fbpx

აშშ-ის სენატსა, თუ კონგრესში საქართველოს და ქართველი ხალხის სახელით მოსაუბრე ადამიანებს, რომელთაც არ აქვთ არანაირი ლეგიტიმაცია, როდესაც ვხედავ შემაშფოთებელია:მაკა ბოჭორიშვილი

დეპუტატი სენატში დაგეგმილ დღევანდელ მოსმენას გამოეხმაურა, სადაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური მომხსენებლად…

გივი მიქანაძე გახარიას პარტიის წარმომადგენლების ბრალდებებზე: მათი ერთადერთი მიზანია, მმართველ გუნდს როგორღაც ტალახი ესროლონ, იმდენად დისკრედიტირებული არიან, რომ ცდილობენ, აბსურდული თეორიების შექმნას – არანაირი ინფორმაცია ბუნტთან დაკავშირებით არ მქონდა, მივლინებაში ვიმყოფებოდი

გასული დღეების განმავლობაში და დღეს განსაკუთრებით, გახარიას პარტიის წარმომადგენლების მხრიდან გაჟღერდა გარკვეული ბრალდებები, რომელიც, რა თქმა…

გია აბაშიძე-აგენტოკრატიის ერთ-ერთი ლაქია ეკა გიგაური “დააწინაურეს” და კონგრესში საქართველოზე მის დასმენას მოუსმინეს

ანიტიკოსი გია აბაშიძე “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელის ეკა გიგაურის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ…

ირაკლი კობახიძემ კახა კალაძესთან ერთად დიღმის მასივში ახლად რეაბილიტირებული სკვერები დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დედაქალაქის მერ კახა კალაძესთან ერთად დიღმის მასივში ახლად რეაბილიტირებული სკვერები დაათვალიერა.  თბილისის…

კახა კალაძე: საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა კონკრეტულ პროექტებში იხარჯება უცხოეთიდან შემოსული თანხები – გამჭვირვალობის შესახებ კანონი სწორედ ამ მიზანს ემსახურება

„ჯერ ერთი – რუსული კანონები არ არსებობს ქვეყანაში, მე არ ვიცი, მსგავსი ტიპის კანონი, არ მინახავს…

დედაქალაქის მერმა დიღმის მასივში ახლად რეაბილიტირებული სკვერები გახსნა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, დიღმის მასივში ახლად რეაბილიტირებული ტექსელის, სიკო დოლიძის…

კახა კალაძე: ვინც შეურაცხყოფას აყენებს ჩემს ქვეყანას, ამერიკელი იქნება, ევროპელი, რუსი თუ ჩინელი, ჩემთვის ყველა მტერია

„ყველა, ვინც ამ ტიპის განცხადებებს გააკეთებს, მტერია“, – აცხადებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ამერიკელი სენატორების კრიტიკის…

კახა კალაძე: წარმოუდგენელია, კოლექტიური გიგაური გამოდის სენატში სასაუბროდ

თბილისის მერი კახა კალაძე სამარცხვინოს და წარმოუდგენელს უწოდებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის აშშ-ის…

კახა კალაძე: რა უნდა შესთავაზონ მოსახლეობას კოლექტიურმა ნაცებმა, რომელთაც ქვეყანაში ბომბების ცვენა ერჩივნათ და ითხოვდნენ მეორე ფრონტის გახსნას

რაზეც ნაციონალურ მოძრაობაში საუბრობენ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის თვალში ნაცრის შეყრაა, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი ნაციონალური…

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო შეხვედრებს წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში მართავს

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, წალკის რაიონის სოფლების: არსრევანის,…

ზაალ ანჯაფარიძე: ამ წუთებში ვანო მერაბიშვილის პოლიციის კაპიტანი ეკა გიგაური სენატის მოსმენაზე ითხოვს საქართველოს და მისი ხალხის არჩეული ხელისუფლების მიმართ სანქციების დაწესებას

ამ წუთებში, ვანო მერაბიშვილის პოლიციის კაპიტანი ეკა გიგაური, სენატის მოსმენაზე საქართველოს შესახებ, ითხოვს საქართველოსთვის და მისი…

ლევან ნიკოლეიშვილი: რა სამწუხარო სანახავია, გვარით ქართველი ეკა გიგაური ამერიკაში დაკითხვაზე ზის და საქართველოს წინააღმდეგ აძლევს ჩვენებას

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ეკა გიგაურის გამოსვლას ეხმიანება,…

ირაკლი კობახიძე -ოლიმპიური თამაშების ანალოგიურად, პარალიმპიელებზე იგივე  ოდენობის ჯილდეოები გაიცემა, ყველა ის პარასპორტსმენი, რომელსაც არ აქვს მოგებული მედალი, ასევე 50 000 ლარის ოდენობის ჯილდოთი დაფასდება

ოლიმპიური თამაშების ანალოგიურად, პარალიმპიელებზე იგივე ოდენობის ჯილდეოები გაიცემა, ყველა ის პარასპორტსმენი, რომელსაც არ აქვს მოგებული მედალი, ასევე 50 000 ლარის ოდენობის ჯილდოთი დაფასდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარალიმპიელების დახვედრის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, ორდენებზე წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება  უკვე მიღებულია და  ორდენები პარალიმპიელებს ხვალ გადაეცემათ. „ჩვენ პარალიმპიურ თამაშებამდე გავაკეთეთ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ოლიმპიური თამაშების ანალოგიურად, იგივე ოდენობის ჯილდოები იქნებოდა დაწესებული მედალოსნებისთვის და რა თქმა უნდა, ეს ჯილდეოები სათანადოდ გაიცემა უმოკლეს ვადებში. ამ შემთხვევაშიც მინდა აღვნიშნო, ყველა ის პარასპორტსმენი, რომელსაც არ აქვს მოგებული მედალი, ასევე 50 000 ლარის ოდენობის ჯილდოთი დაფასდება. თქვენი წარმატების დაფასება ჩვენი განსაკუთრებული ვალია. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, მივიღეთ გადაწყვეტილება ყველა მედალოსნის დაჯილდოების თაობაზე, ისინი არიან წარდგენილი უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე. ასევე ირმა ხეცურიანი არის წარდგენილი უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოზე და მწვრთნელები არიან წარდგენილი შესაბამის ჯილდოებზე. ორდენებზე წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება არის უკვე მიღებული და ეს ორდენები, უმაღლესი ჯილდოები ხვალ გადმოგეცემათ და წინასწარ მინდა მოგილოცოთ. მადლობა მინდა გადავუხადო პარალიმპიურ კომიტეტს, პირადად ბატონ რატის, განსაკუთრებული ძალისხმევისა და გულითადად მუშაობისთვის, მთელი სული და გული აქვს მას ჩადებული პარასპორტის განვითარებაში და მადლობა მას მის მიერ გაწეული საქმიანობისთვის. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის, ბუნებრივია, ყველა შესაბამის ფედერაციას, მადლობა მინდა გადავუხადო კულტურისა და სპორტის მინისტრ ქალბატონ თეა წულუკიანს და მთლიანად სამინისტროს, ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩართული იმ წარმატების მიღწევაში, რომელიც აქვს ჩვენს პარასპორტს ზოგადად და პარალიმპიურ გუნდს და მადლობა თითოეულ თანამშრომელს იმ განსაკუთრებული წვლილისთვის, რომელიც მათ აქვთ შეტანილი ჩვენს წარმატებაში. მადლობა მინდა გადავუხადო მწვრთნელებს, ექიმებს, ტექნიკურ ჯგუფს და კიდევ ერთხელ, განსაკუთრებული მადლობა პარალიმპიელებს, თქვენი გამარჯვება იყო თითოეული ქართველის, თითოეული გულშემატკივრის განსაკუთრებული სიამაყის საგანი და მადლობა იმ სიამაყისა და სიხარულისთვის, რომელიც განგვაცდევინეთ“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერი – 14 მონაწილიდან 9 პარასპორტსმენი დაბრუნდა სამშობლოში პარალიმპიური მედლით,  გვქონდა საუკეთესო  შედეგი გუნდურ ჩათვლაში, რაც ჩვენი განსაკუთრებული სიამაყის საგანია

2012 წლის ჩათვლით, მხოლოდ 3 სპორტსმენს ჰქონდა მიღებული მონაწილეობა პარალიმპიურ თამაშებში, 2024 წლის პარიზის თამაშებში კი უკვე 14-მა  პარალიმპიელმა მიიღო მონაწილეობა და აქედან 9 პარასპორტსმენი სამშობლოში პარალიმპიური მედლით დაბრუნდა, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარალიმპიელების დახვედრის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა პარალიმპიელებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ამ უნიკალური შედეგის მიღწევაში. „ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადაგიხადოთ იმ უდიდესი წარმატებისთვის, რომელიც თქვენ გვაჩუქეთ. ჩვენ ჯერ ოლიმპიელებმა გვაჩუქეს რამდენიმე კვირიანი ზეიმი და ეს ზეიმი ძალიან დიდი წარმატებით გააგრძელეს ჩვენმა პარალიმპიელებმა, რომლებმაც უდიდეს წარმატებას მიაღწიეს. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში პარასპორტი ძალიან დიდი წარმატებით ვითარდება. 2012 წლის ჩათვლით, მხოლოდ 3 სპორტსმენს ჰქონდა მიღებული მონაწილეობა პარალიმპიურ თამაშებში და 2024 წლის პარიზის თამაშებში უკვე 14-მა პარალიმპიელმა მიიღო მონაწილეობა, რაც, რა თქმა უნდა, იმ ძალისხმევის შედეგია, რომელიც პარალიმპიურმა კომიტეტმა და თითოეულმა იმ ადამიანმა გასწია, რომელიც ამ წამოწყების გულშემატკივარია. განსაკუთრებული მადლობა კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რომელიც ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს პარასპორტს, ყველა იმ ადამიანს მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო, ვინც დიდი წვლილი შეიტანა ჩვენს წარმატებაში. ცალკე აღნიშვნის ღირსია ის, რომ 14 მონაწილიდან 9 პარასპორტსმენი დაბრუნდა სამშობლოში პარალიმპიური მედლით, რაც ნამდვილად უნიკალური შედეგია. ჩვენ გვქონდა ამ შემთხვევაშიც საუკეთესო შედეგი გუნდურ ჩათვლაში, ისევე როგორც ოლიმპიური თამაშების შემთხვევაში, აქაც ისტორიაში საუკეთესო შედეგს მიაღწია საქართველოს გუნდმა, რაც ჩვენი განსაკუთრებული სიამაყის საგანია. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ მედალოსანს, მადლობა მინდა, გადავუხადო ანა ჯაფარიძეს, რომელმაც პირველმა მოიგო მედალი და პირველ მედალს ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბუნებრივია გუნდის სულისკვეთების გაძლიერებისთვის. მადალობა პარალიმპიურ ჩემპიონს, გიგა ოჩხიკიძეს, რაც იყო რა თქმა უნდა განსაკუთრებული და გამორჩეული მიღწევა. ყველა ძალიან გგულშემატკივრობდით თქვენ, ცოტა გვანერვიულეს, მაგრამ საბოლოო ჯამში, სიმართლემ გაიმარჯვა. მადლობა გიგა ოჩხიკიძეს პარალიმპიური ოქროს მედლისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო ვიცე-ჩემპიონებს – ლადო ჭინჭარაულს, ზურაბ ზურაბიანს, რევაზ ჩიკოიძეს და გიორგი ქალდანს და ასევე, ძალიან დიდი მადლობა ბრინჯაოს პრიზიორებს – ნინო თიბილაშვილს, ინა ქალდანს და აკაკი ჯინჭარაძეს,“- განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაურმა ასევე მადლობა გადაუხადა იმ პარალიმპიელებს, რომლებმაც ამ შემთხვევაში მედალი ვერ მოიპოვეს და აღნიშნა, რომ თითოეული მათგანის წვლილი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო საერთო წარმატებაში. „მინდა, მადლობა გადავუხადო პარალიმპიური თამაშების იმ მონაწილეებს, რომლებსაც ამ შემთხვევაში არ გაუმართლათ, ვერ მოიგეს მედალი. პირველ რიგში, მადლობა ირმა ხეცურიანს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის პარასპორტის განვითარებაში ჩვენს ქვეყანაში. მადლობა ლია ჩაჩიბაიას, დავით ქავთარაძეს, გიორგი ნიკოლაძეს, ლაშა ხიზილაშვილს, თითოეული თქვენგანის წვლილი იყო განსაკუთრებული იმ საერთო წარმატებაში, რომელსაც ჩვენმა გუნდმა მიაღწია,“- განაცხადა პრემიერმა.

კახა კალაძემ სამშობლოში დაბრუნებულ პარასპორტსმენებს  წარმატებული ასპარეზობა მიულოცა

სამშობლოში დაბრუნებული პარალიმპიელებისთვის სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში დახვედრის ცერემონია გაიმართა.  პარიზის ზაფხულის XVII პარალიმპიურ თამაშებზე მოასპარეზე პარასპორტსმენებმა…