fbpx

ელისო კილაძე ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილს სახლში მიუვარდა(ვიდეო)

“ქრონიკა”+ -ის რედაქტორი ელისო კილაძე ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილს სახლში მიუვარდა და მძინარე ზაქარეიშვილს(ლაივში) ვიდეოს უღებდა, ადგილზე კილაძემ და ზაქარეიშვილმა გამოიძახეს საპატრულო პოლიცია, ირაკლი ზაქარეიშვილი კილაძეს პირად სივრცეში შეჭრაში და ცილისწამებაში ადანაშაულებს.

” საღამოს, სტუმრიანობის შემდეგ ვალაგებდი სახლს, რის შემდეგაც დაღლილს სამზარეულოში სკამზე ჩამეძინა. გამაღვიძა ფანჯარაზე ძლიერმა ბრახუნმა და ჩემი სახელის ძახილმა. დავინახე ელისო კილაძე, რომელსაც ხელი შემოყოფილი ჰქონდა ფანჯარაში და აწარმოებდა ვიდეოგადაღებას. მე არ შევედი მასთან კომუნიკაციაში, დავხურე ფანჯარა და გამოვიძახე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელთა მოსვლამდე ელისო კილაძე დარბოდა ყვირილით, განუწტვეტლივ და ძლიერად აბრახუნებდა ჩემი სახლის ხუთივე ფანჯარაზე და მეზობლების გასაგონად ჩემი მისამართით ხმამაღლა ყვიროდა მისთვის ჩვეულ, შეურაცხმყოფელ და ცილისმწამებლურ ფუნაგორიებს!..
არის თუ არა დასაჭერი?!..- აცხადებს ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი.

რომელი მუხლით აღიძრება საქმე ჯერ უცნობია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება