fbpx

ძალიან საწყენია მსგავსი განცხადებების მოსმენა, რომ თითქოს მმართველმა გუნდმა რაღაც დააკლო პარტნიორებთან ურთიერთობებში

ძალიან სამწუხარო და გულსატკენია ჩემთვის მსგავსი განცხადებების მოსმენა გამომდინარე იქიდან, რომ მე პირადად, როგორც ევროინტერგრაციის კომიტეტის…

მაკა ბოჭორიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე:ჯიუტი ბავშვის პოზიციას ჰგავს, არ უნდათ, იყვნენ იმ ინსტიტუტის წარმომადგენლები, რომლისაც რეალურად არიან. ჩვენ ამ სიჯიუტეს ვხედავთ 2020 წლის არჩევნების შემდეგ

საქართველოს პარლამენტის წევრებს ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფიდან აქვთ ყველანაირი შესაძლებლობა იმისა, რომ საკუთარი აზრი, პოზიციები დააფიქსირონ და…

ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე არ თქმულა, რომ დეოლიგარქიზაცია ითვალისწინებს რომელიმე ერთ პერსონაზე მორგებულ გადაწყვეტილებებს

ევროპარლამენტარებთან გვქონდა საუბარი რეკომენდაციებზე, მათ შინაარსზე, მათ შორის დეოლიგარქიზაციაზე, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე მათგანისგან მოვისმინე,…

დიმიტრი ხუნდაძე – პარტნიორულ ურთიერთობებს სცილდება, როცა დეპუტატი სვამს კითხვას და ელჩის პასუხია ის, რომ არ წაუკითხავს, ან ფაქტებზე დაფუძნებულ კითხვებზე ამბობს, რომ ეს ტყუილია

პარტნიორულ ურთიერთობებს სცილდება, როცა დეპუტატი სვამს კითხვას და ელჩის პასუხია ის, რომ არ წაუკითხავს, ან ფაქტებზე…

თეა წულუკიანი – დაუშვებელია კრიტიკა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტისგან მოვისმინეთ საქართველოს მაღალი დონის წარმომადგენლის, ელჩის, ბატონი დავით ბაქრაძისადმი

სრულიად დაუშვებელია კრიტიკა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტისგან მოვისმინეთ გუშინ საქართველოს მაღალი დონის წარმომადგენლის, ელჩის, ბატონი დავით ბაქრაძისადმი…

,,საერთაშორისო სამართალი ომის პირისპირ” საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

23 ივლისს, 10:00 საათზე, სასტუმრო “თბილისი მერიოტში” “ევროპის უნივერსიტეტის” სამართლის ინსტიტუტი, საქართველოში საფრანგეთის საელჩოსთან თანაორგანიზებით, მე-7…

გლდანის რაიონში კიდევ ერთი სპორტული მოედანი რეაბილიტირდა

გლდანის რაიონში, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, კიდევ ერთისპორტული მოედანი რეაბილიტირდა. ამჯერად, შესაბამისი სარეაბილიტაციოსამუშაოები ჩიქვანაიას N21-ში მდებარე…

საქართველომ გაიღო ყველაფერი, რათა გახდეს ნატოსა და ევროკავშირის ოჯახის ღირსეული წევრი. ჩვენ ამისთვის ბევრჯერ დავღვარეთ სისხლი და აღარ ვაპირებთ უშედეგოდ კიდევ მსხვერპლის გაღებას

დიმიტრი ხუნდაძის მიმართვა ნედ პრაისს -“უპირველეს ყოვლისა, მოგმართავთ დიდი პატივისცემით, როგორც საქართველოს ყველაზე დიდი პარტნიორი ქვეყნის,…

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჭოუ ციენს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჭოუ ციენს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ახლადდანიშნულ ელჩს წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის სამომავლოდ ნაყოფიერი თანამშრომლობა გაგრძელდება. აღინიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულშია და მიმდინარე წელს იანვარ-ივნისის სავაჭრო ბრუნვამ საქართველოსა და ჩინეთს შორის 922 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. აგრეთვე, საუბარი შეეხო ჩინურ ინვესტიციებს და ითქვა, რომ მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჩინეთიდან 695 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს, რასაც ქართული მხარე მიესალმება. შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო ტურიზმის სფეროს. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ პირდაპირი ფრენები საქართველოსა და ჩინეთს შორის ხელს უწყობს ტურისტების დინამიურ ზრდას. ამასთან, გამოითქვა იმედი, რომ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი შეხვედრა, რომელიც ყოველწლიური ღონისძიებაა, მალე გაიმართება.  ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის ვიზიტების პოზიტიური დინამიკის შენარჩუნების მნიშვნელობაზე. ითქვა, რომ საქართველო აფასებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. აგრეთვე, ყურადღება დაეთმო ორმხრივი კავშირების გაძლიერებას საგანმანათლებლო-სამეცნიერო მიმართულებებით. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილე აღინიშნება.

“ნაციონალები”ჩვენ გვებრძვიან მერე და გვაკრიტიკებენ, მერე კი ჩვენს პოზიციას იზიარებენ

შეუერთდება თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ ევროპული რეკომენდაციების შესრულების მიზნით შექმნილ საპარლამენტო ჯგუფებს – ამ საკითხზე გადაწყვეტილებას…

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ზანავში ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია დასრულდა

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შმაგი ბიძიშვილმა, პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები ადგილზე მოინახულეს.…

ვიქტორ ყიფიანი – კერძო დავაზე იურიდიულ მრჩეველს რა ფორმატით უნდა ჰქონდეს კომუნიკაცია ევროპარლამენტარებთან, ამაზე სალომე ზურაბიშვილს სათანადო კონსულტაცია რომ გაევლო, უფრო ზუსტ განცხადებას გააკეთებდა

ძალიან საინტერესოდ უცნაური შეფასება მოვისმინეთ ქალბატონი პრეზიდენტისგან და ეს იმდენად უცნაური იყო, რომ ძალიან ფაქტობრივ ღრმა…

პრემიერ-მინისტრი კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეს ალაჰშუქურ ფაშაზადეს შეხვდა. კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისგან გულთბილი მოკითხვა გადასცა. როგორც მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე აღნიშნა, აზერბაიჯანი არა მხოლოდ საქართველოს მეზობელი, არამედ მოძმე ხალხია, მეგობარი სახელმწიფოა და საქართველო  აფასებს იმ ძმობას და მეგობრობას, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს. „მინდა, კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემა დაგიდასტუროთ ჩვენი მხრიდან. მოხარული ვარ თქვენი ნახვით საქართველოში. დიდი პატივია ჩვენთვის თქვენი მასპინძლობა საქართველოში, მე მახსოვს, რამდენიმე წლის წინ შევხვდით, ძალიან კარგი საუბარი გვქონდა და მიხარია, რომ დღეს ისევ გვეწვიეთ თბილისში. ყოველთვის ვამბობ, რომ აზერბაიჯანი არა მხოლოდ ჩვენი მეზობელი, არამედ ჩვენი მოძმე ხალხია, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა და რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ ძმობას და მეგობრობას, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს. ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი შედეგი, კონკრეტული პროგრესი, გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა და თქვენი ვიზიტი არის დასტური ამ ძმობის და სიყვარულის. მე განსაკუთრებით მახარებს ის ფაქტი, რომ თქვენ განსაკუთრებული მეგობრობა გაკავშირებთ ჩვენს უწმინდესთან და მე ვიცი თქვენი განსაკუთრებული პატივისცემის შესახებ“, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. შეხვედრაზე ალაჰშუქურ ფაშაზადემ  ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის წვლილი ორი ქვეყნის  ძმურ და მეგობრულ ურთიერთობებში. „მადლობას გიხდით თქვენი ძვირფასი დრო რომ დაგვითმეთ. ჩვენმა წინა შეხვედრამ თბილ და მეგობრულ გარემოში ჩაიარა და რა თქმა უნდა, მივესალმები. სანამ ვიზიტი დაიწყებოდა, პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან კავშირი გვქონდა და მან განსაკუთრებით მთხოვა, რომ თქვენთვის პირადად გადმომეცა მისი გულთბილი სალამი და ეს მოვალეობა შევასრულე. მე პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ის, რომ კავკასიაში ამ ორი, მეზობელი ქვეყნის ურთიერთობები პოლიტიკურ ჭრილში, ეკონომიკური, კულტურული, რელიგიური თუ სხვა მიმართულებებით მაღალ დონეზეა, ეს ცალსახად აღსანიშნავია. თქვენი და ბატონი პრეზიდენტის ურთიერთობის შესახებ მე წინა შეხვედრებზეც მქონდა საუბარი ბატონ პრეზიდენტთან. ის ყოველთვის განსაკუთრებულად მოგიხსენიებთ, დიდი პატივისცემით არის განწყობილი თქვენს მიმართ და თქვენი ურთიერთობა, აისახება ხალხზეც, ქვეყნებზეც და თქვენი მაღალი დონის ურთიერთობებშიც და ეს არის ჩვენთვის მაგალითი“, – განაცხადა ალაჰშუქურ ფაშაზადემ. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა ღონისძიებებზე, რომელიც საქართველოს მთავრობის მხრიდან, მუსლიმი თემის მხარდაჭერის მიმართულებით ხორციელდება. შეხვედრაზე ითქვა, რომ ამ დროისთვის სახელმწიფომ მუსლიმებს სარგებლობაში გადასცა 228 მეჩეთი, ასევე  1300  კვ. მეტრი მიწა თბილისში „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ ცენტრალური ოფისის  ასაშენებლად. დღეის მდგომარეობით საქართველოში 300 მოქმედი მეჩეთი არსებობს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი, კავკასიის მუსლიმთა თემის თავჯდომარის პირველი მოადგილე სალმან მუსაევი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიური ასოციაციების სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე საიბ ნაგიევი ესწრებოდნენ. საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტი, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი მეუფე გერასიმე, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე.

ზურაბ ქადაგიძე IDEA -ს კვლევაზე: სად არის ის ხალხი, ვინც გაიძახის საქართველოში ავტოკრატია და ოლიგარქიული მმართველობააო? ფაქტები საპირისპიროს ამტკიცებს

პოლიტიკა აღქმებით და შეხედულებებით კეთდებაო… სად არის ის ხალხი, რომ გაიძახის საქართველოში ავტოკრატია და ოლიგარქიული მმართველობააო?…

გარდაბანში უფასო სკრინინგ აქცია ჩატარდა

გარდაბანში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით და საქართველოს ფთიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაციის, წითელი ჯვრის საზოგადოების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ექვსი დაავადების უფასო სკრინინგ აქცია ჩატარდა.     უფასო სამედიცინო კვლევების მიმდინარეობას, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვახტანგ გაგუა და გარდაბნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელი მარინა…