fbpx

სამტრედიაში საქართველოს ეროვნული გმირის ირაკლი ქუთათელაძის ხსოვნის ტურნირმა სტარტი აიღო

მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე თედო კაკულიას სახელობის მინი სტადიონზე, სტარტი აიღო ტრაგიკულად დაღუპული…

კასიანოვის განცხადებაზე: პირდაპირი სურვილი არის გამოხატული უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, რომ საქართველო გახდეს მეორე ფრონტი

კიდევ ერთხელ მოხდა იმის აფიშირება, რასაც ამდენი ხანია ვამბობთ – არის პირდაპირი სურვილი გამოხატული უკრაინის ხელისუფლების…

ევროპარლამენტარებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს მხარდაჭერა საქართველოს ევროპული კურსის მიმართ, რაც ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა

შედგა შეხვედრა ევროპარლამენტარების დელეგაციის წარმომადგენლებთან, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბატონი დევიდ მაკალისტერი. იყო ძალიან საინტერესო დისკუსია ყველა თემასთან…

ილია დარჩიაშვილი – პრემიერის ვიზიტმა საერთო ჯამში უნდა შეუწყოს ხელი ჩვენი რეგიონის თანამშრომლობას შუა აზიის ქვეყნებთან

დასრულდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი თურქმენეთში. ვიზიტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა – ხელს შეუწყობს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო  გაძლიერებას და გაღრმავებას და ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც აქვს ორ ქვეყანას უნდა იქნას მაქსიმალურად ათვისებული და გაძლიერებული ამ თანამშრომლობის პარალელურად,  -ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა მთავრობის მეთაურის ოფიციალური ვიზიტის შეფასებისას თურქმენეთში განაცხადა. მისივე თქმით, ზოგადად უზბეკეთში და თურქმენეთში პრემიერის ვიზიტები ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონის თანამშრომლობას შუა აზიის ქვეყნებთან. „ზოგადად, პრემიერ-მინისტრის შუა აზიაში ვიზიტს აქვს განსაკუთრებული დატვირთვა.  როგორც ცნობილია, ის ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა უზბეკეთში და დღეს უკვე თურქმენეთში სრულდება მისი ოფიციალური ვიზიტი. ამ ვიზიტმა საერთო ჯამში უნდა შეუწყოს ხელი ჩვენი რეგიონის თანამშრომლობას შუა აზიის ქვეყნებთან იმისთვის, რომ მაქსიმალურად იქნას გამოყენებული ის ეკონომიკური პოტენციალი, რომელიც ერთი მხრივ ამ რეგიონს გააჩნია, ხოლო მეორე მხრივ საქართველოს, რათა ჩვენ შევძლოთ აღნიშნული თანამშრომლობის შესაბამისად გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და მაქსიმალურად ავითვისოთ ჩვენი ქვეყნის პოტენციალი რეგიონში,“- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

სოსო გოგაშვილის მიწოდებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევას „შეთითხნილს“ უწოდებს და აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნების გაყალბება „არ სჭირდება“

გიორგი ცაგარეიშვილი სოსო გოგაშვილის მიწოდებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევას „შეთითხნილს“ უწოდებს და აცხადებს, რომ „ქართულ…

დაბა კოჯორში, იუნკერთა ქუჩაზე მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოები მიმდინარეობს

დაბა კოჯორში, იუნკერთა ქუჩაზე, სადაც მიწის მასის ჩამოშლის გამო გზის სავალინაწილი დაზიანდა, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები ხორციელდება.აღნიშნულ მისამართზე…

მთავრობის მეთაური ევროპარლამენტის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის (AFET) დელეგაციას შეხვდა. მთავრობის მეთაურმა თავდაპირველად ევროპარლამენტარ დევიდ მაკალისტერთან პირისპირ შეხვედრა გამართა, რის შემდეგაც მოლაპარაკება გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. პრემიერ-მინისტრი მიესალმა ევროპელი დეპუტატების ვიზიტს საქართველოში და ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, აგრეთვე რეგიონში არსებული ვითარების ფონზე. საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივას. ყურადღება დაეთმო ევროპული საბჭოს 23 ივნისის ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ, როგორც იმ პროგრესის აღიარებას, რომელსაც საქართველომ მიაღწია დამოუკიდებლობის აღდგენიდან 3 ათწლეულის განმავლობაში, გარდამავალი დემოკრატიის პირობებში. პრემიერმა აღნიშნა, რომ სამწუხაროა ის დიფერენცირებული მიდგომა, რომელიც გამოიყენეს საქართველოს მიმართ, როდესაც ქვეყანას არ მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად, თუმცა საქართველოს მთავრობამ ფაქტობრივად უკვე დაიწყო ევროპის საბჭოს 23 ივნისის გადაწყვეტილებით გათვალისწინებული 12 პრიორიტეტის განხორციელება. მისივე თქმით, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების განსახორციელებლად უმნიშვნელოვანესია ინკლუზიური პროცესი და ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარის ჩართულობა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს არის საერთო პასუხისმგებლობა, რომელიც ყველამ უნდა გაიზიაროს ქვეყნის შიგნით. შეხვედრისას ითქვა, რომ საქართველო აგრძელებს ასოცირების შესახებ შეთანხმებისა (AA) და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA), ისევე როგორც 2021-2027 ასოცირების ახალი დღის წესრიგით განსაზღვრული ვალდებულებების იმპლემენტაციას. ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ რეგიონებში როგორც ჰუმანიტარულ, ისე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე. აღინიშნა ევროპარლამენტის მხარდაჭერა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გამოითქვა იმედი, რომ ევროკავშირი ყველა შესაბამის ფორმატში დააყენებს აღნიშნულ საკითხს. აგრეთვე, პრემიერმა ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ეფექტიანად გამოყენების მნიშვნელობას. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების ერთგულება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისადმი. ითქვა, რომ საქართველო რჩება ევროკავშირის საიმედო პარტნიორი და ერთგული კონტრიბუტორი მიმდინარე ოპერაციებში. საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს და ზოგადად, რეგიონში არსებულ ვითარებას, რომელსაც გავლენა აქვს საქართველოზე. აგრეთვე, ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ევროპარლამენტის მხრიდან – ევროპარლამენტის  საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი და კომიტეტის წევრები – ზელიანა ზოვკო, სვენ მიქსერი, ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი, ტიერი მარიანი და ასიტა კანკო, ხოლო საქართველოს მხრიდან –  საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.

კახა კალაძე: არჩევნების გაყალბებაზე თუ უნდა დაიწყოს გამოძიება, ეს არის ISFED-ის გაყალბებული პარალელური დათვლები

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ აბსურდული უწოდა არასამთავრობოორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ კვლევებს, რომელიც სახელმწიფოუსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის,…

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, დავით ტაბიძეს შეხვდა. შეხვედრას…

„განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, დაბა თიანეთში, ვაჟა-ფშაველას
სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები
აქტიურად მიმდინარეობს

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფოპროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, დაბა თიანეთში, ვაჟა-ფშაველასსახელობის კულტურისა და დასვენების პარკში…

კაი ალიყური ეკუთვნის სოსიკოს სპეცრაზმელისთვის @ლეოს დაძახებისთვის. ე, ბიჯო, და, შენ არ იყავი მაგათი უფროსი?

„მართალი“ სოსო გასულ კვირას სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი რომ დაიჭირეს, სოციალურ ქსელში დავწერე: ჯერ…

ის, რომ საქართველო უარს ამბობს მეორე ფრონტის გახსნაზე, როგორც ვთქვით, ბიძინა ივანიშვილს ბრალდება.
აი, რატომ არის შეტანილი ევროპარლამენტის რეკომენდაციებში პუნქტი, რომელსაც დეოლიგარქიზაცია ჰქვია

საკუთარი არჩევანის მძევლები ვახტანგ ხარჩილავა ხომ არ შეგვეშალა? ხომ არ შევცდით არჩევანში?ოღონდ ახლა კი არა, 30…

მესმის, რომ ახლა ომში არიან. მესმის, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა მათი ბუნებრივი ინტერესია მაგრამ, ჩვენ ვერ და არ დავუშვებთ კიდევ ერთ ომს 3-ჯერ ვიომეთ რუსეთთან

,,დღეს მადლიერების ნაცვლად, კიდევ ერთხელ მოვისმინეთ საყვედური, რომ ომი არ დავიწყეთ რუსეთთან, რომ ის უბედურება რაც…

დავით ქართველიშვილი ანდრეი კასიანოვის განცხადებაზე: როცა გეგონა, რომ ფსკერს უკვე მიაღწიეს – ქვემოდან დააკაკუნეს

ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც განაცხადა,…

ზურა ქადაგიძე: რასაც ბევრი წერდა და ვარაუდობდა, რომ მცდელობა იყო საქართველოს ომში ჩათრევის და მეორე ფრონტის გახსნის დადასტურდა, რაზეც მტკიცე უარი მიიღეს და ზუსტად, ამიტომაა საქართველოს გარშემო ატეხილი ეს პოლიტიკური მასკარადი

,,ჰუმანიტარულ-პოლიტიკურ-ეკონომიკური მხარდაჭერით საქართველომ უკრაინას, რომ გაუკეთა ამ თვეების განმავლობაში, ბევრი სხვა ქვეყანა ვერ მოიძებნება,’’ – წერს…