fbpx

სოსო გოგაშვილის მიწოდებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევას „შეთითხნილს“ უწოდებს და აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნების გაყალბება „არ სჭირდება“


გიორგი ცაგარეიშვილი სოსო გოგაშვილის მიწოდებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევას „შეთითხნილს“ უწოდებს და აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნების გაყალბება „არ სჭირდება“
“ქართულმა ოცნებამ” “ნაციონალური მოძრაობა” რვა არჩევნებში დაამარცხა და ნებისმიერ დროს დაამარცხებს – არავითარი გაყალბება ამისთვის ჩვენ არ გვჭირდება, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

დეპუტატი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ მასალებს “შეთითხნილს” უწოდებს.

“არ ვიცი, რა ფაილებია შეთითხნილი.

ეს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს აინტერესებთ, რაც მათი უფლებაა. მესმის, რომ არჩევნებში მარცხის სიმწარე ძნელად გადასატანია, მაგრამ დემოკრატიულ საზოგადოებაში ამას უნდა შევეგუოთ, ქვეყანა არ უნდა დავაქციოთ და ათასი სიბინძურე და ჭორ-მართალი არ უნდა გავავრცელოთ. ამგვარი ინსინუაციები ვერც ერთ შემთხვევაში “ქართული ოცნების” არჩევნებში გამარჯვებას ჩრდილს ვერ მიაყენებს”, – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

შეგახსენებთ, „სამართლიანი არჩევნებისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ მიწოდებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, „ამომრჩევლის მოსყიდვისა და უკანონო მობილიზების აპრობირებული მეთოდების შესახებ” მომზადებული კვლევა წარადგინეს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება