვენს შვილებზე და შვილიშვილებზე ვიფიქროთ, ჩვენმა სიკეთემ მათზე ბუმერანგის პრინციპით იმოქმედოს

უფლის წყალობა არ მოგვეშალოს ადამიანებოო

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება