fbpx

გარდაბანში უფასო სკრინინგ აქცია ჩატარდა

გარდაბანში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით და საქართველოს ფთიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაციის, წითელი ჯვრის საზოგადოების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ექვსი დაავადების უფასო სკრინინგ აქცია ჩატარდა.  

  უფასო სამედიცინო კვლევების მიმდინარეობას, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვახტანგ გაგუა და გარდაბნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელი მარინა გოგოლაძე ადგილზე გაეცნენ.

  მობილური კლინიკა გარდაბნის „ჯეო ჰოსპიტალის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სამი დღის მანძილზე იყო  განთავსებული, მოსახლეობას საშუალება ჰქონდა ტუბერკულოზზე, ჰიპერტენზიაზე, აივ/შიდსზე, c ჰეპატიტზე, დიაბეტზე და კოვიდ 19-ზე სამედიცინო გამოკვლევა სრულიად უფასოდ ჩაიტარებინა.

  მაღალტექნოლოგიური უფასო სამედიცინო კვლევებით, 200-მდე ადგილობრივმა ისარგებლა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება