“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” მთაწმინდა-კრწანისის რაიონის დელეგატი დავით კაჭარავა კრწანისში, ზემო ფონიჭალში N28-ე კორპუსის მიმდებარედ მოსახლეობას…
თვე: სექტემბერი 2024
ზურაბ ქადაგიძე ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციაზე: ადრე ნაც-ტელევიზიები ისეთ „ფეიკს“ აცხობდნენ, ერთი დღე მაინც ქაჩავდა, ახლა, ერთი საათით ვეღარ ძლებს ამათი საცოდავი ბოროტი სიახლეები
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ტელევიზია „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, „უვიზო მიმოსვლა რეალური…
ირაკლი კობახიძე – პოლიციელების სანქცირება, რომლებმაც რევოლუცია აარიდეს თავიდან ჩვენს ქვეყანას ორჯერ, დადებითად არ აისახება საზოგადოების დამოკიდებულებაზე კონკრეტული ინსტიტუტების მიმართ
არ მჯერა, რომ ბაიდენმა მიიღო გადაწყვეტილება სანქციების თაობაზე, მე მგონია, რომ არაფორმალურმა ძალებმა მიიღეს ეს გადაწვეტილება,…
მებაჟე ოფიცრებმა სგპ “ სარფში” დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის “სარფის” საბაჟო გამშვებ პუნქტშიმებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ფიზიკური და…
ირაკლი კობახიძე – პირველი ხელისუფლება ვართ, რომლის პირობებში რუსეთს არ ჰქონია ტერიტორიული და ეკონომიკური წინსვლა ქვეყანაში, ეს არის ფაქტები
პირველი ხელისუფლება ვართ, რომლის პირობებში რუსეთს არ ჰქონია ტერიტორიული წინსვლა და პირველი ხელისუფლება ვართ, რომლის პირობებშიც…
ირაკლი კობახიძე – როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, აშშ-თან ურთიერთობები გადაიტვირთება და ვფიქრობთ, ეს მოხდება მომავალი წლიდან
ჩვენ გვაქვს რწმენა, რომ როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, ურთიერთობები გადაიტვირთება და ვფიქრობთ, რომ ეს მოხდება…
ირაკლი კობახიძე – ყველა უნდა დაემორჩილოს საქართველოს კონსტიტუციას და კანონმდებლობას, კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გასვლა არ შეუძლია არავის
ყველა უნდა დაემორჩილოს საქართველოს კანონმდებლობას, კონსტიტუციას და კანონმდებლობას, ეს არის ძალიან მარტივი რამ, რაც შემიძლია ვთქვა,…
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა
დასუფთავების კვირეულთან დაკავშირებით, თბილისის ზღვის მიმდებარეტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა. შპს „თბილსერვისჯგუფის“ თანამშრომლებმა სანაპირო ზოლის ერთ-ერთი მონაკვეთი…
ირაკლი კობახიძე – მომავალი წლიდან თვისებრივად უნდა გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, იმედი გვაქვს, მოქმედი ელჩის პერსონალური როლი ურთიერთობების გაჯანსაღებაში გარკვეულ წვლილს შეიტანს
მომავალი წლიდან თვისებრივად უნდა გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს, როგორი კონტრპროდუქტიული ნაბიჯებიც არ უნდა გადაიდგას…
ირაკლი კობახიძე – რადიკალური ოპოზიცია პირდაპირ უპირისპირდება ყველაფერ ქართულს, ყველანაირ ეროვნულ წამოწყებას
მთელი რადიკალური ოპოზიცია პირდაპირ უპირისპირდება ყველაფერ ქართულს, ყველანაირ ქართულ, ეროვნულ წამოწყებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა…
ირაკლი კობახიძე “ ამნისტიის შესახებ“ კანონზე – 10 000-მდე პატიმარია დღეს საქართველოში, საიდანაც 1 000 მყისიერად დატოვებს საპატიმროს და დაახლოებით 5 000 პატიმრის ეტაპობრივად გათავისუფლება მოხდება
10 000-მდე პატიმარია დღეს საქართველოში, საიდანაც 1 000 მყისიერად დატოვებს საპატიმროს და დაახლოებით 5 000 პატიმრის…
დავით ჩიხელიძე: ომსა და მშვიდობას შორის ტოლობის ნიშნის დასმა პოლიტიკურ სიბეცეზე მიანიშნებს, ომი მშვიდობის ალტერნატივად არ გამოდგება, დღეს რომ ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მშვიდობის დამსახურებაა
ომსა და მშვიდობას შორის ტოლობის ნიშნის დასმა პოლიტიკურ სიბეცეზე მიანიშნებს, ომი მშვიდობის ალტერნატივად არ გამოდგება, დღეს…
მაია ბითაძე: თუ ვინმე მეტყვის, რომ საქართველოში შესაძლებელია დავის მშვიდობიანი მოგვარება, შერიგების, შენდობის გარეშე – ეს გამორიცხულია. ჩვენ არ გვაქვს სხვა გზა გარდა იმისა, რომ შერიგებით და ეკონომიკური წინსვლით შევინარჩუნოთ მშვიდობა
მაია ბითაძე: საქართველოს მოქალაქეს უკვე კარგად აქვს არჩევანი გაკეთებული თუ სად არის მშვიდობა, სად არის ის…
თამარ ჩიბურდანიძე: გახარია-ხაზარაძის გაერთიანება არის იძულებითი პოლიტიკური ქორწინება ანონიმური წერილების ფონზე, რომელიც საერთო ფიასკოთი დასრულდება
„ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის მოსალოდნელ პოლიტიკურ გაერთიანებას განცხადებით ეხმაურება. თამარ…
ირაკლი კობახიძე – როგორ შეიძლება, რაიმე ფაქტის კონსტატაციამ შეუქმნას პრობლემა არაღიარების პოლიტიკას, როდესაც თვითონ დანაშაულის ჩამდენ ხელისუფლებას ხელი აქვს მოწერილი იმაზე, რომ თავად დაიწყეს ომი 2008 წლის 7 აგვისტოს
როგორ შეიძლება, რაიმე ფაქტის კონსტატაციამ შეუქმნას პრობლემა არაღიარების პოლიტიკას, როდესაც თვითონ დანაშაულის ჩამდენ ხელისუფლებას ხელი აქვს მოწერილი იმაზე, რომ თავად დაიწყეს ომი 2008 წლის 7 აგვისტოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, 7 აგვისტოს ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, რასაც ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის დაკარგვა მოჰყვა. “უკრაინაში გარედან მოიყვანეს ხელისუფლება ჯერ ერთხელ, მერე მეორედ. როცა გარედან მოგყავს ხელისუფლება, მერე პასუხისმგებლობა უნდა აიღო იმ ქვეყანაში მოვლენების სწორად განვითარებაზე. მთავარი ხომ შედეგებია. შედეგი არის ის, რომ ქვეყანა არის განადგურებული, უკრაინის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, ათიათასობით უკრაინელი ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი არის დაღუპული, 500-ზე მეტი ბავშვი არის დაღუპული, უკრაინელი ახალგაზრდების, უკრაინელი ბიჭების ორი მესამედი ან დაღუპული, ან ქვეყნიდან არის გასული. განადგურებულია უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ზუსტად ნახევარი.პასუხისმგებლობას ვინ იღებს ამაზე? რაც შეეხება საქართველოს – 2003 წელს ასევე გარედან დაგვინიშნეს ხელისუფლება, NGO-ების მეშვეობით. აქაც ვიღაცას უნდა აეღო პასუხისმგებლობა. შედეგები რა იყო – ბიზნესის ტოტალური რეკეტი, ადამიანების ქუჩაში მკვლელობა, 150 ახალგაზრდა ქუჩაში მოკლა სააკაშვილის რეჟიმმა. ციხეში კლავდნენ ადამიანებს. 140-ზე მეტი ადამიანი კვდებოდა ციხეებში წელიწადში 20-ზე ქვემოთ ჩამოვიდა ეს მაჩვენებელი მყისიერად, როგორც კი ხელისუფლება შეიცვალა. ათჯერ შემცირდა სიკვდილიანობა ციხეებში. ბიზნესის რეკეტი, რაც ხდებოდა ყოველდღიურ რეჟიმში და დავკარგეთ ქვეყნის ტერიტორიების 20%. ვინ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას? არავინ. საქართველოს ტერიტორია არის 69 700 კვადრატული კილომეტრი და ამ ტერიტორიის ფარგლებში არავის აქვს უფლება, განათავსოს საკუთარი ჯარები, რაც ხდება სრულიად არალეგალურად. რა თქმა უნდა, ამაზე პასუხისმგებელი რუსეთია. მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ იმ მოღალატეობრივ დანაშაულზე, რომელიც ჩაიდინა სააკაშვილის რეჟიმმა. წვრთნები რუსეთში სამი წლის წინაც იმართებოდა, მაგრამ რატომ არ შემოვიდა რუსეთი საქართველოში? იმიტომ, რომ პოლიტიკა უნდა გქონდეს ისეთი, რომელიც საბაბსაც კი არ მისცემს არავის, რომ შენს ქვეყანაში შემოიჭრას. ინტერესი არ არსებობდა სხვა დროს საქართველოში შემოსვლის? მაგრამ 7 აგვისტოს ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა და ამას მოჰყვა ის გაგრძელება, რაც მოჰყვა. რაც შეეხება არაღიარების პოლიტიკას. არაღიარების პოლიტიკას პრობლემა ვერ შეუქმნა იმ ფაქტმა, რომ თვითონ დანაშაულის ჩამდენმა რეჟიმმა თავად აღიარა საკუთარი დანაშაული. როგორ შეიძლება ფაქტის კონსტატაციამ რაიმე პრობლემა შექმნას ამ კუთხით. ოთხ სახელმწიფოს ჰქონდა სააკაშვილის რეჟიმის პირობებში აღიარებული ე.წ დამოუკიდებლობა და ეს ოთხი დარჩა ოთხად სწორედ ჩვენი პოლიტიკის გამო. როგორ შეიძლება, რაიმე ფაქტის კონსტატაციამ შეუქმნას პრობლემა არაღიარების პოლიტიკას, როდესაც თვითონ დანაშაულის ჩამდენ ხელისუფლებას ხელი აქვს მოწერილი იმაზე, რომ თავად დაიწყეს ომი 2008 წლის 7 აგვისტოს“, – განაცხადა პრემიერმა