fbpx

კაი ალიყური ეკუთვნის სოსიკოს სპეცრაზმელისთვის @ლეოს დაძახებისთვის. ე, ბიჯო, და, შენ არ იყავი მაგათი უფროსი?

„მართალი“ სოსო

გასულ კვირას სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი რომ დაიჭირეს, სოციალურ ქსელში დავწერე: ჯერ კიდევ ადრე და უარესი ეკუთვნოდა-მეთქი, ვიცი, ზოგი განაწყენდა _ წაქცეულს წიხლი არ უნდა დაჭიროო, მაგრამ ასეთ წაქცეულს ზუსტად უნდა დააჭირო, რომ ვეღარ წამოდგეს და კიდევ უარესი არ გააკეთოს. „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანი, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო თანამდებობას ჩამოაშორეს, განაწყენებულმა რამდენიმეჯერ ნაცტელევიზიებში განახორციელა ვიზიტი, აღსარებაც თქვა უწყინარი სახით და საზოგადოებას ხელისუფლების დანაშულებებზე ესაუბრა _ აქცევს და ანგრევს „ქართული ოცნება“ ყველაფერს, არიქა, ინგა და ნოდარიკო, უშველეთ ქვეყანას და მეც აქა ვარო.
ბოლო წლებში ასეთი რამეები აღარ გვიკვირს: „ქართულ ოცნებაზე“ რატომღაც გაბრაზებული და უკმაყოფილო ყოფილი „ოცნებელები“ ნაცტელევიზიებში სხდებიან და რომის პაპზე მეტად კათოლიკობენ, ლანძღავენ და აგინებენ _ ეს ამბავი კარგად გამოსდის ეკა ბესელიას, დავით ჭიჭინაძეს, არმაზ ახვლედიანს, სანდრო ბარამიძეს… საუკეთესოდ გამოუვიდა სოსო გოგაშვილსაც, ამის ნიჭი ჰქონია, მაგრამ მეგობრობა და თანაგუნდელობა კაბინეტის კართან რომ წყდება, ამას ჰქვია ღორობა.
ღორზე გამახსენდა, სუსის მაღალჩინოსნობამდე გოგაშვილი ღორის და ძროხის ხორცის დისტრიბუტორი ყოფილა.
ოფიციალური მონაცემებით, იოსებ გოგაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მოადგილედ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დაინიშნა. ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, მანამდე გოგაშვილის ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაში იყო რეგისტრირებული და საარსებო შემწეობას იღებდა.
„საარსებო შემწეობას იღებდა 2011 წლის დეკემბრიდან 2013 წლის მარტამდე. ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ ამავე პერიოდში მათ შეემატათ ოჯახის წევრი და თუ 2011 წლის დეკემბრიდან 2012 წლის ივლისამდე ოჯახში იყო 4 წევრი და იღებდნენ 102 ლარს, ამის შემდეგ ვიდრე გაუუქმდებოდათ საარსებო შემწეობა, იყო 5 წევრი და იღებდნენ 126 ლარს“, – ამბობდა მაშინ ჭიაბერაშვილი.
გენერალურ ინსპექციაში თანამდებობაზე მუშაობისას, 2012-2014 წლებში გოგაშვილმა შრომის ანაზღაურების სახით საერთო ჯამში 81 276 ლარი აიღო.
2015 წელს, როდესაც იგი ჯერ შს მინისტრის პირველ მოადგილედ, ხოლო შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ მუშაობდა, მისი წლიური ანაზღაურება 136 273 ლარი იყო. 2016 წელს კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მისმა წლიურმა შემოსავალმა 142 610 ლარი შეადგინა.
იოსებ გოგაშვილის მეუღლე თეა (იგივე თია) მარტყოფლიშვილი 2012 წელს არსად არ მუშაობდა. 2013 წლიდან მან საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში დაიწყო მუშაობა მთავარ სპეციალისტად, სადაც მისი წლიური ანაზღაურება 12 000 ლარი იყო.
2014 წელს იგი იმავე სახელმწიფო საწარმოს დაქვემდებარებულ სს „გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში“ გადაიყვანეს მთავარ სპეციალისტად, სადაც მისი ანაზღაურება 2,6-ჯერ გაიზარდა და 31 318 ლარს მიაღწია.
2015 წლიდან თეა მარტყოფლიშვილი იმავე კომპანიაში ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ დააწინაურეს, მისი შრომის წლიური ანაზღაურება კი 59 280 ლარი გახდა.
კარიერულ კიბეზე სწრაფადმიმავალ სოსოს, როგორც ჩანს, თავბრუ დაეხვია და იქცე კუნძზე ჩამოჯდომა გადაწყვიტა, რა დროს მეგობრობა, თანაგუნდელობა, ქვეყნისთვის მოღვაწეობააო და გადაშალა და გადაშალა საიდუმლო დოკუმენტები და აგზავნა და აგზავნა სახელმწიფოს წინააღმდეგ დანოსები ამ მამალმა ბატმა გოგაშვილმა მელაძუა მელაძესთან, მერე კილაძესთან, ბოლოს უცხოელ დიპლომატებთან.
აი, შენ მოღალატე, გამყიდველო გოგაშვილო, უნდა მიეტყეპე დედაშენს, საკუთარი თვალის იქით რომ ვერ იყურები.
ქვეყნის „გადარჩენისთვის“ თუ აკეთებდი ყველაფერს, თუ ასე შეგტკიოდა გული, კეთილმა ადამიანებმა რომ გენდნენ და ცალ-ცალი კალოშით რომ მიგიყვანეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, იმდენი ქონება როგორ დააგროვე, კახეთი, თბილისი, ბათუმი რომ დალაშქრე და ყველგან რომ შენი კუთვნილი ბინები და აგარაკებია, აბა, ქვეყნისთვის ვიბრძვი და ვიბრძოდიო?
ფულმაც იცის გაფუჭება, ჩემო სოსო და უფულობამაც და შენ რომელმა გაგაფუჭა თუ გაფუჭებული დაიბადე? მიწები რომ ცოლის დაქალებზე გქონია გაფორმებული, ქონება რომ სხვადასხვა პირებზე გადანაწილებული, 8 ბინა რეგისტრირებული და 4 მანქანა ავტოფარეხში, მამაშენმა გოგიამ დაგიტოვა ეს სიმდიდრე? რამდენ გაჭირვებულს ლუკმა პური ენატრება და შენ რომ უმწეობის დახმარებას იღებდი, იმით ძაღლს აჭმევდი პურს თუ საქონელს? აბა, ის ფული შენი „მშვენიერი ლედის“ _ ვარდისახარის თუ იისახარის _ თია მარტყოფლიშვილის მანიკურებს და ჭრელა-ჭრულა კაბებს არ ეყოფოდა.
აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ დიდი გემოვნების პატრონი ყოფილა თქვენი თია, პატ. სოსო, ისიც მაღალ თანამდებობებზე ნამუშევარი. მართალია, ქმარი რომ დაუჭირეს, აღელვების ნიადაგზე მთელი თავისი შინაგანი სამყარო სამზეოზე გამოიტანა და მთლად დადებითი შთაბეჭდილება ვერ დატოვა, მაგრამ არაუშავს, მაინც გადარჩენილი ხარ, ცოტა ხნით ციხეში იჯდები და თიას ნერვულ შემოტევებს პაწა ხანს აღარ მოისმენ. სხვათა შორის, მარტო არა ხარ, გითანაგრძობდნენ ფეისბუკში _ ასეთი ცოლი თუ ყავდა, კიდევ დიდხანს გაუძლია და დაისვენოს, ციხე მაგისთვის სანატორიუმივით იქნებაო.
გაწიწმატებულმა თიამ ტელევიზიებს უთხრა: ყური მოვკარი, ბოდბის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა უთხრა ჩემს სოსოს: ლიკვიდაცია, ამოხოცვა უნდათ თქვენი ოჯახის ლილუაშვილ-ღარიბაშვილ-ივანიშვილსო…
წესით, შენ არ უნდა გამოხვიდე ციხიდან მიშა სააკაშვილო, ცილისწამების მუხლი რომ გააუქმებინე და ვისაც რას უნდა, იმას რომ პრუტუნებს.
თიას ლოგიკით, მკვლელები ყოფილან ხელისუფლებაში, ხოლო ბიძინა ივანიშვილს სოსოია გოგაშვილის სული მონდომებია. ახ, სადამდე მიდის ამ ხალხის ავადმყოფური ფანტაზია, კიდევ კარგი, რომ დააკავეს ეს კაცი, თორემ უცხო ქვეყანას რომ ამარაგებდა საიდუმლო ინფორმაციებით საქართველოს შესახებ, ვინ იცის, იმ ინფორმაციებში რას მიამატებდა _ ბაიდენის მკვლელობას გეგმავენ ქართველებიო, ისიც არ ეთქვა ამ ოხერს და მის ცოლს, შურისგან და ბოღმისგან გასიებულებს და გონებაამღვრეულებს.
სანატორიუმივით ციხეში დასვენება კი არა, კაი ალიყური ეკუთვნის სოსიკოს სპეცრაზმელისთვის @ლეოს დაძახებისთვის. ე, ბიჯო, და, შენ არ იყავი მაგათი უფროსი? ხელქვეითებთან თუ ასე გქონდა ენა შეჩვეული, კი გეკუთვნის ვირის აბანოში გორაობა და იყავი მანდ…
ისე, რაც ვნახეთ ვიდოკადრებით, გავოცდი_ არავის ქონება არ მეხარბება და არავის არაფერი, მაგრამ რაღა გოგაშვილის სახლი და რაღა როკფელერის სასახლე. ამ სასახლეში რომ დააბოტებდა, ეტყობა, თავი იმპერატორი ეგონა და ბორკილები რომ დაადეს, მაშინ გაახსენდა, რაც იყო თავად, წამოსცდა და მიაძახა კიდევაც სპეცრაზმელს.
ისე, რავა გამწარდებოდი?..
მესმის შენი…
მაგრამ, ხომ გაგიგონიათ, შავი და თეთრი აბანოში გამოჩნდებაო და აჰა, ფაქტიც: რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერში ერთი ოპოზიციური ტელევიზიის თანამშრომლები ჭორაობისას სოსო გოგაშვილს ნოდარიკო მელაძის დაქალს უწოდებენ, ალბათ, ამბების მიტან-მოტანის ამბავში და დასძენენ, რა საზიზღარი კაცი ყოფილა გოგაშვილიო.
სოციალურ ქსელში კი წერენ: „ადამიანი ნაცებს რომ შეეკვრება, არაფერი ამართლებს და ყველაფრის ღირსიაო“.
მოღალატე არავის უყვარს, არც იმას, ვისაც უღალატებენ და არც იმას, ვისთანაც უღალატებენ. ასე რომ დარჩა სოსო და მისი პატივნაცემი ცოლ-შვილი გამოააშკარავებული თავიანთ სიხარბესა და სისაწყლეში და მათ მწუხარებას, აწი, წნორის ნიავიც ვერ გაჰფანტავს…
პირადი არაფერი, სოსო გოგაშვილო, კითხვას გისვამ, უბრალოდ: შენი ოჯახის სიცუდეს და უვარგისობას მეზობელს გააგებინებდი? ეს ხელისუფლება ამ ქვეყნის პატრონი რომაა, ხომ იცი და თუ „ოცნებაზე“ ხარ დაბოღმილი, ქვეყანას რას ერჩი, საერთაშორისო დონეზე ფაილებს რომ აწვდი და კომპრომატებს უგდებ ხელში ისევ შენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ გამოსაყენებლად, ამას რომ აკეთებდი, მოსათათბირებლად ცოლს რაიმე დაეკითხე? და რა გირჩია, თიაკომ, გავყიდოთ ჩვენი სამი შვილის, სამი ქართველის ქვეყანაო?
ეხ, სოსო, სოსო, თემურ ალასანიას ცოლსაც გახარებია შენი დაჭერა, ელისო კილაძემაც აღფრთოვანება გამოხატაო, მითხრეს, მაჩალიკაშვილიც კმაყოფილი ყოფილა, ნაცებიც გაგინებენ და ქოცებიც და რა გინდოდა, რა ვერ გასვენებდა, ყოფილიყავი იმ შენს როკფელერის სახლში და გეცხოვრა, გივარდებოდა ვინმე?..

“საერთო გაზეთი”

ირანდა კალანდაძე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება