fbpx

ზაალ ანჯაფარიძე: პოლიტიკური პარტიების თავისუფლების კრიტერიუმით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია. ეს მათ გასაგონად, ვინც ოპოზიციის შევიწროებაზე მოთქვამს!

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში “დემოკრატიისა და საარჩევნო დახმარების საერთაშორისო ინსტიტუტის“ 2021 წლის კვლევას ეხმიანება.

მისი თქმით პლატფორმის „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ შეფასებით საქართველო დემოკრატიის 10 წლიანი პროგრესის მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ათეულში და დემოკრატიული ქვეყნების საუკეთესო ხუთეულში მოხვდა.

„თანამედროვე ქართული დემოკრატიის ფენომენი საკმაოდ რთული და წინააღმდეგობრივია. 30 წლის გადმოსახედიდან რომ შევხედოთ, ამ ფენომენისთვის სახელის მოძებნაც კი რთულია, თუმცა თუ საერთაშორისო კვლევებს დავეყრდნობით, აღმოვაჩენთ, რომ საქმე არცთუ ისე ცუდად გვქონია. მავანი შეიძლება ამას დაეთანხმოს, შეიძლება არა, მაგრამ კვლევის შედეგები როგორც მინიმუმ გვაძლევენ წარმოდგენას, თუ როგორ გვიყურებენ „იქ“.
გლობალური შეფასებების ინტელექტუალურმა ცენტრმა , “დემოკრატიისა და საარჩევნო დახმარების საერთაშორისო ინსტიტუტის“ (The International Institute for Democracy and Electoral Assistance (IDEA) 2021 წლის კვლევაში -„დემოკრატიის გლობალური მდგომარეობის ინიციატივა“ 173 სახელმწიფოს შორის.
განახლებული კვლევის მიხედვით საქართველოს აქვს საშუალო დონის დემოკრატიის სტატუსი და ამასთან ეტაპობრივი მნიშვნელობის გაუმჯობესება პირველივე წამყვანი აგრეგატის მიხედვით „წარმომადგენლობითი მთავრობა“.
აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური პარტიების თავისუფლების კრიტერიუმის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 35 ადგილზე, ევროპის საუკეთესო ოცეულში კი მე-19 ადგილზე გავიდა და გაუსწრო ევროკავშირის და ნატოს წევრ მრავალ ქვეყნასა ბალტიისპირეთის ყველა ქვეყნის ჩათვლით. ეს მათ გასაგონად, ვინც ოპოზიციის შევიწროებაზე მოთქვამს! კვლევაში ბუნებრივია ვერ მოხვდებოდა ის, რომ ცალკეული პარტიები თავისუფლებას დესტრუქციისთვის იყენებენ -ესეც ჩვენი ქართული დემოკრატიის კიდევ ერთი მახასიათებელი!
პლატფორმის „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ შეფასებით საქართველო დემოკრატიის 10 წლიანი პროგრესის მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ათეულში და დემოკრატიული ქვეყნების საუკეთესო ხუთეულში მოხვდა“-წერს ანჯაფარიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება