“ჩემი შვილიც სტუდენტი გახდა” – ლევან იოსელიანის შვილი მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტში ჩაირიცხა

პოლიტიკოს, ლევან იოსელიანის შვილი, კონსტანტინე იოსელიანი, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში ჩაირიცხა, სწავლას კი ერთ-ერთ მათგანში გააგრძელებს. ამის…

ნაცმოძრაობა მკვდარია უკვე- ნინია კაკაბაძე

არ ვიცი საბოლოო ჯამში კარგია თუ ცუდი, (დრო გვანახებს ამას) მაგრამ ნაციონალურ მოძრაობაში როგორც ვხედავ, არც…

ერთისმხრივ ვხედავთ ევროკომისიას, რომელიც საქართველოს სანდო პარტნიორად აფასებს. მეორესმხრივ ნაცმოძრაობის მოკავშირე ევროპარლამენტარებს, რომლებიც უსაფუძვლოდ გვიწუნებენ დემოკრატიის ხარისხს

ორგანიზაცია “აი იას” თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლას…

საქართველომ დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ევროპული ოჯახის და ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია!

სტრატეგიული შეთანხმების ხელმოწერა აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის თაობაზე…

ვიქტორ ორბანი-ხელი მოეწერა ძალიან დიდ შეთანხმებას მსოფლიოში ყველაზე გრძელი წყალქვეშა ელექტრო გადამცემი ხაზის მშენებლობის შესახებ, რითიც ხდება უნგრეთის, რუმინეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის დაკავშირება

ხელი მოეწერა ძალიან დიდ შეთანხმებას მსოფლიოში ყველაზე გრძელი წყალქვეშა ელექტრო გადამცემი ხაზის მშენებლობის შესახებ, რითიც ხდება უნგრეთის, რუმინეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის დაკავშირება -ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. ვიქტორ ორბანის თქმით, დაკავშირებადობა ენერგო კრიზისიდან გამოსავალია. „გამიჯვნის საპირისპიროდ, დაკავშირებადობა ენერგო კრიზისიდან გამოსავალია. დღეს ხელი მოეწერა ძალიან დიდ შეთანხმებას აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, რუმინეთის პრეზიდენტთან კლაუს იოჰანისთან და ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლეიენთან მსოფლიოში ყველაზე გრძელი წყალქვეშა ელექტრო გადამცემი ხაზის მშენებლობის შესახებ, რითიც ხდება უნგრეთის, რუმინეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის დაკავშირება“,- წერს ვიქტორ ორბანი.

კირკიტაძე პარლამენტში შიმშილობს და მისი ძმადნაფიცი ბოტკოველი 400 კაციან სუფრას კისრულობს ნაფარეულში-ლევან კოჭლოშვილი

თელავის საკრებულოს წევრი ლევან კოჭლოშვილი ინფორმაციას ავრცელებს- კირკიტაძე პარლამენტში შიმშილობს და მისი ძმად ნაფიცი ბოტკოველი 400…

ილია დარჩიაშვილი – ჩვენი ქვეყანა მწვანე ენერგიის და განახლებადი ენერგიების გამომუშავების მიმართულებით ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა ხდება

ჩვენი ქვეყანა მწვანე ენერგიის და განახლებადი ენერგიების გამომუშავების მიმართულებით ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა ხდება, – ამის შესახებ…

ლაშა ხუციშვილი – ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერა ოთხმა ქვეყანამ, ესაა ძალიან დიდი შესაძლებლობა საქართველოსთვის, რეგიონისთვის და მათ შორის ევროკავშირისთვის, რათა უზრუნველყოფილი იქნას ამ ქვეყნების ენერგოდამოუკიდებლობა 

პირველ რიგში ვიტყვი, რომ დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა, იქიდან გამომდინარე, რომ ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერა ოთხმა…

როგორც თავის დროზე ბაქო- ჯეიჰანის პროექტი იყო, 21-ე საუკუნის სტრატეგიული პროექტი ენერგო დამაკავშირებელი კაბელია-ლევან დავითაშვილი

როგორც თავის დროზე ბაქო- ჯეიჰანის პროექტი იყო, 21-ე საუკუნის სტრატეგიული პროექტი ენერგო დამაკავშირებელი კაბელია, რომელიც შავი ზღვის ქვეშ გაივლის- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ლევან დავითაშვილის თქმით, ეს პროექტი რეგიონში და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს როლს შეცვლის. „ენერგეტიკის მიმართულებით საქართველო იყო სტაბილური პარტნიორი დასავლეთის ქვეყნებისთვის, იგივე ნახშირწყალბადების მიწოდების კუთხით, ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიც არის ბაქო-ჯეიჰანი და მე მინდა ხაზგასმით ვთქვა,  არ არის ხმამაღალი განცხადება აღინიშნოს, რომ 21-ე საუკუნის სტრატეგიული პროექტი, როგორც თავის დროზე ბაქო-ჯეიჰანი იყო, არის ენერგო დამაკავშირებელი კაბელი, რომელიც შავი ზღვის ქვეშ გაივლის. ასე, რომ ვფიქრობ, რომ ეს პროექტი საქართველოს როლს ზოგადად რეგიონში და საერთაშორისო ასპარეზზე შეცვლის, ეს ერთი და მეორეს მხრივ, საქართველოს ენერგეტიკის სექტორს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ინვესტორებისთვის, იმიტომ, რომ დაკავშირების შემთხვევაში საქართველოს განახლებადი ენერგიების პროექტები მიმზიდველი გახდება ინვესტორებისთვის და ჩვენ მეტ ინვესტიციას მოვიზიდავთ, დასაქმებას შევქმნით და რა თქმა უნდა, მეტი სიკეთე უნდა იყოს ჩვენი ქვეყნისთვის საბოლოო ჯამში. საქართველოს ორი მიმართულებით გააჩნია დიდი როლი: ერთი ეს არის ის, რომ ჩვენ ჩვენი გენერაციის პროდუქტის პირდაპირი ექსპორტირება მოვახდინოთ ყველაზე მაღალი მსყიდველობითი უნარის მქონე, მაღალ ფასიან ბაზარზე და შესაბამისად, ჩვენი სექტორის მიზიდულობა გაიზარდოს. პრემიერ-მინისტრი ამას წინადაც საუბრობდა თუ რამდენად თანამიმდევრულია ზოგადად ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა და ამ შემთხვევაში ენერგეტიკული პოლიტიკა.  წლის დასაწყისიდან განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალი სქემა ავამოქმედეთ და მთელი წელი სექტორთან ვიმუშავეთ. ჩვენ რამდენიმე ათასი მეგავატის სიმძლავრის პროექტები გვაქვს უკვე მხარდაჭერილი აი იმ წინასწარი შეთანხმებით და უშუალოდ 2023 წლიდან ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სახელმწიფოს გარანტიების შედეგად, დეველოპერები და ინვესტორები შეძლებენ დაფინანსების მოზიდვას და ეს პროექტები, რომლებიც ქაღალდზე გვაქვს, რეალურად განხორციელდება და მეორეს მხრივ, ჩვენ რა თქმა უნდა, შეგვიძლია დამატებითი ეკონომიკური სიკეთე, შემოსავალი მივიღოთ იგივე სატრანზიტო ფუნქციის შესრულებით, ისევე, როგორც ჩვენ სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც ვახორციელებთ. საბოლოოდ, რა თქმა უნდა, საქართველო იქნება ელექტრო ენერგიის ნეტო ექსპორტიორი, ელექტრო ენერგია სულ უფრო და უფრო მოთხოვნადი იქნება იმიტომ, რომ ეკონომიკების სტრუქტურა იცვლება, მსოფლიოს ელექტროფიკაცია არის უფრო და უფრო აქტუალური და ასევე, საქართველო დააკავშირებს ევროპას კასპიის რეგიონთან, რომელიც არა მხოლოდ ტრადიციული ელექტრო პროდუქტების უკვე დამკვიდრებული ექსპორტიორია, არამედ განახლებად ენერგიებშიც აზერბაიჯანსაც საკმაოდ ამბიციური გეგმები გააჩნია“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ნიკოლოზ ღარიბაშვილი UPEN- ის (პენსილვანიის უნივერსიტეტის) სტუდენტი გახდა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის უფროსი ვაჟი ნიკოლოზ ღარიბაშვილი UPEN- ის (პენსილვანიის უნივერსიტეტის) სტუდენტი გახდა ,ვულოცავთ და წარმატებები…

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩემი ნათქვამი იქნა გაგებული არასწორად და ეს თქვენი დამსახურებაა, ინტერპრეტირება არასწორად მოახდინეთ, თითქოს მე ყველა იმ ადამიანზე, რომელიც დღეს უკრაინაში ომობს, ვუწოდე ნაციონალური მოძრაობის წევრები, ეს დიდი სიცრუეა

მინდა ვთქვა, რომ ჩემი ნათქვამი იქნა გაგებული არასწორად და ეს თქვენი დამსახურებაა, ინტერპრეტირება არასწორად მოახდინეთ, თითქოს მე ყველა იმ ადამიანზე, რომელიც დღეს უკრაინაში ომობს, თითქოს მე მათ ვუწოდე ნაციონალური მოძრაობის წევრები, ეს დიდი სიცრუეა, ამას ავრცელებდით თქვენ ყველანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ არიან ადამიანები, ყოფილი სამხედროები, პოლიციელები, შეიძლება უბრალოდ მოქალაქეები, რომლებიც თავისი მრწამსით, სულისკვეთებით, იდეალისტური დამოკიდებულებებით წავიდნენ და ომობენ, ეს მათი გადაწყვეტილებაა და არიან ადამიანები, კონკრეტული გვარებით, სახელებით, რომლებიც არიან პირდაპირ დაკავშირებულნი ნაციონალურ მოძრაობასთან და სააკაშვილთან. „მე ვთქვი შემდეგი – უნდა გაიმიჯნოს, კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ სრულიად ცხადად იქნას გაგებული, უნდა გაიმიჯნოს. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ კონკრეტული გვარები იქნა დასახელებული ამ ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა მედიასაშუალების მეშვეობით, არიან ადამიანები, კონკრეტული გვარებით, სახელებით, რომლებიც არიან პირდაპირ დაკავშირებულნი ნაციონალურ მოძრაობასთან და სააკაშვილთან. მე სიმართლეს, ფაქტს გეუბნებით. არიან ადამიანები, ყოფილი სამხედროები, პოლიციელები, შეიძლება უბრალოდ მოქალაქეები, რომლებიც თავისი მრწამსით, სულისკვეთებით, ამ იდეალისტური დამოკიდებულებებით წავიდნენ და ომობენ, ეს მათი გადაწყვეტილებაა. მე მათზე რა თქმა უნდა არ მითქვამს რომ ყველა ეს ადამიანი არის წაყვანილი, თუ ორგანიზებული ნაცმოძრაობის და ომის პარტიის მიერ, მე ვთქვი შემდეგი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ – არის კატეგორია რამდენიმე ადამიანი, თუ შეიძლება ათეული იყოს, დიახაც, ვიმეორებ კიდევ ერთხელ სააკაშვილის ომის პარტიის, იმ პარტიის ვინც ჩვენი ტერიტორიები დაკარგა და ჩააბარა რუს ოკუპანტს და ომის შემდეგ გადასცა მერე სტრატეგიული ობიექტები, მათ მიერ წაყვანილი და ორგანიზებული. ამის მტკიცებულებებია. მე ვთქვი, რომ ეს ადამიანები არიან ასოცირებულნი პირდაპირ, ზოგიერთი მათგანი არის დღესაც მოქმედი პარტიის წევრი,“

საკვების შემოტანაზე გიული ალასანიას საათობით აცდევინებენ და მერე ვინმეს უკვირს, წყობიდან რატომ გამოვდივარ-მიხეილ სააკაშვილი

„ყოველ ჯერზე, საკვების შემოტანაზე, ჩემს არც თუ ისე პატარა ასაკის დედას, გიული ალასანიას, ამცირებენ და საათობით…

ირაკლი ღარიბაშვილი- საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა 

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობა და რაც მთავარია, მეგობრობა,  ჩვენი ურთიერთობა უნიკალურია, რომელიც გამოცდილია ბოლო წლების და საუკუნეების განმავლობაში-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საერთო მიზანი სტაბილური რეგიონის ხილვაა, რომელიც მეტი ეკონომიკური განვითარების და მეტი კეთილდღეობის საფუძველია. „მოგესალმებით ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო კოლეგებო. ჩემთვის დიდი პატივია ვუმასპინძლო ჩვენს მეგობარს, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს, ბატონ ალი ასადოვს და აზერბაიჯანის დელეგაციას. დღეს გაიმართება ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის სხდომა, მე მინდა ყველას მოგესალმოთ. პირველ რიგში, მე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობა და რაც მთავარია, მეგობრობა. ჩვენი ურთიერთობა არის მართლაც, უნიკალური, რომელიც გამოცდილია ბოლო წლების და საუკუნეების განმავლობაში. გვაქვს ძლიერი მეგობრობა და ძლიერი კეთილმეზობლური ურთიერთობები. ჩვენ მოხარული ვართ, რომ რამდენიმე კვირის წინ ვუმასპინძლეთ ბატონ ილჰამ ალიევს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი საქართველოში. განვიხილეთ ჩვენს შორის მიმდინარე სტრატეგიული პროექტები, დავსახეთ გეგმები, რომელზეც დღესაც გვექნება საუბარი. კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ ერთობლივი კომისიის სხდომები ბოლო პერიოდში გააქტიურდა. მე მქონდა პატივი, რომ შარშან მონაწილეობა მიმეღო აღნიშნული კომისიის ფარგლებში ბაქოში გამართულ სხდომაში. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ წელს ჩვენ აღვნიშნავთ სიმბოლურად დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლისთავს. ჩვენს ხალხებს, ქვეყნებს შორის არსებობს სრული გაგება და სრული მეგობრობა. ეს ურთიერთობები კიდევ უფრო ღრმავდება და ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სანიმუშო პარტნიორობით, ჩვენ ხელს შევუწყობთ უფრო სტაბილურ სამხრეთ კავკასიას. ეს არის ჩვენი საერთო მიზანი, საერთო სურვილი, რომ ვიხილოთ სტაბილური რეგიონი, რომელიც იქნება საფუძველი მეტი ეკონომიკური განვითარების და მეტი კეთილდღეობის ჩვენი ხალხებისთვის. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ბატონო პრემიერ-მინისტრო და გთხოვთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ეს ინოვაციაა, შავი ზღვის ფსკერზე ყველაზე გრძელი კაბელი იდება-ვიქტორ ორბანი

მეზობელ ქვეყნებში სერიოზული ენერგოკრიზისი მიმდინარეობს – მთელი ევროპული ეკონომიკა ინფლაციის გამოწვევის წინაშე დგას და ევროპელ ლიდერებს მოსწონთ…

ირაკლი ღარიბაშვილი – კორუფციის კონტროლის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში მეორმოცე ადგილზე გავიდა – ევროპაში, 21-ე ადგილზე და კონტინენტური ევროპის საუკეთესო ოცეულში, 18-ე ადგილზე

მსოფლიო ბანკის კვლევა გამოქვეყნდა რამდენიმე ხნის წინ. მმართველობის ინდიკატორების მიხედვით, ჩვენმა ქვეყანამ სერიოზული პროგრესი განიცადა ბოლო პერიოდში. მაგალითად, კორუფციის კონტროლი ავიღოთ – კორუფციის კონტროლის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში მეორმოცე ადგილზე გავიდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, კორუფციის კონტროლის მიხედვით საქართველო ევროპაში, 21-ე ადგილზე და კონტინენტური ევროპის საუკეთესო ოცეულში, 18-ე ადგილზე გავიდა. „მსოფლიო ბანკის კვლევა გამოქვეყნდა რამდენიმე ხნის წინ. მმართველობის ინდიკატორების მიხედვით, ჩვენმა ქვეყანამ სერიოზული პროგრესი განიცადა ბოლო პერიოდში. მაგალითად, კორუფციის კონტროლი ავიღოთ – კორუფციის კონტროლის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში მეორმოცე ადგილზე გავიდა. ამავე ქვეყნებს შორის, ევროპაში, 21-ე ადგილზე და კონტინენტური ევროპის საუკეთესო ოცეულში, 18-ე ადგილზე გავიდა ჩვენი ქვეყანა კორუფციის კონტროლის მიხედვით. ჩვენ ვუსწრებთ ევროკავშირის წევრ თერთმეტ სახელმწიფოს და ნატოს წევრ 13 სახელმწიფოს. ეს არის შედეგი, რომელიც ჩვენ ბოლო ათწლიანი მმართველობის შედეგად მივაღწიეთ. მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ყველას, რომ მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის მიხედვით, ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში 30-ე ადგილზეა კორუფციისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით. მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპის საუკეთესო ოცეულში 18-ე ადგილზე გავიდა“, – განაცხადა პრემიერმა.