“ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი, კესარია აბრამიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, უჩა ნანუაშვილის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკას ეხმიანება და…
დღე: სექტემბერი 18, 2024
ცოტნე ანანიძე-კესარიას მკვლეობას მაღალი ალბათობით ჰომოფობიის მოვიტივები არ აქვს და ნუ ცდილობთ პოლიტიკური მოტივებისა და წახალისების ძიებას
„ქართული ოცნებიდან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატი ქობულეთში ცოტნე ანანიძე კესარია აბრამიძის მკვლელობის შესახებ რადიკალური ოპოზიციის შეფასებებს…
ცნობილია კესარია აბრამიძის მკვლელის ვინაობა
ტრანსგენდერი ქალის, მოდელ კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, ტრანსგენდერ ქალს სასიკვდილო…
“გამჭვირვალობის კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ფრიდონ ბუბუტეიშვილი: ყველაფერი გავაკეთე გიორგი ვაშაძის დაკვეთით, მან მითხრა, ისროლე და თუ რამეა, აქ ვარ და გაგიყვანო
“გამჭვირვალობის კანონის” წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა ფრიდონ ბუბუტეიშვილმა, სასამართლო სხდომაზე გამაცხადა, რომ ის გიორგი ვაშაძის…
პრემიერ-მინისტრი მევენახეებს შეხვდა და ღვინის ქარხანაში ყურძნის ჩაბარების პროცესს გაეცნო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოფელ სანიორეში მევენახეებს შეხვდა. მთავრობის მეთაური მევენახეებს რთველის მიმდინარეობისა და მოსავლის დაბინავების…
მიხეილ სარჯველაძე: „სწორი დიაგნოზის დასმა, ერთ-ერთი უმთავრესი ეტაპია, ჩვენთვის ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით, აქტიურად ვმუშაობთ“
„სწორი დიაგნოზის დასმა, მკურნალობის დასაგეგმად, ერთ-ერთი უმთავრესი ეტაპია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის ეფექტიანობას აზრი ეკარგება. შეცდომების თავიდან…
ირაკლი კობახიძე – NGO-ების ანგარიშებში არ ხვდება ინფორმაცია არც სალომე ზურაბიშვილთან,არც საარჩევნო პროცესებში უცხოურ ჩარევასთან დაკავშირებით, ერთადერთი, რაც მათ აინტერესე ბთ,არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“დაბრუნება ხელისუფლებაში
არავის უკვირს ის, რომ NGO-ების ანგარიშებში არ ხვდება ობიექტური ინფორმაცია არც სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, არც უცხოურ ჩარევასთან დაკავშირებით საარჩევნო პროცესებში. მათ აქვთ გამოკვეთილი დღის წესრიგი, ერთადერთი, რაც მათ აინტერესებთ, არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება ხელისუფლებაში, რასაც ვერ ეღირსებიან- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კახეთში, რთველის საკოორდინაციო შტაბში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, ეს NGO-ები არ მალავენ საკუთარ პოლიტიკურ მიკერძოებას და პირდაპირ უკავშირებენ საკუთარ თავს რადიკალურ ოპოზიციას. „იყო არაერთი ფაქტი, როდესაც ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ ჩვენი საარჩევნო აგიტაციისთვის, არაერთ მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა ასეთი ფაქტები. ასევე იყო პარლამენტარებზე თავდასხმები. როდესაც არცერთი ასეთი ფაქტი არ ხვდება ანგარიშებში, ეს ნიშნავს იმას, რომ ესენი არიან არა დამკვირვებლები, არამედ, არიან პირდაპირი პოლიტიკური და საარჩევნო ინტერესების მქონე გაერთიანებები. ეს NGO-ები არც მალავენ საკუთარ პოლიტიკურ მიკერძოებას, პირდაპირ უკავშირებენ საკუთარ თავს რადიკალურ ოპოზიციას. აქედან გამომდინარე, არავის უკვირს ის, რომ მათ ანგარიშებში არ ხვდება ობიექტური ინფორმაცია არც სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, არც უცხოურ ჩარევასთან დაკავშირებით საარჩევნო პროცესებში. მათ აქვთ გამოკვეთილი დღის წესრიგი, ერთადერთი, რაც მათ აინტერესებთ, არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“დაბრუნება ხელისუფლებაში,რასაც ვერ ეღირსებიან“, – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერი-საარჩევნო პროცესში გარე ჩარევის ყველა მცდელობა განწირულია წარუმატებლობისთვის, არჩევნები დასრულდება ისე, როგორც ეს ქართველი ხალხის ინტერესებშია, ძალიან მყარად გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“
დღეს, ჩვენ, გვაქვს დაახლოებით 60%, შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები ამ არჩევნებში ვერავითარ წარმატებას ვერ მიაღწევენ, – ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, სანქციების დაწესებაც არის საარჩევნო პროცესში გარე ჩარევა. „ვიღაცას აქვს იმედი, რომ სანქციებით, რაღაცნაირად, აიწევა ოპოზიციის პროცენტები, შესაბამისად, დაიწევს „ქართული ოცნების“ პროცენტი. ეს არის, რეალურად, ინტერესი, არიან გარკვეული ძალები, რომელთაც აქვთ ეს ინტერესი. ესენი არიან იგივე ძალები, რომლებიც ცდილობდნენ საქართველოში ომის გაჩაღებას 2022 წელს განსაკუთრებით, ამის შემდეგაც, თუმცა საბოლოო ჯამში, ყველა ეს მცდელობა არის განწირული წარუმატებლობისთვის. საბოლოოდ, არჩევნები დასრულდება ისე, როგორც შედის ეს ქართული საზოგადოების, ქართველი ხალხის ინტერესებში. ძალიან მყარად გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“. 60%-ზე მეტი გვინდა ავიღოთ და დღეს გვაქვს ჩვენ დაახლოებით 60%. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ასეთი ძალები, ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები ამ არჩევნებში ვერავითარ წარმატებას ვერ მიაღწევენ,“- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე როდესაც სრულიად უსუსურია ოპოზიცია ერთადერთი, რაც მას აქვს გასაკეთებელი არის ის,რომ ხელოვნურად სცადოს არჩევნების დისკრედიტაცია, თუმცა აქაც მათი რესურსი უკიდურესად მწირია
ჩვენ გვაქვს დაახლოებით 60 პროცენტი ამ ეტაპზე და საბოლოო ჯამში იმედი გვაქვს, რომ 26 ოქტომბერს 60…
ირაკლი კობახიძე -ყველა მსხვილი,მდიდარი ორგანიზაცია, რომელიც„აკვირდება“არჩევნებს სინამდვილეში არის პოლიტიკური გაერთიანება,რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია რადიკალურ ოპოზიციასთან
ყველა მსხვილი, მდიდარი ორგანიზაცია, რომელიც „აკვირდება“ არჩევნებს, სინამდვილეში არის პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია რადიკალურ ოპოზიციასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კახეთში, რთველის საკოორდინაციო შტაბში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, საქართველოში სინამდვილეში მესამე სექტორი არ არსებობს. „მესამე სექტორი საქართველოში სინამდვილეში არ არსებობს. არსებობს გარკვეული მდიდარი NGO-ები, რომლებიც მთლიანად გარედან ფინანსდებიან აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა მათი დაფინანსება და მათ აქვთ პირდაპირ გამოკვეთილი პოლიტიკური მიზნები და ამოცანები. შესაბამისად, მათი ინტერესი საერთოდ არ არის, დააკვირდნენ არჩევნებს. ისინი ერთადერთი რასაც აკვირდებიან არის ის, რომ უნდათ, რაღაცნაირად, რადიკალურმა ოპოზიციამ, კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ გაიმარჯვოს ამ არჩევნებში, თუმცა ეს არის აბსოლუტურად მიუღწეველი შედეგი მათთვის. საქართველოში არ არსებობს ადგილობრივი მიუკერძოებელი დამკვირვებელი ორგანიზაციები. ყველა მსხვილი, მდიდარი ორგანიზაცია, რომელიც „აკვირდება“ არჩევნებს, სინამდვილეში არის პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია რადიკალურ ოპოზიციასთან“, – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერი -ყველა მიმართულებით საქართველო უსწრებსყველა კანდიდატ ქვეყანას და მთელ რიგ კომპონენტებში ევროკავშირის ქვეყნების დიდ ნაწილს, ასეთ პირობებში,საქართველოს მიმართ უსამართლო გადაწყვეტილებები უკიდურესი შეურაცხყოფაა
ყველა მიმართულებით, საქართველო უსწრებს აბსოლუტურად ყველა კანდიდატ ქვეყანას და მთელ რიგ კომპონენტებში საქართველო უსწრებს ევროკავშირის ქვეყნების დიდ ნაწილს,ასე შეაფასა პრემიერმა მსოფლიო ბანკის მონაცემები, რომლის თანახმადაც, კორუფციის ინდექსით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია. ირაკლი კობახიძის თქმით, ასეთ პირობებში, როდესაც საქართველოსთან დაკავშირებით მიიღება უსამართლო გადაწყვეტილებები, არის უკიდურესი შეურაცხყოფა. „ზოგადად, რაც შეეხება ინდექსებს და რეიტინგებს, ყველა მიმართულებით საქართველო უსწრებს აბსოლუტურად ყველა კანდიდატ ქვეყანას და მთელ რიგ კომპონენტებში საქართველო უსწრებს ევროკავშირის ქვეყნების დიდ ნაწილს. ეს არის დღევანდელი მოცემულობა, იქნება ეს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კორუფციის სიმცირე, გამჭირვალობა, ხელისუფლების ღიაობა, ეკონომიკური წინსვლა და ა.შ. ყველა მიმართულებით, საქართველო არის გამოკვეთილი, აშკარა ლიდერი. ასეთ პირობებში, როდესაც საქართველოსთან დაკავშირებით მიიღება უსამართლო გადაწყვეტილებები, როდესაც სანქციები წესდება ომში მონაწილე პოლიციელების მიმართ და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის უკიდურესი შეურაცხყოფა და დეზინფორმაცია. თუ რაიმე არის დეზინფორმაცია, ეს არის ზუსტად გადაწყვეტილებები სანქციებთან დაკავშირებით, ეს არის უსამართლო განცხადებები, რომელიც ძალიან ხშირად ვრცელდება. მე მოვუწოდებ ყველას, რომ თავი შეიკავონ საქართველოს შესახებ ასე მასშტაბურად დეზინფორმაციის გავრცელებისგან,“- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე -რაც შეეხება ხაზარაძის და გახარიას გაერთიანე ბას,ისინი ერთმანეთს უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ და დღეს აპირებენ გაერთიანებას – ასეთ უპრინციპო ადამიანების ერთობას ვერ ექნება ვერავითარი პერსპექტივა
რაც შეეხება ხაზარაძის და გახარიას გაერთიანებას, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ისინი არიან უპრინციპო ადამიანები, ისინი…
ირაკლი კობახიძე -როდესაც პრეზიდენტიერთვება საარჩევნო პროცესებში როგორც მხარე, ეს არის კონსტიტუციის უხეში დარღვევა,კარგი ის არის,რომსალომე ზურაბიშვილსვერავითარი გავლენა ვერ ექნება ქვეყანაში არჩევნების შედეგებზე
როდესაც საპარლამენტო პრეზიდენტი ერთვება საარჩევნო პროცესებში როგორც მხარე, ეს არის კონსტიტუციის კიდევ ერთი უხეში დარღვევა, თუმცა სალომე ზურაბიშვილისგან კონსტიტუციის დარღვევა ბუნებრივია არ გვიკვირს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კახეთში, რთველის საკოორდინაციო შტაბში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, სალომე ზურაბიშვილს ვერავითარი გავლენა ვერ ექნება ქვეყანაში არჩევნების შედეგებზე. „კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული, ამას განამტკიცებს საქართველოს კონსტიტუცია. როდესაც საპარლამენტო მმართველობის სისტემაში პრეზიდენტი ერთვება უშუალოდ საარჩევნო პროცესებში როგორც მხარე, ეს არის კონსტიტუციის კიდევ ერთი უხეში დარღვევა, თუმცა სალომე ზურაბიშვილისგან კონსტიტუციის დარღვევა ბუნებრივია არ გვიკვირს, მის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დადასტურებული აქვს ოფიციალურად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. კარგი ის არის, რომ სალომე ზურაბიშვილს ვერავითარი გავლენა ვერ ექნება ქვეყანაში არჩევნების შედეგებზე“, – განაცხადა პრემიერმა
ირაკლი კობახიძე სანქციებზედარწმუნებული ვარ,ბაიდენი საქმის კურსშიც კი არ არის ამგადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, არსებობს ოლიგარქიული პრობლემები, რისი შედეგიც არის უსამართლო გადაწყვეტილებები
დარწმუნებული ვარ, ბაიდენი საქმის კურსშიც კი არ არის ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით,- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, ვის შეიძლება, აწყობდეს სანქციების დაწესება. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბაიდენი არ იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს, არსებობს ოლიგარქიული პრობლემები და ამ პრობლემების შედეგია ის უსამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება. „აღარ მინდა, ღრმად შევიდე ამ თემაში. ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ რა თქმა უნდა, ბაიდენი არ იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს. სამწუხაროდ, არსებობს ოლიგარქიული პრობლემები და ამ პრობლემების შედეგია ის უსამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დარწმუნებული ვარ, ბაიდენი საქმის კურსშიც კი არ არის ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე -არ შეიძლება, ქართული საზოგადოების აღქმაში ევროპა ასოცირდებოდეს გაუმჭვირვალობასთან და ლგბტ პროპაგანდასთან, ეს არ წაადგება ევროკავშირის იმიჯს ქართულ საზოგადოებაში
ჩვენს აღქმაში ევროპა ნიშნავს გამჭვირვალობას, ტრადიციულ, ქრისტიანულ ფასეულობებს, საუკუნეების მანძილზე ქართველები იმიტომ მიილტვოდნენ ევროპისკენ, რომ ჩვენ გვაერთიანებდა საერთო ქრისტიანული ტრადიციები და კულტურა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კახეთში, რთველის საკოორდინაციო შტაბში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, როდესაც ამის საპირისპიროდ საუბარია, რომ ევროკავშირი თითქოს არის ქრისტიანული ტრადიციების საპირისპირო მოვლენა, ეს მიუღებელია. „ჯერ ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი. გამჭვირვალობა არის ერთ-ერთი ფუნდამენტური ევროპული პრინციპი და სრულიად უტიფრად ეს კანონი გამოგვიცხადეს რუსულ კანონად. ახლა ჩვენ მივიღეთ მეორე კანონი, რომელიც აწესრიგებს უმარტივეს რამეს, რომ კაცი უნდა იყოს კაცი და ქალი უნდა იყოს ქალი, კაცს უნდა ერქვას კაცი და ქალს უნდა ერქვას ქალი და ამასაც გვიცხადებენ რუსულ კანონად. ეს არის კიდევ ერთი აბსოლუტურად გაუგებარი მოვლენა. არ შეიძლება, ქართული საზოგადოების აღქმაში ევროპა ასოცირდებოდეს გაუმჭვირვალობასთან და ლგბტ პროპაგანდასთან. ეს არასწორია, ეს არ წაადგება ევროკავშირის იმიჯს ქართულ საზოგადოებაში. ჩვენს აღქმაში ევროპა ნიშნავს გამჭვირვალობას, ტრადიციულ, ქრისტიანულ ფასეულობებს. საუკუნეების მანძილზე ქართველები იმიტომ მიილტვოდნენ ევროპისკენ, რომ ჩვენ გვაერთიანებდა საერთო ქრისტიანული ტრადიციები და კულტურა. როდესაც ამის საპირისპიროდ შენ გეუბნებიან, რომ ევროკავშირი დღეს თითქოს არის ქრისტიანული ტრადიციების საპირისპირო მოვლენა, ეს არის მიუღებელი. ჩვენ გვჯერა, რომ რაც აერთიანებს ევროპას, ეს არის პირველ რიგში სწორედ ქრისტიანული ფასეულობები და სწორედ ამას ეძღვნება ის კანონი, რომელიც არის მიღებული – ტრადიციული ქრისტიანული ფასეულობების დაცვას, ოჯახის, არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას. როდესაც ამაშიც კი ეძებ უარყოფით მხარეს, ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაც არასწორი გინდა ამ ქვეყნისთვის, ამ შემთხვევაში საქართველოზე მაქვს საუბარი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.