fbpx

სვიმონ ჯანგულაშვილი: ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი მოღალატეები და რუსები არიანო – ეგაა ევროპული, დასავლური, პროგრესული და ლიბერალური აზროვნება? ყველა ერთად როგორ გადაიქეცით ნიკა-ყაყა-გვარამიად და ნოდარ-ბაყაყ-ლადარიად?

ვერ ვიჯერებ. არადა ვხედავ და ვკითხულობ: ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი მოღალატეები და რუსები არიანო. უამრავი…

დიღმის მასივში, ბორის პაიჭაძის ქუჩაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

დიღმის მასივში, მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარედ არსებული სკვერის, კუნძულ ტექსელის სკვერისა და სიკო დოლიძის სახელობის სკვერის გახსნის…

ირაკლი კობახიძე სატელევიზიო დებატები ჩემთვის პრობლემა არ არის, ოპოზიციას იმდენად არაფერი აქვს სათქმელი საზოგადოების წინაშე, უცხოელები ატარებენ მათ მაგივრად კამპანიას, რა დებატების თავი აქვთ

სატელევიზიო დებატები ჩემთვის პრობლემა არ არის, არავითარი სირთულე არ არის, ოპოზიციას იმდენად არაფერი აქვს სათქმელი საზოგადოების წინაშე,…

პრემიერი –  NGO-ები, რომლებმაც გააყალბეს პარალელური ხმის დათვლის შედეგები 2020 წელს, პირდაპირ აწარმოებენ საარჩევნო აგიტაციას მმართველი პარტიის წინააღმდეგ და ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ

არიან ე.წ. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ აწარმოებენ საარჩევნო აგიტაციას მმართველი პარტიის წინააღმდეგ და ოპოზიციური პარტიების…

ირაკლი კობახიძე  იყო სირთულეები სკოლების რეაბილიტაციის ტემპების კუთხით,  თუმცა მაქსიმალურად დავაჩქარებთ სამუშაოებს, იმისათვის, რომ  ბავშვებმა იარონ სკოლებში თავიანთ სახლებთან ახლოს 

ყო გარკვეული სირთულეები სკოლების რეაბილიტაციის ტემპების კუთხით,  თუმცა მაქსიმალურად დავაჩქარებთ სამუშაოებს, იმისათვის, რომ ბავშვებმა იარონ სახლებთან ახლოს თავიანთ სკოლებში,  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქარელში განუცხადა. პრემიერის თქმით, ამ სფეროში გარკვეული საკადრო ცვლილებებიც განხორციელდა და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ტემპები მაქსიმალურად დაჩქარდეს. „ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდა და აქ  არის სერიოზული ცვლილებები საჭირო. საჭიროა პროცესის ინტენსიურად გაგრძელება. იყო გარკვეული სირთულეები ტემპების კუთხით, შესაბამისად, გარკვეული საკადრო ცვლილებებიც განხორციელდა ამ სფეროში. შესაბამისად, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ტემპები მაქსიმალურად დავაჩქაროთ არის არაერთი პრობლემური შემთხვევა, როდესაც უკვე  საკმაოდ დიდი ხანია მოსწავლეებს უწევთ სხვა სკოლებში სიარული. ტემპები არის საკმაოდ დასაჩქარებელი. გორში, თბილისში, დასავლეთ საქართველოში არის სხვადასხვა შემთხვევები. მაქსიმალურად დავაჩქარებთ სამუშაოებს, იმისათვის, რომ ბავშვებმა იარონ სახლებთან ახლოს თავიანთ სკოლებში“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერი საქართველოდან უკრაინის დროებითი წარმომადგენლის გაწვევა ხელს არ უწყობს ურთიერთობების განვითარებას  და ჩვენთვის სამწუხაროა

საქართველოდან უკრაინის დროებითი წარმომადგენლის გაწვევა ხელს არ უწყობს ურთიერთობების განვითარებას, უკრაინის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილებები ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ყველა შემთხვევაში რჩება ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, ვინაიდან ეს სჭირდება უკრაინელ ხალხს და უკრაინას. „ჩვენ არ გამოგვიწვევია ელჩი უკრაინიდან და არც უკრაინის ელჩი გაგვიწვევია საქართველოდან. ეს გააკეთა უკრაინულმა მხარემ, ჯერ საქართველოდან საკუთარი ელჩი გაიწვიეს ორი საბაბით, იმ მიზეზით, რომ არ მივუერთდით სანქციებს, ანუ ჩვენი ეკონომიკის ჩამოქცევაზე იყო საუბარი და მეორე იყო ის, რომ არ გავგზავნეთ მებრძოლი მოხალისეები უკრაინაში, ანუ საუბარი იყო მეორე ფრონტის გახსნაზე. არ გავაკეთეთ არც ერთი, არც მეორე, ანუ არ ჩამოვაქციეთ ეკონომიკა, არ გავხსენით მეორე ფრონტი, ამ საბაბით გაწვეულ იქნა უკრაინის ელჩი საქართველოდან, რაზეც საზოგადოება გამოიტანს სათანადო დასკვნებს. ამის შემდეგ, ჩვენი ელჩი უკრაინაში, პრაქტიკულად, გამოაგდეს ქვეყნიდან. ეს არის ის ელჩი, რომელსაც 1 დღით არ დაუტოვებია უკრაინა ომის დაწყების დღიდან. იყო არაერთი ელჩი, მათ შორის დასავლური ქვეყნების ელჩები, რომლებმაც პირველივე დღიდან გამოაცხადეს ევაკუაცია, ეს, რა თქმა უნდა, მათი საქმე იყო, ვერავის გავაკრიტიკებ, წავიდნენ კიევიდან. საქართველოს ელჩი ბოლომდე, ყოველდღიურ რეჟიმში რჩებოდა უკრაინაში, კიევში და ესეც კი არ დაუფასეს ამ კაცს, არც ჩვენს ქვეყანას და გამოაგდეს უკრაინიდან. ეს არ არის სწორი, ეს ხელს არ უწყობს ურთიერთობების განვითარებას, მაგრამ ეს არის უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებები, რაც ჩვენთვის არის ძალიან სამწუხარო. ჩვენ, ყველა შემთხვევაში, ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, ვინაიდან ეს სჭირდება უკრაინელ ხალხს და ეს სჭირდება ჩვენს მეგობარ ქვეყანა უკრაინას,“- აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე ოპოზიციის კამპანია სინამდვილეში წარმოებს არა საქართველოში, საზოგადოების წინაშე, არამედ ქვეყნის გარედან, რაც აბსოლუტურად გაუგებარია, თუმცა ესეც ვერ მოახდენს გავლენას არჩევნების შედეგებზე

ოპოზიციის კამპანია სინამდვილეში წარმოებს არა საქართველოში, საზოგადოების წინაშე, არამედ წარმოებს ქვეყნის გარედან, რაც აბსოლუტურად გაუგებარია, –…

ირაკლი კობახიძე – ყველამ იცის, ვინ არის კეზერაშვილი, შემაშფოთებელია, რომ ის სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლით ევროკავშირის ქვეყნებში და ამ მიმოსვლის წყალობით ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს

დავით კეზერაშვილის სახელს უკავშირდება ის საგმირო საქმეები, როგორიც არის ჯერ ბიზნესმენების, მერე ჯარის ძარცვა და ახლა ძარცვავს…

ირაკლი კობახიძე -ოპოზიციას ჰქონდა  შანსი, ინტერპელაციის წესით მოეთხოვა ჩემი მისვლა პარლამენტში,ვერ გაბედეს ამის გაკეთება, ჩემს წლიურ  ანგარიშზე ვერ გაბედეს პარლამენტში მოსვლა ასეთ პირობებში  მათი მხრიდან დებატებზე საუბარი სრულიადარარელევანტურია

რაც შეეხება ზოგადად დებატებს, რამდენჯერმე ჰქონდა ოპოზიციას შანსი, მაგალითად, ინტერპელაციის წესით მოეთხოვა ჩემი მისვლა პარლამენტში, ვერც ერთხელ ვერ გაბედეს ამის გაკეთება. როცა მქონდა წლიური ანგარიში, ვერ გაბედეს პარლამენტში მოსვლა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქარელში განუცხადა. პრემიერის თქმით, ასეთ პირობებში ოპოზიციის მხრიდან დებატებზე საუბარი სრულიად არარელევანტურია. „კანონმდებლობა ითვალისწინებს გარკვეულ ფორმატში დებატებს. რასაც ითვალისწინებს კანონმდებლობა, იმ ფარგლებში რა თქმა უნდა, ამას გავაკეთებთ. რაც შეეხება ზოგადად დებატებს, რამდენჯერმე ჰქონდა ოპოზიციას შანსი, მაგალითად, ინტერპელაციის წესით მოეთხოვა ჩემი მისვლა პარლამენტში, ვერც ერთხელ ვერ გაბედეს ამის გაკეთება. როცა მქონდა წლიური ანგარიში, ვერ გაბედეს პარლამენტში მოსვლა. ასეთ პირობებში მათი მხრიდან დებატებზე საუბარი სრულიად არარელევანტურია. ჩვენს მხარეს არის სიმართლე, ჩვენ ვართ მყარად, ნებისმიერ ადამიანთან ვართ მზად პოლემიკისთვის, თუმცა, ისინი ცდილობენ ხელიდან გაუშვან ეს შანსი“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერი მიხაილ როთის ვიზიტზე – ეს ადამიანი ცდილობდა, ჩართულიყო რევოლუციურ პროცესებში, რაც  ჩაუვარდა, რა ფასი უნდა ჰქონდეს ოპოზიციისთვის მის ჩამოსვლას

მიხაილ როთი ცდილობს, რომ რაღაცნაირად მხარი დაუჭიროს ოპოზიციას, თუმცა მე მგონია, რომ კონტრპროდუქტიული იქნება ოპოზიციისთვის მისი…

პრემიერი  – ბიძინა ივანიშვილთან დებატებში დაჯდომაზე ფიქრიც კი ოპოზიციის მხრიდან  ძალიან დიდი კადნიერება იქნებოდა

ელემენტარულად ისეთი რეპუტაცია უნდა გქონდეს შექმნილი, რომ გაბედო და შესთავაზო დებატები ბიძინა ივანიშვილს, –  ამის შესახებ …

პრემიერ-მინისტრი ძლევიჯვარის წმინდა გიორგის დედათა მონასტერში იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, ძლევიჯვარის წმინდა გიორგის დედათა მონასტერში იმყოფებოდა.  მთავრობის…

ირაკლი კობახიძე – საარჩევნო გუნდი, პირველი ოცეული დაკომპლექტებულია სხვადასხვა კრიტერიუმით, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მრავალფეროვანი წარმომადგენლობა შეგვეთავაზებინა ქართული საზოგადოებისთვის

საარჩევნო გუნდი, პირველი ოცეული არის დაკომპლექტებული სხვადასხვა კრიტერიუმით, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს…

ირაკლი კობახიძე არავითარი კრიზისი ქვეყანაში არ იქნება, სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა

არავითარი კრიზისი ჩვენს ქვეყანაში არ იქნება, ვინმეს თუ უნდა გაიმეოროს საქართველოში ის სცენარი, რომელიც უკვე გამოვიარეთ…

ირაკლი კობახიძე –  ბულინგი იმ სპორტსმენებთან მიმართებით, რომლებიც დასახელდნენ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ოცეულში, აბსოლუტურად მიუღებელია

ეს ბულინგი, რაც ჩვენ ვიხილეთ იმ სპორტსმენებთან მიმართებით, რომლებიც დასახელდნენ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ოცეულში, არის…