fbpx

კასიანოვის განცხადებაზე: პირდაპირი სურვილი არის გამოხატული უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, რომ საქართველო გახდეს მეორე ფრონტი

კიდევ ერთხელ მოხდა იმის აფიშირება, რასაც ამდენი ხანია ვამბობთ – არის პირდაპირი სურვილი გამოხატული უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, რომ საქართველო გახდეს მეორე ფრონტი, რაც სამწუხაროდ კიდევ ერთხელ გაიმეორა კასიანოვმა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ეს საზოგადოებამ უნდა განსჯოს, რამდენად სწორია ეს დამოკიდებულება უკრაინის ხელისუფლების მხრიდან“, – დასძენს კობახიძე.

საქართველოში უკრაინის ელჩმა ანდრეი კასიანოვმა განაცხადა:

„დღეს, როცა რუსეთი უკრაინის მშვიდობიან მიწაზე ომს აწარმოებს, გვქონდა მოლოდინები, რომ საქართველო უკრაინას უფრო ეფექტურ დახმარებას გაუწევდა, სამწუხაროდ, ეს არ ხდება“.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება