დამნაშავე არის არა სახელმწიფო დეპარტამენტი, არამედ დამნაშავე არიან ის ოლიგარქიული ძალები, რომლებსაც აქვთ პრინციპული გავლენა ოფიციალურ…
თვე: სექტემბერი 2024
ირაკლი კობახიძე – როცა ვიღაც გარედან ცდილობს, დააბრუნოს სისხლიანი რეჟიმი და დემოკრატიული მმართველობა მონათლოს არადემოკრატიულ მმართველობად, ქართველ ხალხს მოუწევს მკაფიო პასუხების გაცემა
ურთიერთობების გადატვირთვას სჭირდება ჯანსაღი და სამართლიანი მიდგომები, პირადად ჩემი არაერთი განცხადება იყო იმის შესახებ, რომ მზად…
ეკა სეფაშვილი: აგენტურა, ე.წ. ოპოზიცია, შეეცადა ბიძინა ივანიშვილის მიერ შერიგების უზრუნველყოფისა და პოლიტიკისკენ გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯი მოსახლეობის ნაწილისთვის არასწორად მიეწოდებინა
„2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველო ისეთივე მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე დგას, როგორც 2012 წელს იყო, როდესაც ქართველმა…
დავით ქართველიშვილი: პოლიტიკური პროსტიტუციის მასტერ-კლასი ჩაატარა გუშინწინ რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში რესპუბლიკელი სენატორის ლინდის გრემმის პოლიტიკურ ტრანსფორმაციაზე წერს და…
ლევან ნიკოლეიშვილი სენატორ ბენ კარდინის განცხადებაზე: მეთიუ მილერი, ხომ პერიოდულად სანქციებით გვემუქრება, ახლა სენატორი კარდინი გამოხტა, არჩევნებს დავიცავთო! ოღონდ მანამდე ძალიან გაგვიხარდება, თქვენი პრეზიდენტობის კანდიდატს ბატონ ტრამპს თუ დაიცავთ, ერთ თვეში, რომ ორჯერ კინაღამ მოკლეს
აბა, რა, აი ნამდვილი “მეგობრები და პარტნიორები,” ჩვენი “უფროსი ძმები”-მეთიუ მილერი, ხომ პერიოდულად სანქციებით გვემუქრება, ახლა…
გიორგი გამსახურდია უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით “ფორმულას” ინფორმაციაზე: ქვეყნის დამაზიანებელი არხი კვლავ ფორმაშია, ეს სრული დეზინფორმაციაა – ევროკავშირი არ გახლავთ “ნაციონალური მოძრაობის” უკანა ეზო
ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი და ქვეყნის დამაზიანებელი არხი კვლავ ფორმაშია. ეს გახლავთ სრული დეზინფორმაცია, – ასე…
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე ზღვისუბნის მე-11 მიკრორაიონის მე-2 და მე-3 კვარტალში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე ზღვისუბნის მე-11 მიკრორაიონის მე-2 და მე-3 კვარტალში მცხოვრებ…
ირაკლი კობახიძე – ერთადერთი, ვინც შეუნახა ღირსება სახელმწიფო ომის დღეებში, იყო სწორედ ქართული ჯარი და ქართველი ჯარისკაცი
ერთადერთი ვინც შეუნახა ღირსება ამ სახელმწიფო ომის დღეებში, იყო სწორედ ქართული ჯარი და ქართველი ჯარისკაცი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სააკაშვილის რეჟიმმა გარე დაკვეთით დაიწყო ომი ქვეყანაში. „სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი, რასაც მოგვიანებით თავად სააკაშვილის რეჟიმის ლიდერებმა მოაწერეს ხელი. თქვენ იცნობთ ალბათ ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც გარკვევით წერია, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები 7 აგვისტოს დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა და მერე წერია იქვე, რომ ამას მოჰყვა რუსეთის საპასუხო შეტევა. ასევე მაშინდელი გენშტაბის უფროსი, რომელიც დღეს არის „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი, პირდაპირ აცხადებდა, რომ დასწრებაზე მოქმედებდნენ, რადგან ჰქონდათ შიში, რომ მოგვიანებით რუსები შემოვიდოდნენ ცხინვალის რეგიონში, ამიტომ უნდა მოესწროთ დასახლებების დაკავება. არის არაერთი აღიარებითი ჩვენება, ტალიავინის დასკვნა და ა.შ. თავად აქვთ აღიარებული ამ ადამიანებს, რომ გააჩაღეს ომი ამ ქვეყანაში. დაიწყეს ეს ყველაფერი ცხინვალის დაბომბვით, მერე როგორც გაგრძელდა პროცესები, კარგად გახსოვთ – ორ დღეში წააგეს ომი მიუხედავად ჩვენი ჯარისკაცების და ჩვენი ჯარის გმირული ბრძოლისა. ერთადერთი ვინც შეუნახა ღირსება ამ სახელმწიფო იმ დღეებში, იყო სწორედ ქართული ჯარი და ქართველი ჯარისკაცი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე – ხაზარაძე უწოდებდა გახარიას თვალთხარიას, გახარია უწოდებდა ხაზარაძეს თაღლითს, როდესაც ორი ასეთი პოლიტიკოსი ერთიანდება, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ აქვთ ნული დამოუკიდებლობა
ხაზარაძისა და გახარიას გაერთიანებას აქვს ერთადერთი მიზეზი, ეს არის ის, რომ ორივე პარტიას უჭირს ბარიერის გადალახვა,…
ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ ჩართულია წინასაარჩევნო აგიტაციაში, ეს არის კონსტიტუციის დარღვევა, თუმცა ჩვენ არ მოგვისმენია არცერთი კრიტიკული განცხადება, რაც ცალკეული დამკვირვებლების მიკერძოებაზე მეტყველებს
სალომე ზურაბიშვილი უკვე დიდი ხანია აღარ არის საქართველოს პრეზიდენტი და ის ნაბიჯ-ნაბიჯ არღვევს საქართველოს კონსტიტუციის სხვადასხვა…
ირაკლი კობახიძე ელენე ხოშტარიაზე-ის არის ადამიანი, რომელსაც თავი მოაქვს, როგორც მთავარ ანტირუსს ამ ქვეყანაში, რომლისთვისაც მიუღებელია ყველაფერი რუსული და ამ დროს რუსეთის სახელმწიფო ხაზინიდან მას ერიცხება კონკრეტული თანხები
ის არის ადამიანი, რომელსაც თავი მოაქვს, როგორც მთავარ ანტი რუსს ამ ქვეყანაში, რომლისთვისაც მიუღებელია ყველაფერი რუსული…
ირაკლი კობახიძე – მკვლელებს და მწამებლებს ეროვნება არა აქვთ და მათთვის ბოდიშის მოხდას არც არავინ აპირებს, ქართველი გმირების მკვლელები და მწამებლები ზუსტად ისეთივე ოსები არიან, როგორი ქართველებიც არიან სააკაშვილი და მისი სისხლიანი რეჟიმის სხვა ლიდერები
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ზუსტად ისევე არიან პასუხისმგებელი სამშობლოსათვის თავდადებული ჩვენი გმირების სიკვდილზე, როგორც მათი უშუალო მკვლელები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განცახადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობა, ფარად გამოიყენოს დაღუპულ გმირთა სახელები, მხოლოდ უკიდურეს უტიფრობად შეიძლება შეფასდეს. „მინდა, ასევე გამოვეხმაურო სპეკულაციურ გზავნილს, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია ურთიერთპატიებისა და შერიგების თემაზე აჟღერებს. კერძოდ, ოპოზიცია აცხადებს, რომ არ შეიძლება ბოდიში მოვუხადოთ ქართველების მკვლელებსა და მწამებლებს. ამ სპეკულაციის პასუხად, მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ მკვლელებს და მწამებლებს ეროვნება არა აქვთ და მათთვის ბოდიშის მოხდას არც არავინ აპირებს. ქართველი გმირების მკვლელები და მწამებლები ზუსტად ისეთივე ოსები არიან, როგორი ქართველებიც არიან სააკაშვილი და მისი სისხლიანი რეჟიმის სხვა ლიდერები, რომლებმაც 2008 წელს ცხინვალის მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს. სრულიად ცხადია, რომ როდესაც ურთიერთპატიებაზეა საუბარი, მხედველობაში გვყავს ცხინვალის რეგიონში მცხოვრები რამდენიმე ათეული ათასი მშვიდობიანი ოსი, რომლებთან შერიგების გარეშე მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უტოპიაა, შერიგება კი, ბუნებრივია, ორმხრივი მონანიების გარეშე ვერ შედგება. არათუ ქართველი გმირების მკვლელებთან და მწამებლებთან არ გვაქვს ბოდიში მოსახდელი, ჩვენ, პირველ რიგში, თავად ჩვენი გმირების ოჯახის წევრებს უნდა მოვუხადოთ ბოდიში იმის გამო, რომ თავის დროზე ხელისუფლების სათავეში ომის გამჩაღებელი სააკაშვილი და მისი გარემოცვა მივუშვით. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ზუსტად ისევე არიან პასუხისმგებელი სამშობლოსათვის თავდადებული ჩვენი გმირების სიკვდილზე, როგორც მათი უშუალო მკვლელები. ასეთ პირობებში, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობა, ფარად გამოიყენოს დაღუპულ გმირთა სახელები, მხოლოდ უკიდურეს უტიფრობად შეიძლება შეფასდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე – რადიკალური ოპოზიცია არა ომის დაწყების საკითხმა, არამედ ურთიერთპატიებისა და შერიგების თემამ გამოიყვანა მწყობრიდან, ვინაიდან ეს სწორედ იმ მიზანს ეწინააღმდეგება, რომლისთვისაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა 2008 წელს გარედან მიღებული დავალება შეასრულა და ომი დაიწყო
„ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი-გირჩი-დროა“, „ლელო“ და სალომე ზურაბიშვილი თანხმდებიან, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო,…
ირაკლი კობახიძე – ვინც მონანიებისა და შერიგების იდეას უპირისპირდება, ის შეგნებულად ეწინააღმდეგება მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რაც საქართველოს ეროვნული ინტერესების პირდაპირი ღალატია
მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა. ეს ამოცანა კი მხოლოდ შერიგების და შესაბამისად, ორმხრივი მონანიების პირობებში შეიძლება შესრულდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ვინც მონანიებისა და შერიგების იდეას უპირისპირდება, ის შეგნებულად ეწინააღმდეგება მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. „საბოლოოდ, ყველაფერი შედეგებით იზომება. გარედან მართული სააკაშვილის რეჟიმის მიზანმიმართულმა ნაბიჯებმა – სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრების…
ირაკლი კობახიძე – იცით, როგორია მიხეილ როთის რეპუტაცია, შესაბამისად, რაც მეტი ასეთი პოლიტიკოსი ჩამოვა საქართველოში, მით უკეთესი მმართველი გუნდისა და მისი საარჩევნო პოზიციებისთვის
მიხეილ როთისნაირი პოლიტიკოსები არიან საჩუქარი წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი გუნდისთვის,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ…