fbpx

დავით კოდუა: „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი დანაყოფები ცდილობენ მშვიდ საარჩევნო გარემოში შემოიტანონ მათთვის სისხლხორციელი ძალადობა

„ნაციონალური მოძრაობა“  ჩვეულ სტილში განაგრძობს მოსახლეობისთვის შეურაცხყოფის მიყენებას – ამის შესახებ ქართული ოცნების ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატი…

„ფორმულას“ ჟურნალისტი ლუკა ტყებუჩავა – აფხაზი და ოსი ხალხი მტრები არიან

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტმა ლუკა ტყებუჩავამ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანთან, მამუკა მდინარაძესთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ აფხაზი…

ბიძინა ივანიშვილი-კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივ საბოტაჟს უწყობს რუსთავის მოსახლე ობას, ეს მაგალითი კარგად გვიჩვენებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება დატრიალდეს საქართველოში, შეუძლებელი რომ მოხდეს და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ

მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ქალაქ რუსთავის მოსახლეობას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განხორციელებული პროექტების…

ბიძინა ივანიშვილი-1 ოქტომბრის ისტორიული გამარჯვების შემდეგ, ერთად შევძელით, ქვეყანა განვითარების სწორ რელსებზე დაგვეყენებინა. შედეგად, საფუძველი ჩავუყარეთ დემოკრატიაზე, სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ღირსების პატივისცემაზე დამყარებული ქვეყნის მშენებლობას

„მოგესალმებით რუსთავის, ბოლნისის, დმანისის, მარნეულის, გარდაბნის, წალკისა და თეთრიწყაროს მოსახლეობას! მივესალმები უძველესი და უნიკალური ისტორიის მქონე…

კახა კალაძე: მინდა დაგარწმუნოთ, ყოველთვის ვიდგებით იქ, სადაც ჭირდება ქვეყანას, სადაც ჭირდება საქართველოს მომავალს, ჩვენს შვილებს და მომავალ თაობებს! “რაც არ უნდა მუქარები იყოს სანქციებთან დაკავშირებით, ჩვენ ვერავინ შეგვაშინებს, იმიტომ რომ ვემსახურებით ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ხალხს!”-

ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ რუსთავში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე განაცხადა “მინდა დაგარწმუნოთ,…

ირაკლი კობახიძე: მთავარია, შევინარჩუნოთ მშვიდობა და განვითარების არსებული ტემპის პირობებში, მომდევნო 4 წლის განმავლობაში კიდევ რამდენიმე ათეული მილიარდი ლარით გავზრდით საქართველოს ეკონომიკას და 10 მილიარდ ლარზე მეტით გავზრდით ქვეყნის ბიუჯეტს

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას მიმართა…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისათვის, რომ დამნაშავეები დაისაჯონ, რათა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამყარდეს სიმშვიდე და ქვეყნის სტაბილური განვითარება ხელოვნური დაბრკოლებების გარეშე გაგრძელდეს

ერთ თვეზე ცოტა მეტი დრო რჩება საპარლამენტო არჩევნებამდე, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის ისეთივე დატვირთვა აქვს, როგორიც ჰქონდა…

საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე რუსთავში

მოგესალმებით ჩვენი პარტიის წევრებს და მხარდამჭერებს ქვემო ქართლის თითოეული კუთხიდან, ქართველებს, აზერბაიჯანელებს, ბერძნებს, სომხებს, სხვა ეროვნების…

“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომა რის,ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე რუსთავში

მოგესალმებით რუსთავის, ბოლნისის, დმანისის, მარნეულის, გარდაბნის, წალკისა და თეთრიწყაროს მოსახლეობას! მივესალმები უძველესი და უნიკალური ისტორიის მქონე…

შალვა პაპუაშვილი – საბჭოთა რეჟიმის მარწუხებიდან იმიტომ არ დაგვიხსნია თავი, რომ სხვა მეურვეებმა ჩვენს ნაცვლად და ჩვენი სახელით განგვისაზღვრონ ჩვენი აწმყო და მომავალი

განსაკუთრებულად სიმბოლურია ჩვენი შეხვედრა აქ, ამ მიწაზე, ვინაიდან 26 ოქტომბერს ჩვენ კიდევ ერთი ისტორიული ბრძოლა უნდა…

შალვა პაპუაშვილი – ჩვენი ევროპული გზა არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქე ებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომის სურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს და ომის მსხვერპლს

ჩვენი ევროპული გზა კი არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება.…

შალვა პაპუაშვილი – უნდათ,რომ იდენტობა გამოგვაცალონ. რომ არც კი ვიცოდეთ ვინ ვართ, რა გვწამს, ვისი გორისანი ვართ, რომ მერე თავად გვითხრან ვინ უნდა ვიყოთ, რა უნდა გვწამდეს, ვის დროშაზე უნდა დავიფიცოთ

განსაკუთრებულად სიმბოლურია ჩვენი შეხვედრა აქ, ამ მიწაზე, ვინაიდან 26 ოქტომბერს ჩვენ კიდევ ერთი ისტორიული ბრძოლა უნდა…

მამუკა მდინარაძე-რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო იმატებს ქვეყნის გარედან ჩარევის მცდელობები, უკიდურესად კრიტიკული განცხადებები, მუქარები, თუმცა საქართველო და მისი თითოეული მოქალაქე ფლობს გაცილებით ძლიერ იარაღს, რასაც სიმართლე და ღირსება ჰქვია

მამუკა მდინარაძე-ჩვენ ყველანი ერთად, დავიცავთ მშვიდობას, თითოეული ჩვენგანის და ჩვენი ქვეყნის ღირსებას, კეთილდღეობას და ამ უთანასწორო…

მამუკა მდინარაძე-ერთ მხარეს არიან ძალები, რომელსაც ჩვენი ქვეყანა მხოლოდ გლობალური ინტერესებისათვის შესაწირ პაიკად ჭირდება და მეორე მხარეს ვართ ჩვენ, ქართული ოცნება და ქართველი ხალხი

„მივესალმები ქვემო ქართლის თითოეულ მკვიდრს, რუსთავს, გარდაბანს, ბოლნისს, მარნეულს, თეთრიწყაროს, წალკას, მივესალმები ამ ისტორიულ რეგიონში მცხოვრებ…

ქართული ოცნების”  პოლიტსაბჭოს წევრისპარლამენტის თავმჯდომარის,შალვა პაპუაშვილის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო  კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე რუსთავში

მოგესალმებით ქვემო ქართლის ამაყო ხალხო, აქ, ქვემო ქართლის ისტორიულ მიწაზე, სადაც საქართველოს ისტორიული ბრძოლების უმრავლესობა გაიმართა. ბრძოლები, რომლებმაც ეროვნების მიუხედავად ყველა ერთ ამაყ და ღირსეულ ქართველ ხალხად შეგვადუღაბა. აქ არის დიდგორი, აქ არის მარტყოფი, აქაა კრწანისი და  ტაბახმელა. ამ მიწის შვილები არიან მარაბდის გმირი ხერხეულიძეები და ერეკლე მეფის ბორჩალოელი მცველები. ამიტომ განსაკუთრებულად სიმბოლურია ჩვენი შეხვედრა აქ, ამ მიწაზე, ვინაიდან 26 ოქტომბერს ჩვენ კიდევ ერთი ისტორიული ბრძოლა უნდა გავიაროთ. და როგორც უწინ, ახლაც ეს იქნება ბრძოლა ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, ბრძოლა ჩვენი იდენტობისთვის, ბრძოლა ჩვენი მშვიდობიანი მომავლისთვის. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, დღეს, საქართველოს თავიდან აქვს საკუთარი თავი დასაცავი. ოღონდ, ფიზიკურ მტრებთან წინააღმდეგობის გარდა, დღეს ჩვენი იდენტობის შენარჩუნებისთვისაც გვიწევს ბრძოლა. მტკიცე ეროვნულმა და პიროვნულმა იდენტობამ დღევანდელობამდე მოგვიტანა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ყოფა, ჩვენი ტრადიციები, ჩვენი ოჯახები. ეს იდენტობა არის ჩვენი ფესვები, ჩვენი აწმყო და ჩვენი მომავლის საძირკველი. დღეს უნდათ, რომ სწორედ ეს იდენტობა  გამოგვაცალონ, რომ არც კი ვიცოდეთ ვინ ვართ, რა გვწამს, ვისი გორისანი ვართ. რომ მერე თავად გვითხრან ვინ უნდა ვიყოთ, რა უნდა გვწამდეს, ვის დროშაზე უნდა დავიფიცოთ. საბჭოთა რეჟიმის მარწუხებიდან იმიტომ არ დაგვიხსნია თავი, რომ სხვა მეურვეებმა ჩვენს ნაცვლად და ჩვენი სახელით განგვისაზღვრონ ჩვენი აწმყო და მომავალი. ამიტომ არის 26 ოქტომბერი რეფერენდუმი ჩვენი იდენტობის, ჩვენი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის, ჩვენი თვითმყოფადობის გადასარჩენად. 26 ოქტომბერს ასევე გადაწყდება, შევძლებთ საქართველოს გამთლიანებას, თუ ძალაუფლებას კვლავ ის ხალხი ჩაიგდებს ხელში, ვინც აფხაზებთან და ოსებთან ხელახლა გადებული ნდობის ხიდები ერთხელ უკვე გადაწვა.  უკანასკნელი პერიოდის ისტერია ნათლად აჩვენებს, რომ მშვიდობიანი გაერთიანება ოპოზიციის არჩევანი არაა. უკვე კარგად ჩანს, რომ მათი ევროპული გზა არის გზა აფხაზებისა და ოსების გარეშე. ამ გზაზე, ისინი მზად არიან უკან მოიტოვონ სოხუმიც და ცხინვალიც და ხაზი გადაუსვან ჩვენი წინაპრების სისხლით შეკრულ საქართველოს საზღვრებს.  ჩვენი ევროპული გზა კი არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომის სურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს და ომის მსხვერპლს. ეს გზა რთულიც არის და იოლიც. რთულია, თუ მხოლოდ იმ ტკივილზე ვიფიქრებთ, რაც ერთმანეთს მივაყენეთ სიტყვით თუ საქმით, განზრახ თუ გულგრილობით. რთულია, თუ ამ ტკივილს უბრალოდ გავიყუჩებთ, ჩვენსას არ გავუზიარებთ და სხვისას არ გავიზიარებთ, დასასჯელს არ დავსჯით და შესანდობს არ შევუნდობთ.  მაგრამ ეს გზა იოლია, თუ იმ სიყვარულზე ვიფიქრებთ, რაც ჩვენს შორის იყო და არის. ჩვენს საერთო ოჯახებზე, ჩვენს საერთო სალოცავებზე, ჩვენს საამაყო საერთო წარსულზე და მის ხელახლა გამეორებაზე. სწორედ ამას ეწინააღმდეგება ოპოზიცია. სწორედ ეს გათქვეს მათ ბოლო დღეებში მათი გაშიშვლებული ნაციონალისტური რიტორიკით და შერიგების წინააღმდეგ საბაბების ძებნით. თავადვე დაადასტურეს, რომ ნულია შანსი, რომ მათ ქვეყნის გამთლიანებისთვის საჭირო კონსტიტუციურ პროცესში რაიმე კონსტრუქციული როლი ითამაშონ. ამიტომ არის „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ერთადერთი გზა ქვეყნის გაერთიანებისთვის. 26 ოქტომბერს კიდევ ერთი დიდი  ბრძოლა უნდა მოიგოს საქართველომ. ეს ბრძოლა ისტორიას დარჩება, როგორც კიდევ ერთი ქარტეხილიანი უღელტეხილი, რომელიც საქართველომ უნდა გაიაროს, რომ გაერთიანდეს, გაძლიერდეს და დაიბრუნოს ის სახელი და დიდება, რომელსაც ჩვენი საერთო დიდი წინაპრების თავგანწირვა და საგმირო საქმეები გვავალდებულებს. ამიტომ,…