ირაკლი კობახიძე – იმედი გვაქვს, რომ უკრაინაში მომავალ წელს ომი დასრულდება  და გაჯანსაღდება ურთიერთობები პარტნიორებთან, რაც მნიშვნელოვანია, რათა ეკონომიკის განვითარებას დაბრკოლება არ  შეექმნას 

გვაქვს რწმენა, რომ უკრაინაში ომი მომავალ წელს დასრულდება და თვისებრივად გაჯანსაღდება ურთიერთობები საქართველოს ხელისუფლებასა და ჩვენს პარტნიორებს შორის,რასაცკრიტიკული მნიშვნელობა აქვს, რათა ეკონომიკის განვითარებას არ შეექმნას არავითარი დაბრკოლება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი  კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პარტნიორებთან ურთიერთობებში არის გარკვეული სირთულეები, თუმცა უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ პრობლემები მოგვარდება.  „მინდა, ყურადღება გავამახვილო პარტნიორებთან ურთიერთობაზე. არის გარკვეული სირთულეები, თუმცა მინდა გამოვთქვა რწმენა, რომ როგორც კი ომი დასრულდება უკრაინაში, მაშინვე ყველა პრობლემა მოგვარდება და ურთიერთობები თავიდან ბოლომდე დაუბრუნდება ნორმალურ ჩარჩოებს. რაც შეეხება ჩვენს პროგნოზს, დიდი იმედი და რწმენა გვაქვს, რომუკრაინაში ომი მომავალ წელს დასრულდება. შესაბამისად, მომავალი წლიდან თვისებრივად გაჯანსაღდება ურთიერთობები საქართველოს ხელისუფლებასა და ჩვენს პარტნიორებს  შორის, რასაც ბუნებრივია, აქვს კრიტიკული მნიშვნელობა, რათა ეკონომიკის განვითარებას არ შეექმნას არავითარი დაბრკოლება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – მსოფლიოში არსებული რთული ვითარების ფონზე  ჩვენ განსაკუთრებულად უნდა მოვუფრთხილდეთ მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში,რაც მნიშვნელოვანია ბიზნესის განვითარებისთვის

მსოფლიოში არსებული რთული ვითარების ფონზე ჩვენ განსაკუთრებულად უნდა მოვუფრთხილდეთ მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში, რაც მნიშვნელოვანია ბიზნესის განვითარებისთვის და ზოგადად, იმისთვის, რომ ქვეყანა მყარად იდგეს მოწოდების სიმაღლეზე, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მშვიდობა და სტაბილურობა უკიდურესად მნიშვნელოვანია, იმისათვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს ეკონომიკური ზრდის კარგი ტემპები. „მშვიდობა და სტაბილურობა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის კარგი ტემპები. ამ კუთხით მსოფლიოში არ არის მაინცდამაინც კარგი ვითარება. საკმაოდ არეულია მთლიანად მსოფლიო. რეგიონში სამწუხაროდ გვაქვს ომი ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, უკრაინაში, ასევე ახლო აღმოსავლეთში არის საკმაოდ მასშტაბური ომი. ევროპაში არის სერიოზული ეკონომიკური პრობლემები, ამერიკის შეერთებულ  შტატებში ორჯერ ესროლეს საპრეზიდენტო კანდიდატს. ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში პრემიერ-მინისტრს ესროლეს. ასეთია ის მძიმე ვითარება, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენს გარშემო. ასეთ ვითარებაში ჩვენ განსაკუთრებულად უნდა მოვუფრთხილდეთ მშვიდობას, სიმშვიდეს ჩვენს ქვეყანაში, რაც არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ბიზნესი განვითარდეს და ზოგადად, ქვეყანა მყარად იდგეს მოწოდების სიმაღლეზე. რადიკალიზმი და სიძულვილი წითელ ხაზად გასდევს პოლიტიკას თითქმის ყველა ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით. ეს არის სამწუხაროდ, თანამედროვე ტენდენცია, რასაც ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ“, – განაცხადა  პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – მეტი ადამიანია დასაქმებული და ადამიანებს აქვთ უფრო მაღალი ანაზღაურება, 146 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ეს არის 4-წლიანი ეკონომიკური ზრდის შედეგები

2021 წლის პირველ კვარტალში, უმუშევრობა შეადგენდა 21.9 %-ს, 2024 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, უმუშევრობა არის 3.7%, გვაქვს ძალიან სერიოზული გაუმჯობესება, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნულ პერიოდში, შეიქმნა 146 000 ახალი სამუშაო ადგილი და გაზრდილია დაქირავებულთა შრომის ანაზღაურება. „კონკრეტული ადამიანები საქმდებიან და მათი საშუალო ანაზღაურება იზრდება. იგივე პერიოდი რომ ავიღოთ, დაქირავებულთა შრომის ანაზღაურება საშუალოდ შეადგენდა 1256  ლარს და უკვე 2 000 ლარს აჭარბებს. ანუ, მეტი ადამიანია დასაქმებული და ადამიანებს აქვთ უფრო მაღალი ანაზღაურება, ესაა ამ 4-წლიანი ეკონომიკური ზრდის შედეგები. საბოლოო ჯამში, 146 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა ამ 3.5 წლის განმავლობაში. რომ ავიღოთ 2021 წლის დასაწყისი და 3 წლის შემდეგ მეორე კვარტლის მონაცემები, 146 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა,“- განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, ყველა მიმართულებით, მათ შორის, ფისკალური კონსოლიდაციის კუთხით ქვეყანას აქვს ძალიან კარგი მონაცემები. „პროდუქციის გამოშვება 1-წლიან პერსპექტივაში, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შეფარდებით, 12.5…

ირაკლი კობახიძე – დაახლოებით 10 მლრდ-ით გაიზარდა ქვეყნის ბიუჯეტი,რაც იძლევა საშუალებას კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებაზე

2021 წლიდან ჩვენი ნომინალური ეკონომიკა ლარში 40 მლრდ-ით გაიზარდა, შესაბამისად, დაახლოებით 10 მლრდ-ით გაიზარდა ქვეყნის ბიუჯეტი , რაც იძლევა საშუალებას, კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებაზე –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის  კონფერენციაზე  სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა მიმართულებით არის ძალიან კარგი ტენდენციები და ტემპი, რაც ეკონომიკის მასტიმულირებელი პროექტების განხორციელების საშუალებას  იძლევა. „ეს ყველაფერი იძლევა საშუალებას, კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ ეკონომიკაზე, ზოგადად ქვეყნის განვითარებაზე, განვახორციელოთ ისეთი პროექტები, მათ შორის ინფრასტრუქტურული, რაც ახალ სტიმულს მისცემს ეკონომიკის განვითარებას. ყველა მიმართულებით გვაქვს ძალიან კარგი ტენდენციები და ტემპი და იმედი მაქვს, ასეც გაგრძელდება. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ ხოლმე, რომ მართალია, ეკონომიკა იზრდება, მაგრამ ეს 40 მლრდ წავიდა 25 ოჯახის ჯიბეებშიო, ასეთია მათი გზავნილი. პროფესიონალები, ამ საქმის სპეციალისტები ალბათ დამეთანხმებით, რამდენად დიდი ტყუილია ეს. ყველაფერი ციფრებშია გამოხატული,“- განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაური ასევე შეეხო სიღარიბის მაჩვენებლებს და აღნიშნა, რომ 2012 წელს ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი 30% იყო, რაც გასული წლის მონაცემებით, 11.8 %-მდე არის შემცირებული. „1 120…

ირაკლი კობახიძე – ჩვენ მოვახერხეთ ქვეყანაში 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობის შენარჩუნება, ეს არის მიღწევა, რომლითაც შეგვიძლია, ვიამაყოთ

ჩვენ მოვახერხეთ ქვეყანაში 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობის შენარჩუნება და ჩვენი ხელისუფლება არის პირველი ხელისუფლება, რომლის დროსაც, დამოუკიდებლობის…

ირაკლი კობახიძე – ხელისუფლებას აქვს გააზრებული ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, რაც ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას და შექმნილია სტაბილური გარემო ეკონომიკის განვითარებისთვის

ხელისუფლებას აქვს გააზრებული ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, რაც ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას და ასევე, შექმნილია სტაბილური გარემო…

ირაკლი კობახიძე –  სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ბიზნესის თავისუფლება, მშვიდობა და სტაბილურობა თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკის და ბიზნესის განვითარებას საფრთხე არ შეექმნას 

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაცია ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის იმისათვის, რომ ყოველ ჯერზე მივიღოთ მაქსიმალურად კარგად გააზრებული…

ირაკლი კობახიძე – 2012 წლამდე 10 000-მდე შემთხვევა იყო,როდესაც ბიზნესმენებმა სახელმწიფოზე გადააფორმეს ქონება, 2012 წლის შემდეგ ასეთი ფაქტი არის ნული რაც ნიშნავს, რომ ბიზნესზე წნეხი და ტერორი დასრულდა

2012 წლამდე  10 000-მდე შემთხვევა იყო მხოლოდ ისეთი, როდესაც ბიზნესმენებმა სახელმწიფოზე გადააფორმეს საკუთარი ქონება; 2012 წლის შემდეგ ასეთი ფაქტი არის ნული ეს ნიშნავს იმას, რომ ან ბიზნესზე წნეხი და ტერორი დასრულდა, ან ჩვენი ბიზნესმენები აღარ არიან ისეთი გულკეთილები, როგორებიც იყვნენ 2012 წლამდე, ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს არავითარი წნეხი ბიზნესზე არ არსებობს, პირიქით, ხელისუფლება მაქსიმალურად არის მონდომებული, რომ ხელი შეუწყოს ქვეყანაში ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებას. „ყველას გახსოვთ 2012 წლამდე რა ვითარება იყო ბიზნესის თავისუფლების თვალსაზრისით, რამდენად მძიმე ზეწოლა იყო ბიზნესზე, პირდაპირი ტერორი ხორციელდებოდა ბიზნესმენების მიმართ. იყო ათასობით ფაქტი იმისა,  რომ ბიზნესმენებს სახელმწიფოზეც კი უწევდათ საკუთარი ქონების გადაფორმება, არაფერს ვამბობ იმაზე, რომ სხვა კერძო პირებზე უწევდათ საკუთარი ქონების გადაფორმება. 10 000მდე შემთხვევა იყო მხოლოდ ისეთი როდესაც ბიზნესმენებმა სახელმწიფოზე გადააფორმეს საკუთარი ქონება. 2012 წლის შემდეგ ასეთი ფაქტი არის ნული. ეს ნიშნავს იმას, რომ ან ბიზნესზე წნეხი და ტერორი დასრულდა, ან ჩვენი ბიზნესმენები აღარ არიან ისეთი გულკეთილები, როგორებიც იყვნენ 2012 წლამდე. დღეს ბიზნესი არის თავისუფალი. არავითარი წნეხი ბიზნესზე არ არსებობს, პირიქით, ხელისუფლება მაქსიმალურად არის მონდომებული, რომ ხელი შეუწყოს ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში“,…

გია აბაშიძე: აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეს, ბენ კარდინს სცალია და თურმე საქართველოს არჩევნების “დაცვაზე” ზრუნავს და როგორ “იცავენ” მათთვის “არასასურველ” არჩევანს, აკერმანისეული ე.წ. მშვიდობიანი რევოლუციით?

გლობალურ პოლიტიკაშიც ჩაფლავებული აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეს, ბენ კარდინს სცალია და თურმე საქართველოს არჩევნების…

გურამ მაჭარაშვილი: როცა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი დადგება და კონსტიტუციაშიც ცვლილების შეტანა დაგვჭირდება, ოპოზიცია ამას მხარს არ დაუჭერს, ამიტომაც, საკონსტიტუციო უმრავლესობა გვჭირდება

„პირველ რიგში, შევახსენოთ საზოგადოებას, რომ [თავიდან, როცა ბიძინა ივანიშვილის განცხადება გააპროტესტა ოპოზიციამ], მათ რუსი ოკუპანტები არ…

დავით ქართველიშვილი: მწამებელი მეგის ქარდავა ექსტრადირებამდე ბოლო რვა წლის განმავლობაში ქართულ მართლმსაჯულებას თავისი პირადი მფარველის, მიხეილ სააკაშვილის მეშვეობით ემალებოდა – 26 ოქტომბერს თუნდაც ეს საკმარისი უნდა იყოს სწორი არჩევანის გასაკეთებლად

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი მეგის ქარდავას ექსტრადირებიდან 3 წლის თავზე სოციალურ ქსელში მის მიერ…

გურამ მაჭარაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: ეს ხალხი ბუნებით მოძალადეა – შერიგება, მორიგება, სიყვარული – მათგან ეს ყველაფერი ძალიან შორს არის

„ევროპის საბჭოს რეზოლუცია – ნომრით 1633 ისტორიაა. საკუთარ ჯარს ჯერ რომ ომის დაწყებას დააბრალებ და მერე…

ნანა კაკაბაძე: “ბოდიშთან“ დაკავშირებული ოპოზიციის ინტერპრეტაციები არა სერიოზული განსჯის და ანალიზის საფუძველს იძლევა, არამედ მხოლოდ იმას გვიმტკიცებს კიდევ ერთხელ, რომ ხელისუფლებაში არ უნდა მოვუშვათ ადამიანები, რომლებიც ამას ყველანაირი ტყუილის ფასად ცდილობენ

“ბოდიშთან“ დაკავშირებული ოპოზიციის ინტერპრეტაციები არა სერიოზული განსჯის და ანალიზის საფუძველს იძლევა, არამედ მხოლოდ იმას გვიმტკიცებს კიდევ…

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას შეხვდა

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების: ვაზიანისა და ქსოვრისის მოსახლეობას შეხვდა.…

დავით შერაზადიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს დმანისში აგრძელებს

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, დმანისის რაიონის სოფლების: პანტიანის,…