ვერავითარი ასეთი ნაბიჯით ვერავინ უზრუნველყოფს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებას, იმ რეჟიმის დაბრუნებას, რომელმაც ჩვენს ქვეყანას მოუტანა…
თვე: სექტემბერი 2024
ირაკლი კობახიძე – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა 2008 წელს ხელი მოაწერეს ევროსაბჭოს რეზოლუციას სადაც გარკვევით ჩაიწერა, რომ აგვისტოში ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები ცხინვალის გაუფრთხილებელი დაბომბვით მათ დაიწყეს, რასაც რუსეთის საპასუხო შეტევა მოჰყვა
ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა 2008 წელს ხელი მოაწერეს ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც გარკვევით ჩაიწერა, რომ აგვისტოში ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები ცხინვალის გაუფრთხილებელი დაბომბვით მათ დაიწყეს, რასაც რუსეთის საპასუხო შეტევა მოჰყვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ისინი ასევე დაეთანხმნენ ტალიავინის დასკვნას, სადაც სააკაშვილის მიერ ომის დაწყების ქრონიკა კიდევ უფრო დეტალურად არის აღწერილი. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა 2008 წელს ხელი მოაწერეს ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც გარკვევით ჩაიწერა, რომ აგვისტოში ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებებიცხინვალის გაუფრთხილებელი დაბომბვით მათ დაიწყეს, რასაც რუსეთის საპასუხო შეტევა მოჰყვა. ისინი ასევე დაეთანხმნენ ტალიავინის დასკვნას, სადაც სააკაშვილის მიერ ომის დაწყების ქრონიკა კიდევ უფრო დეტალურად არის აღწერილი. ევროსაბჭოს რეზოლუციასა და ტალიავინის დასკვნაში მოცემულ საბრალდებო დასკვნაზე პასუხისმგებლობას ინაწილებს გვარამიას პარტიაც, რომლის ლიდერები 2008 წელს მაშინდელ რეჟიმს წარმოადგენდნენ. სააკაშვილის რეჟიმის მიერ ომის დაწყებას ეთანხმება „ლელოც“, რომლის ლიდერები, ანა ნაცვლიშვილი და ანა დოლიძე, თავის დროზე, ცხინვალის დაბომბვის გამო, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს სახელმწიფოსაც კი უჩიოდნენ.2018 წლის არჩევნების წინ, სალომე ზურაბიშვილმა არაერთხელ დასდო ბრალი სააკაშვილის რეჟიმს ომის დაწყებაში,რის გამოც „ნაცმოძრაობამ“ ის მოღალატედ შერაცხა“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე – როდესაც მონანიებისა და შერიგების იდეას ისტერიკას უპირისპირებ, აშკარაა, რომ საკითხის გადაწყვეტის ერთადერთ გზად ომს განიხილავ.ასეთ დროს, არ უნდა გიკვირდეს, როდესაც ომის პარტიად მოგიხსენიებენ
იმას, რომ ომი სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო, თვეზე მეტია მთელი გუნდი აცხადებს და ამ მხრივ, ბიძინა ივანიშვილს ახალი არაფერი უთქვამს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, თვეზე მეტია, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ომის დაწყების თემაზე ვერაფერს ამბობენ. „მინდა გამოვეხმაურო ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ქართულ-ოსური შერიგების შესახებ და ამ განცხადების გარშემო ხელისუფლების ოპონენტების მიერ აგორებულ არაჯანსაღ აჟიოტაჟს. ელემენტარული ჭეშმარიტებაა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ ორი გზით არის შესაძლებელი – ომით ან შერიგებით. ძმათამკვლელი ომის შემდეგ შერიგება კი, ორმხრივი მონანიების გარეშე, დამეთანხმებით, შეუძლებელია. როდესაც ასეთ პირობებში მონანიებისა და შერიგების იდეას ისტერიკას უპირისპირებ, აშკარაა, რომ საკითხის გადაწყვეტის ერთადერთ გზად ომს განიხილავ. ასეთ დროს, არ უნდა გიკვირდეს, როდესაც ომის პარტიად მოგიხსენიებენ. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილის რეჟიმის მიერ გაჩაღებული ომის გამო, ქართველებს ოსებთან ბოდიში გვაქვს მოსახდელი. იმას, რომ ომი სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო, თვეზე მეტია მთელი გუნდი აცხადებს და ამ მხრივ, ბიძინა ივანიშვილს ახალი არაფერი უთქვამს. ასევე თვეზე მეტია, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ომის დაწყების თემაზე ვერაფერს ამბობენ. ვერც იტყვიან, რადგან სხვადასხვა დროს როგორც სამივე მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერებს, ისე სალომე ზურაბიშვილს მკაფიოდ აქვთ დადასტურებული, რომ ომი სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო“, – განაცხადა პრემიერმა.
ცესკო საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებს 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის პროცედურებს შეახსენებს
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართება. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობა და თანაბარი…
სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ელექტროენერგეტიკის კურსზე რეგისტრაცია მიმდინარეობს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარეობსრეგისტრაცია სასწავლო კურსზე –…
მიხეილ ყაველაშვილი: ბიძინა ივანიშვილის გზავნილი არის ჩვენი გულწრფელი გზავნილი ოსი თანამოქალაქეების მიმართ და ამავე დროს, გონიერი, პრაგმატული და მშვიდობიანი პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი გუნდი ახორციელებს მისი ლიდერობით
„თუ გვსურს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ქართველთა და ოსთა და-ძმური თანაცხოვრება, აუცილებელია გავიაზროთ ყველა…
თამთა მეგრელიშვილი ბენ კარდინის განცხადებაზე: ეს ღია აღიარებაა იმისა, რომ არჩევნებამდე არჩევნებისთვის დაგეგმილი სცენარი რევოლუციაზე გადის და ოპოზიციურ სპექტრს, კოლექტიურ “ნაციონალურ მოძრაობას” ღია მხარდაჭერა აქვს ქუჩის რევოლუციური პროცესებისათვის
„ეს ღია აღიარებაა იმისა, რომ არჩევნებამდე არჩევნებისთვის დაგეგმილი სცენარი რევოლუციაზე გადის და ოპოზიციურ სპექტრს, კოლექტიურ “ნაციონალურ…
სოზარ სუბარი: თანხმობა გულისხმობს ქართველებს, ოსებსა და აფხაზებს შორის არსებული მტრის ხატის გაქრობას და იმ განცდის დამკვიდრებას აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში, რომ სწორედ საქართველოს სახელმწიფოა მათი უპირველესი ქომაგი და ინტერესების დამცველი
„ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულმა განცხადებამ მკაფიოდ წარმოაჩინა ის გადაულახავი უფსკრული, რომელიც ყოფს და ერთმანეთისგან მიჯნავს,…
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში , საბურთალოს რაიონის დელეგატმა აკაკი ალადაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა
“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი საბურთალოზე, ისაკაძის N12-ის, პეკინის N33ა და N35-ის…
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ქობულეთის მოსახლეობასთან გრძელდება
“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ქობულეთის დელეგატი გია ჭყონია, შეხვდა სოფელ ოჩხამურის მოქალაქეებს და ასევე ესტუმრა სოფელ…
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დელეგატი ზაალ დუგლაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ხაშურში აგრძელებს
“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ხაშურისა და ქარელის დელეგატი ზაალ დუგლაძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების: ალის, ბრილის, ზემო…
გია აბაშიძე: საქართველოს არაკეთილმოსურნეთა პროპაგანდა უაზროდ ყეფს, ჩვენი ქვეყანა კი წინ მიდის – ღია მმართველობის და კიბერუსაფრთხოების გლობალური ინდექსებით კვლავ ვლიდერობთ
საქართველოს არაკეთილმოსურნეთა პროპაგანდა უაზროდ ყეფს, ჩვენი ქვეყანა კი წინ მიდის – ღია მმართველობის და კიბერუსაფრთხოების გლობალური…
ირაკლი კობახიძე – ხელისუფლების მიმართ ნდობის მაჩვენებელი არის 60%, ვფიქრობ , ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გარანტია იმისა, რომ ქვეყანაში პროცესები სტაბილურად განვითარდება
სოციოლოგიური კვლევების თანახმად, ხელისუფლების მიმართ ნდობის მაჩვენებელი არის 60%, რაც არის ისტორიული მაქსიმუმი 2012 წლის შემდეგ; ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გარანტია იმისა, რომ ქვეყანაში პროცესები სტაბილურად განვითარდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა სტაბილურობის შენარჩუნების განსაკუთრებულ მნიშვნელობას. „ბევრ რამეს გადაწყვეტს არჩევნები. საპარლამენტო არჩევნები იმართება დაახლოებით ექვს კვირაში. მე ვერ ვისაუბრებ პოლიტიკური პარტიების შანსებზე, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ზოგადად, სტაბილურობის შენარჩუნება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვერ გეტყვით, რამდენი პროცენტი ენდობა მმართველ პარტიას, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ სოციოლოგიური კვლევების თანახმად, ხელისუფლების მიმართ ნდობის მაჩვენებელი არის 60%, რაც ისტორიული მაქსიმუმია 2012 წლის შემდეგ. ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გარანტია იმისა, რომ ქვეყანაში პროცესები სტაბილურად განვითარდება“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე – მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება არის ერთ-ერთი მთავარი გასაღები იმისათვის, რომ მაქსიმალურად კარგი ტემპები შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით
მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება არის ერთ-ერეთი მთავარი გასაღები იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად კარგი ტემპები შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მშვიდობის დარღვევამ უკრაინისთვის მძიმე შედეგები მოიტანა. „მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი მშვიდობის და სტაბილურობის მნიშვნელობას. თქვენ ნახეთ, მშვიდობის დარღვევამ რა შედეგები მოიტანა უკრაინისთვის. მხოლოდ პირველივე წელს 30%-იანი ეკონომიკური რეცესია ჰქონდა ამ ქვეყანას და თავადაც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ , თუ რა სოციალური ცვლილებები გამოიწვია ამ ყველაფერმა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში.ასევე, მართალია, მოლდოვა უშუალოდ არ არის ომში ჩართული, მაგრამ ომმა უშუალო გავლენა მოახდინა მოლდოვის ეკონომიკაზე. ამ სამი წლის განმავლობაში ჩვენ დაახლოებით 9 მლრდ დოლარით გავზარდეთ სხვაობა საქართველოსა და მოლდოვის ეკონომიკებს შორის, რაც ნიშნავს იმას, რომ 2,5 მლრდ დოლარით გაიზარდა სხვაობა ჩვენს ბიუჯეტებს შორის. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება არის ერთ-ერეთი მთავარი გასაღები იმისათვის რომ ჩვენ…
ირაკლი კობახიძე – ჩვენი მთავარი ამოცანაა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება, რისთვისაც ყველა პირობა არსებობს
ჩვენი მთავარი ამოცანა არის, ბუნებრივია, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება, რისთვისაც ყველა პირობა არსებობს, მთავარია, გავუფრთხილდეთ…