fbpx

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებმა დღეს ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წევრებმა დღეს 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი. ეთიკის კოდექსზე…

დიმიტრი ხუნდაძე: „სირცხვილიამ“ ჭამა სირცხვილი, შიდა საოჯახო ბულინგს ვერ გაუძლო და დაუბრუნდა საწყის პოზიციას -ტყუილი, ქვეყნის დაზიანება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დიმიტრი ხუნდაძე არასამთავრობო ორგანიზაცია “სირცხვილიას“ მიერ გამჭვირვალობის შესახებ კანონის რეესტრში რეგისგტრაციასთნ დაკავშირებით…

ირაკლი კობახიძე -რეჟიმი, რომელმაც 2004-2012 წლებში უამრავი დანაშაულიჩაიდინა,აუცილებლად უნდა გასამართლდეს,ვერავითარი გარე მფარველები ვეღარ დაიცავენ  „ნაცმოძრაობას“იმ განაჩენისგან, რომელიც აუცილებლად  უნდა დადგეს

ირაკლი კობახიძე-რეჟიმი, რომელმაც 2004-2012 წლებში  უამრავი დანაშაული ჩაიდინა, აუცილებლად უნდა გასამართლდეს, – ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა,  ვერავითარი გარე მფარველები ვეღარ დაიცავენ „ნაცმოძრაობას“ იმ განაჩენისგან, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს.  „რატომ 12 წლის შემდეგ – ჩვენ სწორედ ახლა გვაქვს ამის რესურსი, რისი რესურსიც არ გვქონდა 12 წლის განმავლობაში.  ვერავინ ვეღარ დაიცავს „ნაცმოძრაობას“, ვერავითარი გარე მფარველები ვეღარ დაიცავენ „ნაცმოძრაობას“ იმ განაჩენისგან, რომელიც აუცილებლად უნდა დადგე. არ შეიძლება, მუდმივად ქვეყანა ცხოვრობდეს ჩაკეტილ წრეზე, არ შეიძლება, მუდმივად ჩვენ გვქონდეს მუქარები რევოლუციასთან დაკავშირებით, ქვეყნის არევასთან  დაკავშირებით. ეს ფსევდოლიბერალური იდეოლოგიაც არის სწორედ მათი საქმიანობის შედეგი. არ შეიძლება, ეს არის ქვეყნისთვის საფრთხე და რა თქმა უნდა, ეს დემოკრატიისთვის, ქვეყნისთვის საფრთხე …

ირაკლი კობახიძე -საქართველოს მთავრობის დადგენილებით არის განსაზღვრული პრემიები, როგორც ოლიმპიური,ასევე არაოლიმპიური სახეობებისთვის და რაც დადგენილებით არის გათვალისწინებული, ჩაირიცხება თითოეული სპორტსმენის ანგარიშზე

არსებობს საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლითაც არის განსაზღვრული პრემიები, როგორც ოლიმპიური, ასევე არაოლიმპიური სახეობებისთვის და რაც დადგენილებით არის გათვალისწინებული, ის პრემიები გამოიწერა და რა თქმა უნდა, ჩაირიცხება თითოეული შესაბამისი სპორტსმენის ანგარიშზე, – ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“  ცდილობს ფონს მარტივი ტყუილებით  გავიდეს. „რამდენიმე ტყუილს შეიცავდა სიუჟეტი, რომელიც გავრცელდა ტვ პირველზე, რეალურად, არსებობს საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლითაც არის განსაზღვრული პრემიები, როგორც ოლიმპიური, ასევე არაოლიმპიური სახეობებისთვის და რაც დადგენილებით არის გათვალისწინებული, ის პრემიები გამოიწერა და რა თქმა უნდა, ჩაირიცხება თითოეული შესაბამისი სპორტსმენის ანგარიშზე. აქაც მარტივი ტყუილებით ცდილობენ, ფონს გავიდნენ, თუმცა ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და ასეთი ტყუილები რომ ვერ ჭრის ხოლმე, სწორედ ამიტომ გვაქვს ჩვენ 60% რეიტინგი და ამიტომ აგებს ძალიან მძიმედ არჩევნებს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე  -საბოლოოდ, ავტორიტარიზმის ფესტივალის მოწყობის მცდელობა ჩაიშლება ამ ქვეყანაში 26 ოქტომბერს, როდესაც ქართველი ხალხი გამოვა არჩევნებზე და სწორედ ავტორიტარიზმის ფესტივალის დაბრუნებას ეტყვის უარს

ავტორიტარიზმის ფესტივალი ჩაიშალა და რაც მთავარია, საბოლოოდ, ავტორიტარიზმის ფესტივალის მოწყობის მცდელობა ჩაიშლება ამ ქვეყანაში 26 ოქტომბერს,…

პრემიერი – ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი პოლიტიკური ძალა, რომელმაც 8 არჩევნები მოიგო 2012 წლიდან მოყოლებული და მეცხრე არჩევნებსაც აუცილებლად მოიგებს, ფანჩატურები არჩევნებს ვერ იგებენ

ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი პოლიტიკური ძალა, რომელმაც 8 არჩევნები მოიგო 2012 წლიდან მოყოლებული და მეცხრე არჩევნებსაც…

ირაკლი კობახიძე -გამჭვირვალობის  შესახებ კანონში არ  არის დადგენილი  არავითარი შეზღუდვები და ეს არის  მთავარი მიზეზი  იმისა,რომ 300-ზე მეტმა ორგანიზაციამ უკვე მიმართა იუსტიციისსამინისტროს რეგისტრაციასთან დაკავშირებით

გამჭვირვალობის შესახებ კანონში არის გამოყენებული აბსოლუტურად ნეიტრალური ტერმინოლოგია, არ არის დადგენილი არავითარი შეზღუდვები და სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ 300-ზე მეტმა ორგანიზაციამ უკვე მიმართა იუსტიციის სამინისტროს რეგისტრაციასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ორგანიზაციების ნახევარზე მეტმა შეიტანა განაცხადი რეგისტრაციასთან დაკავშირებით, რაც არის აბსოლუტურად მისასალმებელი”არ ვიცი, რამდენია ჯამში იმ ორგანიზაციების რაოდენობა, რომლებიც უცხოეთიდან იღებენ დაფინანსებას, არა მგონია, რომ 500-ზე ბევრად მეტი იყოს. რეალურად,  ამ ორგანიზაციების ნახევარზე მეტმა შეიტანა განაცხადი რეგისტრაციასთან დაკავშირებით, რაც არის აბსოლუტურად მისასალმებელი. ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ არავითარ სტიგმატიზაციას ეს კანონი არ იწვევს. ამ კანონში არის გამოყენებული აბსოლუტურად ნეიტრალური ტერმინოლოგია, არ არის დადგენილი არავითარი შეზღუდვები და სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ 300-ზე  მეტმა ორგანიზაციამ უკვე მიმართა იუსტიციის სამინისტროს რეგისტრაციასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – ორგანიზაცია „სირცხვილიამ“ 2 დღეში 2-ჯერ დაამტკიცა, რომ თავად არის სირცხვილი

ორგანიზაცია „სირცხვილიამ“ 2 დღეში 2-ჯერ დაამტკიცა, რომ თავად არის სირცხვილი, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი…

ირაკლი კობახიძე -საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვებზე კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“დაამობილიზა​„იურიდიული ელიტა“თუმცა პარლამენტიდან მისულია სამი უაღრესად გონიერი ახალგაზრდა იურისტი, რომლებმაც აბსოლუტურად გააცამტვერეს ეს ადამიანები 

საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვებზე ერთ მხარეს არიან გონიერი, კომპეტენტური იურისტები და მეორე მხარეს არიან დრომოჭმული პოლიტიკოსები, ე.წ. იურისტები, რომლებსაც არაფერი აქვთ სათქმელი ამ პროცესზე, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვებზე კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ დაამობილიზა​საკუთარი „იურიდიული ელიტა“, თუმცა იქ პარლამენტიდან მისულია სამი უაღრესად გონიერი ახალგაზრდა იურისტი, რომელებმაც აბსოლუტურად გააცამტვერეს ეს ადამიანები და მათი არგუმენტები.  „გრძელდება საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვები და მგონია, კიდევ უფრო მძიმე წუთები და საათები ელოდებათ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს, ერთი მიზეზი არის ის, რომ სიმართლე არის პარლამენტის მხარეს, რომელმაც მიიღო „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი და მეორე, აშკარად დისბალანსია კომპეტენციის თვალსაზრისით. ერთ მხარეს არიან გონიერი, კომპეტენტური იურისტები და მეორე მხარეს არიან დრომოჭმული პოლიტიკოსები, ე.წ. იურისტები, რომლებსაც არაფერი აქვთ სათქმელი ამ პროცესზე.  დეტალებში ვერ ვიქნები ჩართული, მე არ ვარ პარლამენტის წარმომადგენელი, მაგრამ ვფიქრობ, რომ თუ ეს ასე დეტალურად იყო განხილული ვფიქრობ, ეს იყო იდეალური გადაწყვეტილება. იმ  შემთხვევაში, თუ მეორე მხარესაც იქნებოდნენ პოლიტიკოსები, რეალურად ეს განხილვა გადავიდოდა სამართლებრივი ჭრილიდან პოლიტიკურ ჭრილში, მაშინ როდესაც უმჯობესი იყო, რა თქმა უნდა, სამართლებრივი ჭრილში ამ საკითხის განხილვა, სწორედ იმ პირობებში, როდესაც სამართლებრივად იქნა განხილული საკითხები საკონსტიტუციო სასამართლოში, პირწმინდად დამარცხდა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ სამ ახალგაზრდა გონიერ და კომპეტენტურ იურისტთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე  კონსტიტუციაში  გაჩნდება ჩანაწერი, რომელიც განსაზღვრავს, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანობა არის ჩვენი  სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენი

მყარი ჩანაწერი გაჩნდება კონსტიტუციაში, რომლითაც განისაზღვრება ახლებურად მართლმადიდებლობის სტატუსი და ეს აისახება მართლმადიდებელ ეკლესიაზე, როგორც უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტზე ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით,  კონსტიტუციაში გაჩნდება ჩანაწერი, რომელიც განსაზღვრავს,  რომ მართლმადიდებლობა არის ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენი. „ჩვენ თავიდანვე დავაანონსეთ კონსულტაციები, რომელიც უკავშირდება კონსტიტუციურ ჩანაწერს, მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით და ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას, ამ საკითხზე და ძალიან მყარი ჩანაწერი გაჩნდება კონსტიტუციაში, რომლითაც განისაზღვრება ახლებურად მართლმადიდებლობის სტატუსი და ეს აისახება მართლმადიდებელ ეკლესიაზე, როგორც უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტზე ჩვენი ქვეყნისთვის. კერძოდ, გაჩნდება ჩანაწერი, რომელიც განსაზღვრავს იმას, რომ, მართლმადიდებლობა, მართლმადიდებელი ქრისტიანობა არის ჩვენი სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენი“, – განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაურის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ჩანაწერის დაზუსტება, რომელიც უკავშირდება მართლმადიდებელი ეკლესიის როლს. „ასევე მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ჩანაწერის დაზუსტება, რომელიც უკავშირდება მართლმადიდებელი ეკლესიის როლს. დღევანდელი რედაქციის თანახმად, საუბარია იმაზე, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ასრულებდა მნიშვნელოვან როლს საქართველოს ისტორიაში და ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ ზუსტად უნდა აისახოს ის სინამდვილე, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში, არა მარტო ისტორიაში, არამედ, ჩვენს დღევანდელობაშიც, თანამედროვეობაში მართლმადიდებელი ეკლესია ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს და ის არის ჩვენი თვითმყოფადობის საყრდენი. ეს მნიშვნელოვანი შესწორება შევა საქართველოს კონსტიტუციაში და კიდევ ერთხელ, ჩვენ ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს ეკლესიის და  საპატრიარქოს წარმომადგენლებს, მღვდელმთავრებს, იმისათვის, რომ შედგა ძალიან საინტერესო დისკუსია და იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდა შედეგიანი დისკუსია ამ საკითხთან დაკავშირებით. კონსულტაციების დეტალებზე მე არ ვისაუბრებ, ეს ალბათ არის უფრო მეტად თავად საპატრიარქოს პრეროგატივა. ეს ნაკლებად საინტერესოც არის, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ მთლიანობაში გვაქვს საერთო შეთანხმება მიღწეული, ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის, რომელიც უკავშირდება შესაბამისი კონსტიტუციური შესწორების შეტანას“, – განაცხადა პრემიერმა.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ოზურგეთში

მივესალმები თავისუფლების მოყვარე გურულებს! გურულები მრავალმხრივ გამორჩეული ადამიანები ხართ, განსაკუთრებული სიყვარულის გრძნობით, იუმორით და ამ იუმორში…

ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრის, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე  ოზურგეთში

ჩვენ დღეს შევიკრიბეთ საქართველოს იმ კუთხეში, სადაც ოდითგანვე ყველაზე მეტად აფასებდნენ მშვიდობას, როგორც ეროვნული გადარჩენის და სახელმწიფოებრივი განვითარების ქვაკუთხედს. გურულებს ყველაზე კარგად ესმით, რომ პოლიტიკა, მათ შორის საერთაშორისო, გლობალური პოლიტიკა, ყველა…

“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ოზურგეთში

მოგესალმებით გურულებო! მივესალმები ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში მცხოვრებ, ნათელი გონების, ენამოსწრებულ, სტუმართმოყვარე, ღირსეულ და თავისუფალ…

საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ოზურგეთში

მოგესალმებით ძვირფასო გურულებო, მივესალმები ჩვენს დელეგატს გურიის მხარეში, ვასიკო ჩიგოგიძეს, ასევე მივესალმები ჩვენს დეპუტატებს, მთავრობის წევრებს,…

ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე  ოზურგეთში

„მოგესალმებით გურულებო! მივესალმები გურიას, ჩვენს უძვირფასეს საზოგადოებას, განსაკუთრებით მივესალმები ოზურგეთს, ჩოხატაურს და კიდევ უფრო განსაკუთრებით ლანჩხუთს,…