fbpx

სამტრედიაში საქართველოს ეროვნული გმირის ირაკლი ქუთათელაძის ხსოვნის ტურნირმა სტარტი აიღო

მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე თედო კაკულიას სახელობის მინი სტადიონზე, სტარტი აიღო ტრაგიკულად დაღუპული ირაკლი ქუთათელაძის ხსოვნისადმი მიძღვნილმა ტურნირმა მინი ფეხბურთში ორგანიზაციებს შორის.

მინი ფეხბურთის ტურნირში სხვადასხვა ორგანიზაციის რვა გუნდი იღებს მონაწილეობას.

ტურნირის გახსნას მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვაჟა სტურუა, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ასევე ირაკლი ქუთათელაძის მამა, ნუკრი ქუთათელაძე და თედო კაკულიას მამა, ბეჟან კაკულია ესწრებოდნენ.

დავით ბახტაძე – ,, ჩვენი პრიორიტეტია, რომ ახალგაზრდებში მაქსიმალურად დავნერგოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი, რისთვისაც მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სპორტული აქტივობები ტარდება. აღნიშნული ტურნირი გმირულად დაღუპული ირაკლი ქუთათელაძის სხოვნის უკვდავსაყოფად ტარდება. მის სახელს დავიწყებას არასდროს არ მიეცემა. მომავალში სპორტის მიმართულებით კიდევ უფრო მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიებები ჩატარდება. წელს ტურნირს რამდენიმე ახალი გუნდი შემოუერთდა და მინდა ყველას წარმატება ვუსურვო.”

გამარჯვებულ გუნდებს ფულადი ჯილდო და საჩუქრები გადაეცემათ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება