საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეს ალაჰშუქურ ფაშაზადეს შეხვდა. კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისგან გულთბილი მოკითხვა გადასცა. როგორც მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე აღნიშნა, აზერბაიჯანი არა მხოლოდ საქართველოს მეზობელი, არამედ მოძმე ხალხია, მეგობარი სახელმწიფოა და საქართველო აფასებს იმ ძმობას და მეგობრობას, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს. „მინდა, კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემა დაგიდასტუროთ ჩვენი მხრიდან. მოხარული ვარ თქვენი ნახვით საქართველოში. დიდი პატივია ჩვენთვის თქვენი მასპინძლობა საქართველოში, მე მახსოვს, რამდენიმე წლის წინ შევხვდით, ძალიან კარგი საუბარი გვქონდა და მიხარია, რომ დღეს ისევ გვეწვიეთ თბილისში. ყოველთვის ვამბობ, რომ აზერბაიჯანი არა მხოლოდ ჩვენი მეზობელი, არამედ ჩვენი მოძმე ხალხია, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა და რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ ძმობას და მეგობრობას, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს. ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი შედეგი, კონკრეტული პროგრესი, გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა და თქვენი ვიზიტი არის დასტური ამ ძმობის და სიყვარულის. მე განსაკუთრებით მახარებს ის ფაქტი, რომ თქვენ განსაკუთრებული მეგობრობა გაკავშირებთ ჩვენს უწმინდესთან და მე ვიცი თქვენი განსაკუთრებული პატივისცემის შესახებ“, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. შეხვედრაზე ალაჰშუქურ ფაშაზადემ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის წვლილი ორი ქვეყნის ძმურ და მეგობრულ ურთიერთობებში. „მადლობას გიხდით თქვენი ძვირფასი დრო რომ დაგვითმეთ. ჩვენმა წინა შეხვედრამ თბილ და მეგობრულ გარემოში ჩაიარა და რა თქმა უნდა, მივესალმები. სანამ ვიზიტი დაიწყებოდა, პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან კავშირი გვქონდა და მან განსაკუთრებით მთხოვა, რომ თქვენთვის პირადად გადმომეცა მისი გულთბილი სალამი და ეს მოვალეობა შევასრულე. მე პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ის, რომ კავკასიაში ამ ორი, მეზობელი ქვეყნის ურთიერთობები პოლიტიკურ ჭრილში, ეკონომიკური, კულტურული, რელიგიური თუ სხვა მიმართულებებით მაღალ დონეზეა, ეს ცალსახად აღსანიშნავია. თქვენი და ბატონი პრეზიდენტის ურთიერთობის შესახებ მე წინა შეხვედრებზეც მქონდა საუბარი ბატონ პრეზიდენტთან. ის ყოველთვის განსაკუთრებულად მოგიხსენიებთ, დიდი პატივისცემით არის განწყობილი თქვენს მიმართ და თქვენი ურთიერთობა, აისახება ხალხზეც, ქვეყნებზეც და თქვენი მაღალი დონის ურთიერთობებშიც და ეს არის ჩვენთვის მაგალითი“, – განაცხადა ალაჰშუქურ ფაშაზადემ. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა ღონისძიებებზე, რომელიც საქართველოს მთავრობის მხრიდან, მუსლიმი თემის მხარდაჭერის მიმართულებით ხორციელდება. შეხვედრაზე ითქვა, რომ ამ დროისთვის სახელმწიფომ მუსლიმებს სარგებლობაში გადასცა 228 მეჩეთი, ასევე 1300 კვ. მეტრი მიწა თბილისში „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ ცენტრალური ოფისის ასაშენებლად. დღეის მდგომარეობით საქართველოში 300 მოქმედი მეჩეთი არსებობს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი, კავკასიის მუსლიმთა თემის თავჯდომარის პირველი მოადგილე სალმან მუსაევი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიური ასოციაციების სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე საიბ ნაგიევი ესწრებოდნენ. საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტი, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი მეუფე გერასიმე, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე.
თვე: ივლისი 2022
ზურაბ ქადაგიძე IDEA -ს კვლევაზე: სად არის ის ხალხი, ვინც გაიძახის საქართველოში ავტოკრატია და ოლიგარქიული მმართველობააო? ფაქტები საპირისპიროს ამტკიცებს
პოლიტიკა აღქმებით და შეხედულებებით კეთდებაო… სად არის ის ხალხი, რომ გაიძახის საქართველოში ავტოკრატია და ოლიგარქიული მმართველობააო?…
გარდაბანში უფასო სკრინინგ აქცია ჩატარდა
გარდაბანში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით და საქართველოს ფთიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაციის, წითელი ჯვრის საზოგადოების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ექვსი დაავადების უფასო სკრინინგ აქცია ჩატარდა. უფასო სამედიცინო კვლევების მიმდინარეობას, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვახტანგ გაგუა და გარდაბნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელი მარინა…
ზაალ ანჯაფარიძე: პოლიტიკური პარტიების თავისუფლების კრიტერიუმით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია. ეს მათ გასაგონად, ვინც ოპოზიციის შევიწროებაზე მოთქვამს!
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში “დემოკრატიისა და საარჩევნო დახმარების საერთაშორისო ინსტიტუტის“ 2021 წლის კვლევას ეხმიანება. მისი…
დიღმის მასივში ავტოფარეხების ნაცვლად მოსასვენებელი სივრცე მოეწყო
დიღმის მასივში, მეოთხე კვარტლის მე-17 და მე-18 კორპუსების მიმდებარედ,ავტოფარეხების ადგილზე, მოსასვენებელი სივრცე მოეწყო.დიდუბის გამგეობამ გასულ წელს…
ირაკლი ქადაგიშვილი: გოგაშვილი თვითონ იყო უშიშროების ერთ-ერთი ხელმძღვანელი და გამოდის, თვითონ უწყობდა ამას ხელს. სწორედ, ეს არის მანიპულაცია რასაც გოგაშვილი მიმართავს
„გოგაშვილი თვითონ იყო უშიშროების ერთ-ერთი ხელმძღვანელი და გამოდის, თვითონ უწყობდა ხელს. თუ იცოდა ეს, რატომ არ…
ირაკლი კობახიძე – ვერავითარ მამხილებელ მასალას ვერ დებენ, „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიები ერთსა და იმავე გაუგებარ ფურცლებს ატრიალებენ ხან გოგაშვილის, ხან ხოჯევანიშვილის ეგიდით
ნაცმოძრაობის“ ტელევიზიების მხრიდან ერთი და იგივე გაუგებარი ფურცლების ტრიალი ხდება ხან გოგაშვილის ეგიდით, ხან ხოჯევანიშვილის, –…
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარხანსა და ხევაშენს შორის არსებული „პაჭოს წყლის“ მიმდებარედ- დასასვენებელი სკვერის მოწყობა დასრულდა
ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა, საბავშვო-გასართობი მოედანი კი ინვენტარით ,,World Vision საქართველო’’-მ აღჭურვა. დასრულებული…
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადაცემაში „იმედი LIVE“
▪️„ევროპარლამენტარების დელეგაციასთან ძალიან საინტერესო და პოზიტიური შეხვედრა გვქონდა – მათი სურვილია, რომ ოპოზიცია 12 პუნქტის შესასრულებლად…
ჩვენი სამშობლო საფრთხეშია!უპირველესად, მოსალოდნელია საინფორმაციო ომი მისი ყველა მეთოდითა და მახასიათებლით!
ჟურნალისტი ბონდო მძინარიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო საფრთხეშია და რომ ქვეყნის შიგნით მდგომარეობა უკიდურესად გამწვავდება. “საქართველოში სახელმწიფო…
მინდა მივმართო ამ ევროპარლამენტარებს, რომ ნამდვილად გაოცებულები ვართ მათი ქმედებებით, რადგან მე არ მახსენდება, ჩვენთან მოსულიყვნენ და ჩვენი გულისტკივილი ეკითხათ
ძალიან აღელვებული ვიყავით, სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩემნაირად განადგურებული ადამიანები, რადგან ევროპარლამენტარები დიდი გულისტკივილით და გულშემატკივრობით ეახლნენ…
არ გამოგივათ ორ სკამზე ჯდომა და “შუაშისტის” თამაში,რადგან ძალიან სასაცილოდ გამოიყურება პრეზიდენტი “პოლიტიკური არლეკინის” ნიღბით…
ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელ პოლიტიკურ განცხადებებს ეხმიანება და პრეზიდენტს მომართავს. ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენ რასაც…
ელისო კილაძე ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილს სახლში მიუვარდა(ვიდეო)
“ქრონიკა”+ -ის რედაქტორი ელისო კილაძე ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილს სახლში მიუვარდა და მძინარე ზაქარეიშვილს(ლაივში) ვიდეოს უღებდა, ადგილზე…
დაბა კოჯორში, იუნკერთა ქუჩაზე საგზაო მოძრაობა აღდგენილია
დაბა კოჯორში, იუნკერთა ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობააღდგენილია. სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელიაკიკეთიდან კოჯრის მიმართულებით და პირიქით.აღნიშნული…
სამტრედიაში საქართველოს ეროვნული გმირის ირაკლი ქუთათელაძის ხსოვნის ტურნირმა სტარტი აიღო
მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე თედო კაკულიას სახელობის მინი სტადიონზე, სტარტი აიღო ტრაგიკულად დაღუპული…