fbpx

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადაცემაში „იმედი LIVE“

▪️„ევროპარლამენტარების დელეგაციასთან ძალიან საინტერესო და პოზიტიური შეხვედრა გვქონდა – მათი სურვილია, რომ ოპოზიცია 12 პუნქტის შესასრულებლად მიმდინარე მუშაობაში სრულად ჩაერთოს“
▪️„რეკომენდაციების შესრულების იმდენად მკაფიო გეგმა წარვადგინეთ, რომ კრიტიკის ობიექტური საბაბი არ არსებობს“
▪️„კითხვები დაისვა ევროკავშირის ელჩთან დაკავშირებით, ითქვა, რომ უმჯობესია, კრიტიკა პოლიტიკოსების მიმართ იყოს, თუმცა კარლ ჰარცელი მოქმედებდა არა როგორც ელჩი, არამედ – როგორც პოლიტიკოსი, მას სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელი პოზიციები ჰქონდა და საქართველოს არ უყურებდა, როგორც სუვერენულ ქვეყანას“
▪️„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე: ჩვენ აშშ-ის ელჩს არცერთხელ არ დავსხმივართ თავს – კითხვის დასმა თავდასხმად ვერ შეფასდება“
▪️„ჩვენ გვაინტერესებს, შედგა თუ არა სასამართლოში საელჩოს წარმომადგენლისა და მოსამართლის შეხვედრა – [აშშ-ის საელჩოს მხრიდან] ამას პასუხი უნდა გაეცეს“
▪️„კლანი მეტი კი არაფერი არ არის – კლანი არის არის ადამიანების ერთობა, რომელიც იბარებს ადამიანებს, ითხოვს ანგარიშს და მერე სჯის“
▪️„თუ შეხვედრის ფაქტი დადასტურდება, შეიძლება, ამას საკანონმდებლო რეგულირება დასჭირდეს – მოსამართლესთან ნებისმიერი კომუნიკაცია შეიძლება დასჯადი გახდეს“
▪️„როდესაც ამბობენ, რომ შეკითხვის დასმის გამო, ჩვენი ევროატლანტიკური მომავალი დაიქცა, წარმოიდგინეთ, რა დონის თვალთმაქცობასთან გვაქვს საქმე“
▪️„პრეზიდენტს არ აქვს კომპეტენციები, რომ პრობლემები შეგვიქმნას და ქვეყანას მიმართულება შეუცვალოს – ის საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტია, ქვეყანას ვერ დააქცევს, მაგრამ მისი განცხადებები ქვეყნისთვის საზიანოა“
▪️„კასიანოვის განცხადებაზე: პირდაპირი ტექსტით თქვა, რომ უკრაინას სურს, საქართველო მეორე ფრონტად იხილოს – საქართველომ, უკრაინის მხარდასაჭერად, რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა; ერთადერთი, რაც უკრაინისთვის არ გავაკეთეთ, არის ის, რომ სამხედრო კონფლიქტში არ ჩავერთეთ“
▪️„ჩვენ პასუხს ვაგებთ იმაზე, რომ არჩევნები სათანადოდ ტარდება – სწორედ იმიტომ, რომ ყველა არჩევნები ასე ჩატარდა, გაყალბებასთან დაკავშირებით, ვერავითარ მტკიცებულებას ვერ წარმოადგენენ – 2020 წელს არჩევნები რომ გაყალბებული ყოფილიყო, ჩვენ იმ პროცესებიდან გამოსვლა გაგვიჭირდებოდა“
▪️„ISFED-ს თავისი ცოდვები აქვს და ახლა ცდილობს, ხავსს მოეჭიდოს – ეს არის ორგანიზაცია, რომელმაც პარალელური ხმის დათვლის შედეგები გააყალბა, რათა რევოლუციური მუხტი გაეჩინათ“
▪️პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადაცემაში „იმედი LIVE“

https://fb.watch/epMDK2s-02/?mibextid=iMG7YM

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება