fbpx

Reuters: აშშ-სა და ევროკავშირში რუსული ფერადი ლითონების იმპორტი გაიზარდა

ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაზარდეს რუსეთისგან სამრეწველო ლითონების შეძენა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს ვაჭრობის შესახებ გაეროს მონაცემებზე დაყრდნობით.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მარტიდან ივნისის ჩათვლით, 70%-ით გაიზარდა რუსეთიდან აშშ-სა და ევროკავშირში ფერადი ლითონების, ალუმინის და ნიკელის იმპორტი და 1.98 მილიარდი დოლარი შეადგინა.

დასავლეთის სახელმწიფოების მიერ რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციები სამრეწველო ლითონებს ნაკლებად შეეხო. უკრაინის ხელისუფლება მსოფლიოსგან დიდი ხანია ითხოვს, რუსეთთან ნებისმიერი სახის სავაჭრო ურთიერთობის შეწყვეტას.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება