fbpx

არ გამოგივათ ორ სკამზე ჯდომა და “შუაშისტის” თამაში,რადგან ძალიან სასაცილოდ გამოიყურება პრეზიდენტი “პოლიტიკური არლეკინის” ნიღბით…

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელ პოლიტიკურ განცხადებებს ეხმიანება და პრეზიდენტს მომართავს.

ქალბატონო პრეზიდენტო,

თქვენ რასაც მთავრობას და პრემიერ-მინისტრს აბრალებთ,რომ კომისიის თავმჯდომარეს ვინმემ თხოვა გამიჯვნოდა ევროკავშირს არის დიდი ტყუილი “მოკლე ფეხებით”…

იმდენად მოკლეა,რომ ორ ფრაზაში აიხსნება-პრემიერმა გააკრიტიკა კუბილიუსის ფაქტობრივი უზუსტობებითა და მავნებლობებით გაჯერებული რეზოლუცია და არა ევროკავშირის,როგორც მთლიანი ორგანიზაციის პოზიცია…

ნუ,თუ მართლა გგონიათ პოლიტიკური “სპეკულაციებით” გაჯერებული ტექსტი,სადაც რადიკალური ოპოზიციის ლობისტების მიერ იქნა ინიცირებული და მიზანმიმართულად გამოქვეყნებული, ევროკავშირის პოზიციაა?

ისე,თუ კი თვლით რომ ეს რეზოლუცია სამართლიანი,ღირსეული და ევროკავშირის პოზიციის გამომხატველია შეიწყალეთ გვარამია, პოლიტიკური სტატუსით შეამკეთ მიხეილ სააკაშვილი. თქვენც დაისვენებთ და ჩვენც…

არ გამოგივათ ორ სკამზე ჯდომა და “შუაშისტის” თამაში,რადგან ძალიან სასაცილოდ გამოიყურება პრეზიდენტი “პოლიტიკური არლეკინის” ნიღბით…

თუ მაგდენი არ გესმით გაჩუმდით და თუ მიზანმიმართულად შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში, მაგას ფრანგულად ნამდვილად არა,მაგრამ ქართულად უსინდისობა ქვია…წერს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება