fbpx

ევროპარლამენტარებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს მხარდაჭერა საქართველოს ევროპული კურსის მიმართ, რაც ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა

შედგა შეხვედრა ევროპარლამენტარების დელეგაციის წარმომადგენლებთან, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბატონი დევიდ მაკალისტერი. იყო ძალიან საინტერესო დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება ქვეყნის შიგნით განვითარებულ მოვლენებს, რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ევროპარლამენტარებმა საქართველოს ევროპული კურსის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს.

„ასევე გვქონდა მთავარ საკითხზე საუბარი, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგში – ეს არის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ამ თემას ამომწურავად შევეხეთ. გამოვთქვით ჩვენი მოსაზრებები თანმდევ მოვლენებთან დაკავშირებით, როგორიცაა ევროპარლამენტის რეზოლუცია, ცალკეული ჩანაწერები, რომლებიც მოხვდა კომისიის შეფასებაში. ამ საუბრების შინაარსს ჩვენ გარეთ ვერ გამოვიტანთ, რადგან იყო დახურული შეხვედრა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ იყო ძალიან საინტერესო დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით და მათ კიდევ ერთხელ დააფიქსირეს მხარდაჭერა საქართველოს ევროპული კურსის მიმართ, რაც იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება